კანადაში გაჩენილი ტყის ხანძრის გამო კვამლში გახვეული ნიუ-იორკი.
მოქალაქეებს გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ
კანადაში გაჩენილი ტყის ხანძრის გამო კვამლში გახვეული ნიუ-იორკი.
მოქალაქეებს გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ
საქართველოში ბრუნო მარსი იმღერებს.
ბრუნო მარსის კონცერტი „დინამო არენაზე“ პირველ ოქტომბერს გაიმართება
დღის ფოტო ხერსონიდან - მაშველებმა კიდევ ერთი ძაღლი გადაარჩინეს
სახალხო დამცველი მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებოდა, სადაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მოინახულა.
ლევან იოსელიანს შეხვედრის თხოვნით თავად აქციის მონაწილეებმა მიმართეს. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ამბობდნენ, რომ არ ეძლეოდათ პოლიეთილენის პარკებით იმ ადგილის გადახურვის საშუალება, სადაც ღამეს ათენებენ და სწორედ ამ საკითხის გადასაჭრელად მიმართეს ომბუდსმენს.
იოსელიანის შეფასებით, ხელისუფლებამ უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ მშობლებთან მოლაპარაკებას მიაღწიოს.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან მორიგ აქციას დღესაც გეგმავენ.
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ში „სალერნიტანას“ დაუპირისპირდა. შეხვედრა 1:1 დასრულდა. გამარჯვების შემთხვევაში „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონობას ისტორიაში მესამედ მოიპოვებდა, თუმცა საჩემპიონო ზეიმი ჯერ-ჯერობით გადაიდო.
პირველ ტაიმში მასპინძლებმა მეტოქის დაცვას ვერაფერი მოუხერხეს და შესვენებაზე გუნდები 0:0-ზე გავიდნენ. 62-ე წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ მატიას ოლივერამ „სალერნიტანას“ გაუტანა და „ნაპოლი“ დააწინაურა, თუმცა 64-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.
32 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 79 ქულა დააგროვა, კონკურენტ „ლაციოსთან“ (61 ქულა) უპირატესობა გაზარდა და იტალიის ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვებაღა აშორებს. ნეაპოლელები მომდევნო მატჩს 4 მაისს სტუმრად „უდინეზესთან“ გამართავენ. მეორეადგილოსანი „ლაციო“ „სასუოლოს“ უმასპინძლებს.
საფრანგეთის ლიგა 2-ის 33-ე ტურშიგიორგი მიქაუტაძის გუნდი „მეცი“ „პარიზს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა. მე-13 წუთზე ანგარიში სტუმართა ფეხბურთელმა, მორგან გილავოგიმ გახსნა. თუმცა, „მეცმა“ ანგარიში სწრაფად გაათანაბრა და მე-19 წუთზე სტუმართა კარში დანიშნული პენალტი მიქაუტაძემ შეასრულა – 1:1.
ეს ქართველი თავდამსხმელის მე-20 გოლია ლიგა 2-ში და მიქაუტაძე ჩემპიონატის უპირობო ბომბარდირია. ამას გარდა, 22 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე შვიდი საგოლე გადაცემაა.
Surround yourself with angels. In life there will be road blocks but we will over come it. You see that bamboo behind me though, you see that bamboo? Ain’t nothin’ like bamboo. Bless up. They never said winning was easy. Some people can’t handle success, I can. You do know, you do know that they don’t want you to have lunch. I’m keeping it real with you, so what you going do is have lunch. You see that bamboo?