გია ბარამიძის 18 წლის გერი მოულოდნელად გარდაიცვალა

ცნობილი პოლიტიკოსი გია ბარამიძე ცოტა ხნის წინ დაქორწინდა მეორედ უკრაინელ ქალბატონზე, ანა ფილიპჩუკზე. გუშინ მან ტრაგიკული ამბის შესახებ ამცნო საზოგადოებას - მისი 18 წლის ქალიშვილი მარია ტერეშჩენკო მოულოდნელად გარდაიცვალა.

"2023 წლის 3 ივნისს ჩემი გოგონა ზეცაში გაფრინდა", - დაწერა ანამ. შემდეგ კი პოსტი გია ბარამიძემაც გააზიარა და კომენტარიც გააკეთა:

"თანაგრძნობისთვის ყველას დიდი მადლობა, მეგობრებო! არ ვიცით, რა მოუვიდა ბავშვს (18 წლის ახლახან გახდა). ბებიის თვალწინ გული წაუვიდა, და სასწრაფოს ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა. მიზეზებს გერმანიის შესაბამისი მხარის (სადაც ცხოვრობდნენ, და მარიას უმაღლესში უნდა ესწავლა) სისხლის სამართლის საქმეთა პოლიცია იძიებს. უტარდება ექსპერტიზა და (როგორც გვითხრეს) პასუხი უახლოეს კვირაში უნდა გვქონდეს. კიდევ ერთხელ ყველას უღრმესი მადლობა!"

თავად გია ბარამიძეს ერთი ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან.

დღეს საქართველოში ლომისობა აღინიშნება

ლომისობა მოძრავი დღესასწაულია. აღინიშნება აღდგომიდან მე-7 კვირას არაგვისა და ქსნის ხეობაში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან. ტრადიციის თანახმად, “დეკანოზები” (იგივე ხევისბერები) გამოასვენებდნენ დროშას და “ფერხისას,” სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით.

ლომისა წმინდა გიორგის სახელობის უძველესი სალოცავია. განეკუთვნება IX-X საუკუნეებს.

ლეგენდის მიხედვით, ლომისა გზოვანის წმიდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას.

ტაძარში ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან რაიმეს თხოვნა სურს წმიდანისთვის, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით.

ხალხური გადმოცემით, ჯაჭვი მლეთაზე ამოუტანია დადიანის ქალიშვილს, რომელსაც დიდი ცოდვები ჩაუდენია. მონანიების მიზნით აღთქმა დაუდია უფლის წინაშე, რომ იგი საკუთარ ქედზე დაიდებდა ჯვარს უფლის სადიდებლად წმიდა გიორგის მეოხებით და ამ მძიმე ტვირთით ფეხშიშველი ავიდოდა სალოცავში. მართლაც, აღუსრულებია აღთქმა ქალიშვილს, რა დღიდანაც ითვლება, რომ გამოისყიდა ცოდვები წმიდა გიორგის მეოხებით. ამის შემდეგ ჯაჭვი წმიდა გიორგის ეკლესიაში დარჩა და იმ დროიდან მოსახლეობა ცდილობს ამ რიტუალის გამეორებას.

ლომისობა ადრექრიტიანული დღესასწაულია და დაკავშირებულია ქრისტიანულ სარწმუნოებასთან.

მხატვარი თეიმურაზ გოცაძე გარდაიცვალა

ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი თეიმურაზ გოცაძე 82 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ.

თეიმურაზ გოცაძე 1941 წლის 25 მარტს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1971-1983 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ მხატვრად. 1983-1988 წლებში იყო თბილისის „მხატვრის სახლის“ დირექტორი, 1989-1995 წლებში საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი, 1988–2005 წლებში საქართველოს სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანების „სურათების ეროვნული გალერეის“ გენერალური დირექტორი.

გოცაძის მთავარი ნამუშევრებია: „ლურჯა ცხენები“, „დაბადება“ (ორივე 1965), „ეფემერები“ (1966), „ჩემი საუკუნე“ (1980), „ჩემი თბილისი“ (1987), სერია „ქართლის ცხოვრება“ (11 სურათი, 1983), „სულიერი საქართველო“ (1991), „მოტაცებული მშვენიერება“ (1999), „საქართველო - XX საუკუნე“ (2002).

სააკაშვილი 2007 წლიდან, 16 წელია ჩვენს სახელმწიფოს ებრძვის, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთოს არ გამოუვა - მეუფე იაკობი

მეუფე იაკობის თქმით, წლებია მიხეილ სააკაშვილი ქართულ სახელმწიფოს ებრძვის, თუმცა რაც არ უნდა გააკეთოს, მისი ყველა მცდელობა, დამარცხებისთვის არის განწირული. ამის შესახებ მან ბოდბეში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა:

„შუქურა სააკაშვილმა იცით როგორც დაამთავრა. 2007 წლიდან 16 წელია ჩვენს სახელმწიფოს ებრძვის, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთონ არ გამოუვათ, რაც არ უნდა უცხოეთიდან შეგვიტიონ, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყვნენ, თავიანთ ჭკუაზე ატარონ ჩვენი ერი. ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად აუცილებელია თანაცხოვრება, მაგრამ ჩვენს ღირსებას არ შევალახვინებთ არავის და არც ჩვენ არ შევეხებით სხვის ღირსებას. 2012 წელს აუცილებელი ცვლილებების პერიოდი დადგა და ესენი არჩევნებით არ წასულან, არჩევნებში გაიმარჯვა ხალხმა. გახსოვთ როგორი ძალადობა იყო. იძულებულები გახდნენ იმიტომ, რომ თუ არ წავიდოდნენ, [სისხლისღვრა] წავიდოდა და მათი მხარდამჭერი არავინ იყო. კიდევ კარგი, ქართველებმა 90-იან წლებში ჭკუა ვისწავლეთ და ერთმანეთს იარაღით აღარ ვებრძვით. ჩვენ არ ვდგავართ არჩევანის წინაშე ცუდი თუ უარესი. არის არჩევანი - უბედურება თუ წესიერი ცხოვრება, ცუდის არჩევა თუ კარგისკენ სწრაფვა“

შოვის სტიქიის ზონასთან მისასვლელი დროებითი ხიდი მოეწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რაჭის სტიქიის ზონაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკვე მოეწყო დროებითი ხიდი და სრულდება სამანქანო გზის მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამძრებრო-სამაშველო ოპერაციის წარმოებას.

„გრძელდება უშუალოდ სტიქიის ზონასთან მისასვლელი ალტერნატიული გზების გაყვანის სამუშაოები. ტექნიკა აგრძელებს მუშაობას სამაშველო ოპერაციის ფარგლებში. ამ ეტაპზე ადგილზე 43 ერთეული ტექნიკა მუშაობს, საიდანაც 15 ერთეული უშუალოდ სტიქიის არეალშია. ამასთან, რამდენიმე ათეული ტექნიკა დაემატება. 3 აგვისტოს ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აცხადებენ სამინისტროში.

შს მინისტრის მოადგილემ პროექტში “ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - “ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” - მმართველთა კომიტეტის მეოთხე შეხვედრაში. პროექტი “ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)” - ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება.
შეხვედრის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორი უწყებების მიერ, პროექტის ფარგლებში გაწეული ტექნიკური დახმარება და მიღწეული შედეგები განიხილეს.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების ხელმძღვანელის მოადგილემ - კატალინ გერმანმა, და „UNOPS”-ის წარმომადგენელმა.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში გადმოცემული სხვადასხვა სახის აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქართველ სამართალდამცავთა შესაძლებლობებს ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით როგორიცაა: კიბერ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება, საზღვრის ინტეგრირებული მართვა, საგზაო უსაფრთოხება და სხვა.
ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისს (UNOPS) გადმოცემული აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფისთვის.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზაობა გამოთქვეს.
აღნიშნულ პროექტს გაეროს პროექტების მომსახურების ოფისი (UNOPS) 2020 წლიდან ახორციელებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ქვეყნის უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა, როგორც თანამედროვე აღჭურვილობის, მაღალ-ტექნოლოგიური პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის მიწოდებით, ისე საგანგებო და კატასტროფებზე რეაგირების ორგანოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებით.

,,გვეამაყება, რომ გვყავს პოლიცია, რომელიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს'' - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ერთ-ერთ ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს. მისი შეფასებით, ქართული პოლიცია ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

"გვეამაყება, რომ გვყავს ასეთი პოლიცია - ძლიერი, წარმატებული, საზოგადოებაზე ორიენტირებული, რომელიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. საქართველოს პოლიცია ევროპის საპოლიციო უწყების თანასწორი პარტნიორი. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი პირდაპირ აღიარებს, რომ საქართველოს პოლიცია აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს. მინდა წარმატებები ვუსურვო და მინდა მივულოცო ბატონ მინისტრს. ვახტანგ გომელაური არის ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრი, რომელმაც ძალიან კარგად იცის თუ რას ნიშნავს იყო პოლიციელი და ემსახურებოდე სამშობლოს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

,,დღეს ვხედავთ ბავშვებში ამ პროპაგანდის დასაწყისის მცდელობებს''-საპატრიარქოს პრესსამსახური

,,ჩვენ ერთმანეთთან ძალადობით არ ვწყვეტთ საკითხებს, არც არავის არასდროს მოვუწოდებთ ძალადობისკენ და გვაქვს გულწრფელი სურვილი, ძალადობით, ცბიერებითა და მოტყუებით არავინ მოგვახვიოს თავს ის, რაც ჩვენთვის მიუღებელია"- საქართველოში მოქმედ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადება

 ეგრეთ წოდებული ლგბტ მოძრაობა ადამიანის უფლებების დაცვის, ტოლერანტობისა და მიმღებლობის ქოლგის ქვეშ ახორციელებს შორს მიმავალ გეგმებს. ამის დაკვირვება შესაძლებელია იმ ქვეყნების მაგალითზე, სადაც ამ მოძრაობამ რამდენიმე ათეული წლის წინ აიდგა ფეხი.

ჯერ კიდევ წლების წინ  ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ ამ მოძრაობის ნამდვილი მიზანი არ არის ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, მათ შორის, მოზარდ თაობაში პროპაგანდა, ერთნაირსქესიან წყვილთა ოჯახებად დარეგისტრირება, ბავშვების აყვანა და, ზოგადად, კულტურული კოდის ცვლილება. დღეს ყველაფერი ხელის გულზე დევს და კარგად ვხედავთ ბავშვებში ამ პროპაგანდის დასაწყისის მცდელობებს.

  ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის რომ კიდევ ერთხელ გავაცხადოთ: ჩვენი საზოგადოება ამას ვერ შეეგუება, არ არის მზად და არც არასდროს დადგება მსგავსი მზაობა. ეს საკითხი განსაკუთრებით უქმნის საფრთხეს სამოქალაქო მშვიდობას და იწვევს  უკიდურეს პოლარიზაციას, ამიტომ მისი საკანონმდებლო წესით დარეგულირება მიზანშეწონილად მიგვაჩნია.

 ჩვენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან ერთად ასევე თვალნათლივ წარმოგიდგენთ ჩვენს ერთობას ამ საკითხთან დაკავშირებით და ხმამაღლა ვაცხადებთ: ამ ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში ერთად ვქმნიდით თანაცხოვრების კულტურას, რომელშიც სიღრმისეულად არის გამჯდარი ურთიერთპატივისცემაც და ურთიერთმიმღებლობაც. ჩვენ ერთმანეთთან ძალადობით არ ვწყვეტთ საკითხებს, არც არავის არასდროს მოვუწოდებთ ძალადობისკენ და გვაქვს გულწრფელი სურვილი, ძალადობით, ცბიერებითა და მოტყუებით არავინ მოგვახვიოს თავს ის, რაც ჩვენთვის მიუღებელია.

ამ ადგილიდან (მეტეხის ტაძრის ეზოდან) კარგად ჩანს ჩვენი სამოქალაქო კულტურის შტრიხები, რომლებიც სრულიად განსხვავებული რელიგიებისა და კულტურის მქონე ხალხის მიერ საუკუნეების განმავლობაში საერთო სახელმწიფოს მშენებლობისა და თანაცხოვრების უნიკალური მაგალითია.

,,სურათი ამ წუთასაა გადაღებული... ჯანმრთელობა კი აქვს ძალიან შერყეული, მაგრამ ამასაც მოერევა" - დავით ლორთქიფანიძე სოსო ჯაჭვლიანზე

,,ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში, სოსო ჯაჭვლიანის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება:

,,SOS!!!ამ საღამოს გავრცელდა გადაუმოწმებელი/ბოროტი ინფორმაცია სოსო ჯაჭვლიანის ვითომდა გარდაცვალების შესახებ... ასზე მეტი ზარი შემომივიდა სანამ გზაში ვიყავი, სოსოსთან, სახლში მიმავალი. სოსო ცოცხალია (სურათი ამ წუთსაა გადაღებული) ჯანმრთელობა კი აქვს ძალიან შერყეული, მაგრამ ამასაც მოერევა ექიმებისა და ერთგული ადამიანების თანადდგომით",  - წერს დავით ლორთქიფანიძე.

,,ქვეყანა მზად არის 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად'' - კახა კალაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო. საქართველოში უეფას, 21 წლამდე ნაკრებთა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩასატარებლად, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 115 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო. 

"ქვეყანა მზად არის 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად. ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა ასეთი ტურნირებისთვის და მეამაყება, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდება ჩვენი ქვეყანა აღნიშნულ ტურნირს. სტადიონები სრულად არის რეაბილიტირებული და განახლებული. დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვიმყოფებით და ხედავთ როგორი სილამაზეა. ყველანაირი სტანდარტით, რაც არის მოთხოვნილი UEFA-ს სტანდარტები, ყველაფერი დაკმაყოფილებულია. ახალი გასახდელები, ტრიბუნები ახალი საჯდომებით, ბალახი, ყველაფერი რაც კი იყო მოთხოვნილი ყველაფერი არის გაკეთებული.

მე მინდა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადო, მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა არა მხოლოდ თბილისში, ზოგადად რეგიონშიც, სადაც აღნიშნული ტურნირი გაიმართება და ყველა ინფრასტრუქტურა არის მზადყოფნაში. მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ასეთ მასშტაბურ ტურნირს მასპინძლობს ჩვენი ქვეყანა," - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

"20:00-ზე შევიკრიბოთ იქ, სადაც ოკუპანტებით სავსე კრუიზია" - ბათუმში აქციას აანონსებენ

სამოქალაქო აქტივისტები ბათუმში შეკრებას და ოკუპანტებით სავსე საკრუიზო გემის შემოსვლის გაპროტესტებას გეგმავენ. რამდენიმე ადგილობრივმა უკვე დაწერა ფეისბუქზე, რომ დღეს, საღამოს 20 საათზე სწორედ საკრუიზო გემთან შეიკრიბებიან:

"რუსების თარეში ამ ქვეყანაში არ გამოვა. 
სტაბილურ დისკომფორტში უნდა იყვნენ და იმ ამაზრზენი განცხადებებისთვის, რაც ჩვენს ქალაქში, ბათუმში გააკეთეს საკადრისი პასუხი მიიღონ!
ჩვენი ღირსების, ეროვნულობის, თავმოყვარეობის და პატრიოტიზმის გადათელვაში საკუთარ თავებს მოუმკით ძალიან ცუდს.
20:00-ზე შევიკრიბოთ იქ სადაც ოკუპანტებით სავსე კრუიზია. 
და გაიგონ, რომ ამ ქვეყანაში მათი ადგილი არასდროს იქნება.!" წერს ფეისბუქზე ცოტნე მირცხულავა.

ბათუმელებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს კიდევ ერთი აქტივისტი თაზო მახარაძე:

"ყურადღება!
ვიცი, ჩემი ფეისბუქ მეგობრების უმრავლესობა მუდმივად განიცდის და იბრძვის საქართველოს დღევანდელი რეალობის გამო...
ამიტომ, გთხოვთ, ვინც ამ პოსტს ხედავთ, ყველამ გაუზიაროთ ერთმანეთს და გააზიაროთ სადაც საჭიროდ ჩათვლით ყველგან!
გადაწყვეტილებას ვიღებ დამოუკიდებლად და არ ვფიქრობ რომ ამ ამბავს დიდი დაორგანიზება სჭირდება!
დღეს, სოჭიდან ბათუმში ჩამოვიდა რუსული საკრუიზო გემი, 800 ღორი ჩამოიყვანა!
ვაპირებ, საღამოს 20 საათზე გავიდე იმ ადგილას, სადაც ეს გემი იმყოფება! 
მარტოც რომ მომიწიოს დგომა, იქ ვიქნები...
ვისაც ქვეყნის პირველ და მთავარ პრობლემად საქართველოს ოკუპაცია და რუსიფიკაცია გგონიათ, მაშინ გამოდით გარეთ!" | წერს თაზო მახარაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ,  საკრუიზო ლაინერი "ასტორია გრანდე", რომელსაც რუსეთიდან ტურისტები მოჰყავდა, ბათუმშია სოჭიდან, დილის 5 საათზე შემოვიდა. ტურისტებს სთავაზობენ ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვას.

"მთავარმა არხმა" რამდენიმე ტურისტი ჩაწერა. ისინი ამტკიცებენ, რომ კრემლი ოკუპანტი არაა და რომ აფხაზეთი ჩვენგან "გაათავისუფლეს".

"აგვისტოს თვეში გვაქვს ტრადიცია „ჭიაკოკონობის“, სიტუაცია აალებადია და შეიძლება ვერ მართოს ხალხმა ცეცხლი..." - ნინო ჩხობაძე

 საქართველოში ტემპერატურამ თითქმის 40 გრადუსს მიაღწია, მნიშვნელოვანია როგორი მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში ასეთი მაღალი მაჩვენებლის ფონზე და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ხანძრის გაჩენის რისკი. გაზეთი „ვერსია“ გარემოს დაცვის ექსპერტს ნინო ჩხობაძეს ესაუბრა.

ქალბატონო ნინო, მთელ მსოფლიოში რამდენიმე კვირაა საკმაოდ  მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, როგორ უნდა დავიცვათ თავი ხანძრისგან და რა არის რეკომენდაციები რაც უნდა გავითვალისწინოთ?

მე მესმის, რომ აგვისტოს თვეში გვაქვს ტრადიცია „ჭიაკოკონობის“, მაგრამ სასურველი იქნება ხალხი მოერიდოს ცეცხლის დანთებას, რადგან ძალიან აალებადია სიტუაცია და შეიძლება ვერ მართონ იგი. ამიტომ ვთხოვდი ყველას, განსაკუთრებით მშრალ ზონებში, მესხეთ-ჯავახეთში, რომ რამენაირად შევიკავოთ თავი.

ასევე არსებობს ერთი ფაქტორი, შესაძლებელია ნარჩენების მარტივად აალება, სიცხის დროს თუ აფარებს ვინმე თავს ტყეებს, მათაც მინდა ვთხოვო, რომ ცოტა ფრთხილად ცეცხლთან და ასევე სიგარეტთან დაკავშირებით. ყველანაირად შესაძლებელია უცებ მოეკიდოს, რადგან სიმშრალე გვხვდება ზოგიერთ რაიონებში. წვიმების სეზონი თუ დაემთხვა არ იქნება საფრთხე აალების. ეს არის ერთადერთი რაც შეგვიძლია, რომ ვუთხრათ მოსახლეობას.

ინტერვიუს სანახავად გადადით ლინკზე:

MegaNews

Surround yourself with angels. In life there will be road blocks but we will over come it. You see that bamboo behind me though, you see that bamboo? Ain’t nothin’ like bamboo. Bless up. They never said winning was easy. Some people can’t handle success, I can. You do know, you do know that they don’t want you to have lunch. I’m keeping it real with you, so what you going do is have lunch. You see that bamboo?