ღვთისმეტყველი ჰაჯი ალი ალიევი შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილათა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ძლიერი მეწყერის შედეგად ადამიანთა მსხვერპლისა და ფართომასშტაბიანი ნგრევის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებს და ახლობლებს. უფალმა ნათელი დაუმკვიდროს მათ სულებს. დანარჩენები ვინც ჯერ კიდევ ვერ იპოვეს ზვავის ქვეშ დარჩნენ, ვუსურვებთ რომ გადარჩნენ ცოცხალი და ჯანმრთელები დაუბრუნდნენ თავიანთ იჯახებს.ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და მოგვცეს მშვიდობა“, ნათქვამია ჰაჯი ალი ალიევის განცხადებაში.
შეგახსნებთ, შოვში ტრაგედია 3 აგვისტოს მოხდა.