ხვალ თბილისში Imagine Dragon-ის კონცერტია - ყველაფერი ჯგუფის შესახებ

31 აგვისტოს,  Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბენდი Imagine Dragons თბილისში,მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ეწვევა.

Imagine dragon - ამერიკული პოპ-როკ ჯგუფია, რომელიც შტატ ნევადაში, ლას ვეგასში ჩამოყალიბდა. მისი ამჟამინდელი წევრები წამყვანი ვოკალისტი დენ რეინოლდსი, ბასისტი ბენ მაკკი, გიტარისტი უეინ სერმონი და დრამერი დენ პლატცმენი არიან. დიდი წარმატება მათ სადებიუტო ალბომმა Night Visions-მა მოუტანა, რომელიც 2012 წლის 4 სექტემბერს გამოვიდა. ამერიკულმა ჟურნალმა ბილბორდმა ჯგუფი "2012 წლის ყველაზე კაშკაშა ახალბედა ვარსკვლავებად" და "2017 წლის ყველაზე დიდ ბენდად" დაასახელა. როლინგ სტოუნმა კი მათი ჰიტი „Radioactive“, რომელიც რეკორდს ფლობს Billboard Hot 100-ში ყველაზე ბევრი კვირით ყოფნისთვის, უდიდეს როკ-ჰიტად მონათლა.

ჯგუფის სახელი ანაგრამა არის, რომლის ახსნაც მხოლოდ ჯგუფის წევრებმა იციან. ჯგუფის იდეა ლიდერ დენ რეინოლდს მოუვიდა, როდესაც იგი ბრიგემ იანგის უნივერსიტეტში სწავლობდა. ჯგუფში მან თავისი მეგობარი უეინ სერმონი მიიწვია, რომელიც კარგად უკრავდა გიტარაზე. ჯგუფი ნელ-ნელა ყალიბდებოდა და ლას ვეგასში კი მათ ბასისტი ბენ მაკკი და დრამერი დენ პლატცმენი შეუერთდნენ.

2009-ის თებერვალში ჯგუფმა თავისი პირველი მინი-ალბომი Imagine Dragons ჩაწერა. ხოლო აპრილში კი მეორე მინი-ალბომი Hell and Silence . ორივე ალბომი ჯგუფმა Battle Born Studios-ში ჩაწერეს. რადიოში წარმატებული ჩარტების შემდგომ მათ ყოველწლიურ ფესტივალზე Bite of Las Vegas მიიწვიეს, სადაც წარმატებით გამოვიდნენ. ამის შემდეგ Las Vegas Weekly-მ ისინი 2010 წლის საუკეთესო ინდი-ჯგუფად დაასახელა. ჯურნალმა Vegas Seven კი პრემია „2011 წლის საუკეთესო CD“ გადასცა.

2011 წლის ნოემბერში ჯგუფმა კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ ხმისჩამწერ ლეიბლთან Interscope Records, სადაც მორიგი ალბომი Continued Silence ჩაწერა, რომელიც 2012 წლის 14 თებერვალს გამოვიდა.

ჯგუფს კიდევ უფრო დიდი წარმატება მეორე სტუდიურმა ალბომმა Smoke + Mirrors-მა (2015) მოუტანა , რომელმაც სადებიუტო პირველი ადგილი დაიკავა Billboard 200-ში, UK Albums Chart-სა და Canadian Albums Chart-ში. ამის შემდეგ ჯგუფი "ათთვიან მსოფლიო ტურში" ჩაერთო, რამაც ხანმოკლე პაუზა გამოიწვია ახალი სიმღერების გამოშვების თვალსაზრისით.

მესამე სტუდიური ალბომი Evolve 2017 წლის 23 ივნისს გამოვიდა. ჩარტის საუკეთესო სიმღერებს შორის მოხვდა "Believer", "Thunder", და "Whatever It Takes", ხოლო ალბომმა პირველი ადგილი დაიკავა ბილბორდის "Hot Rock Albums"-სა და "Alternative Albums"-ში.

Imagine Dragons-ს მოგებული აქვს სამი ამერიკული მუსიკალური ჯილდო, ცხრა ბილბორდის მუსიკალური ჯილდო, ერთი გრემის, ერთი MTV-ს ვიდეო-მუსიკალური და ერთიც მსოფლიოს მუსიკალური ჯილდო. 2014 წლის მაისში ჯგუფი ნომინირებული იყო ბილბორდის თოთხმეტ მუსიკალურ ჯილდოზე, მათ შორის წლის საუკეთესო არტისტის და მაილსტოუნის, რომელიც არტისტს გადაეცემა ინოვაციურობისა და შემოქმედობითობის აღსანიშნავად სხვადასხვა ჟანრში. 2018 წლის აპრილში კი ჯგუფმა თერთმეტი ნომინაცია მოიპოვა ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოებიდან. ჯგუფს გაყიდული აქვს 20 მილიონი ალბომი და 35 მილიონი სინგლი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მილიონობით გაყიდული ალბომების და მასშტაბური საკონცერტო ტურნეების დამსახურებით ლას ვეგასში დაფუძნებული ბენდი თავისი მუსიკალური ისტორიის წერას დღესაც წარმატებით განაგრძობს. ალბომ Mercury-ის ტურნე, რომლის ფარგლებშიც ბენდი საქართველოში გამართავს კონცერტს ყველა იმ ჰიტს აერთიანებს, რომლის დამსახურებითაც Imagine Dragons ნამდვილი სუპერსტარების ჯგუფი გახდა, ყველა თავისი მახასიათებლით.

როგორ მოვემზადოთ Imagine Dragon-ის კონცერტისთვის - რეკომენდაციები

 

 
 

 

 
 

YOU MAY LIKE

MegaNews

Surround yourself with angels. In life there will be road blocks but we will over come it. You see that bamboo behind me though, you see that bamboo? Ain’t nothin’ like bamboo. Bless up. They never said winning was easy. Some people can’t handle success, I can. You do know, you do know that they don’t want you to have lunch. I’m keeping it real with you, so what you going do is have lunch. You see that bamboo?