... ... 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 52 ადამიანი დაიკარგა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 52 ადამიანი დაიკარგა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 52 ადამიანი დაიკარგა | ნაპოვნია 27, მათ შორის 4 გარდაცვლილი

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 52 ადამიანი დაიკარგა, მათგან 27 მოიძებნა, მათ შორის 4 გარდაცვლილი, მოსაძებნი დარჩა 25. ამის შესახებ შსს-ს სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.

ყველაზე მეტი ადამიანი თბილისსა (19) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (10) დაიკარგა.

2024 წელს დაკარგულებს შორის ყველაზე მეტი 25-45 ასაკობრივ ჯგუფშია ( დაიკარგა 21 პირი, მოიძებნა 12, ნაპოვნია გარდაცვლილი 1).  რაც შეეხება არასრულწლოვანთა სტატისტიკას იანვარი-ივნისის პერიოდში დაიკარგა 18 წლამდე ასაკის 7 ადამიანი, მათ შორის 4-ის პოვნა მოხერხდა.

ბოლო 50 წელში დაკარგულთა 66% კაცია, 34% ქალი. 1973 წლიდან დღემდე მოსაძებნის სტატუსი აქვს 1020 ადამიანს.