ქართველმა ქალებმა მსოფლიო მოიგეს

ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია - პოლონეთის ქალაქ ბიდგოსჩში მიმდინარე ქალთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მოჭადრაკეთა შორის, სწორედ ამ ქალბატონებმა მოიპოვეს გამარჯვება. საქართველოს ნაკრებმა ფინალურ დაპირისპირებაში, ყაზახეთის გუნდს ორივე შეხვედრა მოუგო.

არადა, ბოლო წლებში, ქართველმა ქალებმა საჭადრაკო სამყაროში პოზიციები თითქოს დათმეს და ეს მაშინ, როცა მსოფლიო ჭადრაკის ცოცხალი ლეგენდა, ნონა გაფრინდაშვილი, ვეტერანთა შორის, მსოფლიოს ჩემპიონატს იმდენჯერ იგებს, რამდენჯერაც იმართება. ქართველი ქალბატონების გუნდს დავით ჯოჯუა კაპიტნობდა და იმედი გვაქვს, მსოფლიოს ჩემპიონის მედლები ჭადრაკის განვითარებას საქართველოში ახალ ბიძგს მისცემს.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

ჯოკოვიჩმა ამერიკის ღია პირველობა მოიგო

სამწუხაროა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი 36 წლისაა და უნდა თუ არა, ორ-სამ წელიწადში, კარიერას დაასრულებს. დიდი მუზარადის ტურნირებზე მოგებული ტიტულების მიხედვით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელმა, ამჯერად, ამერიკის ღია პირველობაზე არავის არაფერი დაუთმო და დანილ მედვედევი დაჩაგრა. ეს ნოლესთვის კარიერის 96-ე ტიტული გახლავთ, ხოლო მხოლოდ დიდი მუზარადის ტურნირებს თუ დავითვლით, 24-ეა.

მედვედევთან დაპირისპირება ჯოკოვიჩისთვის პრინციპული იყო, რადგან ბოლოს, ამერიკის ღია პირველობაზე ფინალი, სწორედ მედვედევთან წააგო და ახლა რევანში სწყუროდა. არადა, ის ფინალი რომ მოეგო, ისტორიულ შედეგს მიაღწევდა - სეზონში ოთხივე დიდ სლემს გაიფორმებდა. მაშინ ნოვაკი მარცხის შემდეგ მწარედ ატირდა... ჯოკოვიჩმა ცრემლები ახლაც გადმოყარა, მაგრამ ეს განსხვავებული ცრემლი იყო...

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეიინარჩუნა - მან ატაცში ოქრო მოიპოვა

ლაშა ტალახაძემ საუდის არაბეთში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით ნაწილში, ატაცში ოქრო მოიპოვა.

ტალახაძემ ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ატაცში 208 / 2015 / 220 კგ. დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

ზაზა ლომთაძემ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ორჭიდის ჯამში მეშვიდე ადგილზე გავიდა

საუდის არაბეთში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების სარეიტინგო ქულები თამაშდება, ზაზა ლომთაძემ (109 კგ.) იასპარეზა.

ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ატაცში 160 / 165 კგ. დაძლია და მე-13 ადგილი ერგო.

ლომთაძემ აკვრაში თავი 205 / 214 კილოგრამს გაართვა და მე- 5 საფეხურზეა. ორჭიდში მოგროვილი 379 კილოგრამით კი მე-7 ადგილი დაიკავა.

დევისის თასი - საქართველოს ნაკრებმა ტუნისი დაამარცხა

კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქის კორტებზე მიმდინარე დევისის თასზე, მსოფლიო ჯგუფი ორში საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ტუნისის გუნდს 3:1 ამარცხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა გუნდმა 2024 წლისთვის მსოფლიო ჯგუფი I-ის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

ტურნირზე პირველ სათამაშო დღეს ერთეულთა თანრიგში გამარჯვებები მოიპოვეს საბა ფურცელაძემ და ზურა ტყემალაძემ. დღეს დევისის თასზე, საქართველოსა და ტუნისის ნაკრებებს შორის ჯერ წყვილთა შორის მატჩი გაიმართა, რომელშიც ორი ალექსანდრე – ბაკში და მეტრეველი ტუნისელ წყვილთან დამარცხნენ და ანგარიში 2:1 გახდა.

მეოთხე შეხვედრაში ერთეულთა თანრიგში კვლავ ბრწყინვალედ ითამაშა საბა ფურცელაძემ, რომელმაც ორ სეტში დუგაზის სძლია და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა – საბა ფურცელაძე (რეიტინგში 450), ზურა ტყემალაძე (698), ალექსანდრე მეტრეველი (826) და ალექსანდრე ბაკში (841).

ხვიჩა კვარაცხელია FIFA-ს The Best-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზეა ნომინირებული

FIFA-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების ნომინანტები გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

მას შემდეგ, France Football-ი „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიას ცალკე აწარმოებს, FIFA-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად განსხვავებული ჯილდო - The Best-ი დააწესა, რომელიც 2018 წლიდან თამაშდება და მისი გამარჯვებულები ლუკა მოდრიჩი, ლეო მესი (ორჯერ) და რობერტ ლევანდოვსკი (ორჯერ) გამხდარან.

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი „ოქროს ბურთის“ შემდეგ, The Best-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზეც არის ნომინირებული, სადაც გამარჯვებული გულშემატკივრის მიერ FIFA-ს ოფიციალურდ ვებ-გვერდზე ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდება.

ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში იტალიის სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და სერია A-ს წლის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა.

გულშემატკივარს ხმის მიცემა მოცემულ ბმულზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეუძლია:

კალათბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის საგზურისთვის იბრძოლებს

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, გუნდურ სახეობებში, ოლიმპიადაზე არასოდეს ვყოფილვართ. ამ მიღწევასთან ახლოს, საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები იყო, მაგრამ არ გამოგვივიდა. ახლა კი, პარიზის ოლიმპიადის საგზურის მოპოვებას საქართველოს საკალათბურთო ნაკრები შეეცდება. ამის უფლება ჩვენმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე, საუკეთესო 16 ნაკრებში მოხვედრის შემდეგ მიიღო. საამისოდ კი შემდეგი გზის გავლა მოგვიწევს.

პარიზის ოლიმპიადაზე , სულ 12 ქვეყნის საკალათბურთო ნაკრები ითამაშებს. 12-დან რვა უკვე გარკვეულია - საფრანგეთი, როგორც ოლიმპიადის მასპინძელი და ახლახან დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაირკვა შვიდი ნაკრები კონტინენტების კვოტების მიხედვით - სამხრეთ სუდანი (აფრიკა), აშშ, კანადა (ორივე ამერიკა), იაპონია (აზია), სერბეთი, გერმანია (ორივე ევროპა), ავსტრალია (ოკეანეთი). შესაბამისად, დარჩენილია ოლიმპიადის ოთხი საგზური, რომელთა მფლობელთა ვინაობაც 2024 წლის 2-7 ივლისს გასამართ ტურნირზე გაირკვევა. ამ ოთხი საგზურისთვის 24 ნაკრები იბრძოლებს, მათ შორის, საქართველოც.

24 ნაკრები ექვსეულებად დაიყოფა და თამაშები ოთხ, სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება. ფორმატი ასეთია: ეს ექვსეულები კიდევ შუაზე გაიყოფიან და სამ-სამი ნაკრები წრიულად ითამაშებს, ორ-ორი საუკეთესო, ჯვარედინი პრინციპით ნახევარფინალში დაწყვილდება, ფინალები კი ოთხ ჩემპიონს გამოავლენს, რომლებიც ოლიმპიადაზე გაემგზავრებიან. ოლიმპიადაზე, საკალათბურთო შეხვედრები 27 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

მესიმ მაიამიში $10.8 მილიონიანი სახლი იყიდა

ლიონელ მესიმ სამხრეთ ფლორიდის სანაპიროზე $10.8 მილიონის ღირებულების სახლი შეიძინა. 

სახლი 975 კვადრატული მეტრია და 8 საძინებელი ოთახი, 3 მანქანის ავტოფარეხი და აუზი აქვს. ბოლოს ეს სახლი 2022 წლის მაისში $9 მილიონად გაიყიდა. 

სახლი 15 წუთის სავალზეა იმ მოედნიდან, სადაც მესის "ინტერ მაიამი" თამაშობს. გუნდში მესი წლის დასაწყისში გადავიდა, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. 

მაიამიში მესი სხვა უძრავ ქონებებსაც ფლობს, მათ შორის $7.3 მილიონის ღირებულების სახლს Sunny Isles-ის სანაპიროზე. 

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია

პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში ქალ მოჭადრაკეთა შორის მიმდინარე მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე საქართველოს ნაკრების წევრებმა ფინალურ ეტაპის ორივე შეხვედრაში ყაზახეთის გუნდი დაამარცხეს და ჩემპიონობა იზეიმეს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა მეოთხედფინალში ჩინეთი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუგო.

მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ბელა ხოტენაშვილი (2423), მერი არაბიძე (2349), ნინო ბაციაშვილი (2366), ლელა ჯავახიშვილი (2342), სალომე მელია (2267).

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ზუსტად ამ შემადგენლობით მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე 2015 წელს გაიმარჯვა.

 

ბელაქანში ინგილო მოკრივე ჩემპიონი გახდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში, ქალაქ ბელაქანში ჰეიდარ ალიევის სახელობის ტურნირი გაიმართაკრივში, რომელშიც 13 რაიონის მოზარდი სპორტმენები მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონიდან. ტურნირის ჩემპიონი 12 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე ინგილო ქართველი მოკრივე ირაკლი რაჰიმოვი გახდა. იგი ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალიდანაა, სადაც 2000-ზემეტი ჩვენი თანამემულე ცხოვრობს (სოფელი ითითალა მდინარე ალაზნის პირას მდებარეობს და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედს ესაზღვრება).

ჩვენებური ირაკლი რაჰიმოვი პერსპექტიული სპორტმენია - იგიკრივზე 2015 წლიდან დადის და თავის ასაკში უკვე არაერთი მედალი და მიღწევები აქვს.

იმის გამო, რომ ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრებ ეთნიკური ქართველების უმრავლესობას საბჭოთა პერიოდში ძველი ინგილოური, ქართული გვარები აზერბაიჯანული გვარებით შეუცვალეს, ინგილო ქართველი სპორტმენების წარმატებები აზერბაიჯანისა თუ საერთაშორისო ასპარეზზე ქართული მედიის ფოკუსში ვერ ხვდება. ქართული სპორტული საზოგადოებისთვის ბოლო წლებში ყველაზე ცნობადი ინგილო სპორტმენიც ამავე სოფლიდანაა - სპორტის გულშემატკივრებს დღემდე ახსოვთ 2018 წელს, რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ითითალელი მოკრივის - სურაჯ გასანოვის (ძველი გვარი ფოლადაშვილი) საოცარი და უპრეცენდენტო პატრიოტული ჟესტი - მას შემდეგ რაც მან რუსი მეტოქე დაამარცხა და M1-ის გამარჯვებული გახდა, საქართველოს დროშა ააფრიალა და კამერას „საქართველოს გოუმარჯოს!“ ჩასძახა.

12 სექტემბერს ბელაქნის ტურნირის გამარჯვებულ ჩვენს თანამემამაულე სპორტმენს - ირაკლი რაჰიმოვს დაბადების დღე აქვს და ჩემპიონობასთან ერთად მას დაბადების დღესაც ვულოცავთ და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.

სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონი გერმანია გახდა

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონი გერმანიის ნაკრები გახდა. ფინალში გერმანელები სერბებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 83-77 მოუგეს. გერმანიის ნაკრებს ტურნირზე არცერთი მატჩი არ წაუგია და მსოფლიო ჩემპიონების ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გერმანელი დენის შროდერი გახდა, რომლის ანგარიშზეც 28 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასია.

ტურნირზე მესამე ადგილზე კანადელებმა დაიკავეს.

რაგბის მსოფლიო თასი - საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან დამარცხდა

საფრანგეთში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფის პირველი შეხვედრა ორგზის მსოფლიო ჩემპიონის, ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარა და 15:35  დამარცხდა.


მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 23 სექტემბერს პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.

საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი მსოფლიო თასზე:

23 სექტემბერი | საქართველო – პორტუგალია

30 სექტემბერი | ფიჯი – საქართველო

7 ოქტომბერი | უელსი – საქართველო

MegaNews

Surround yourself with angels. In life there will be road blocks but we will over come it. You see that bamboo behind me though, you see that bamboo? Ain’t nothin’ like bamboo. Bless up. They never said winning was easy. Some people can’t handle success, I can. You do know, you do know that they don’t want you to have lunch. I’m keeping it real with you, so what you going do is have lunch. You see that bamboo?