... ... hotnews.ge - ეკონომიკა

სახელმწიფო აუდიტის დასკვნა - ეკონომიკური საქმიანობის ანგარიში

ახელმწიფო აუდიტის სამსახური სამომხმარებლო, ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტებით დაინტერესდა. ესაა ეკონომიკური საქმიანობის აუდიტი, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. სამომხმარებლო, ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტები მრავალფეროვანია და მერყეობს ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთებიდან - მსხვილ მანქანა-დანადგარებამდე. ბაზრის ეფექტიანი ზედამხედველობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული პროდუქტები იყოს უსაფრთხო, ხარისხიანი და აკმაყოფილებდეს შესაბამის მარეგულირებელ მოთხოვნებს. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველომ, საკუთარი პრიორიტეტების გათვალისწინებით, აიღო ვალდებულება ეტაპობრივად დაუახლოვოს კანონმდებლობა ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობას. ამ ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და დაამტკიცა საზედამხედველო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტები.

სტრატეგიული და წლიური დაგეგმვის არარსებობა

აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ გრძელვადიანი სტრატეგიული და წლიური გეგმების არარსებობის გამო, არ არის განსაზღვრული ბაზარზე ზედამხედველობის გრძელვადიანი და საშუალოვადიანი მიზნები და მკაფიო საოპერაციო ჩარჩო, რასთან მიმართებითაც, სააგენტო შეძლებდა ეფექტიანი დეტალური სამოქმედო გეგმების შედგენას და განხორციელებას. მეტიც, გრძელვადიანი და საშუალოვადიანი დაგეგმვის არარსებობის გამო, რთულდება იმ გამოწვევების მართვა, რომლებიც სწრაფად ცვალებად გარემო პირობებში ყალიბდება...

სტატია სრულად იხილეთ აქ:

2024 წლის მარტში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.5 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – 0.01 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.5 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.3 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.3 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.8 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 1.4 პროცენტით, რაც თვის ინდექსზე 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: დაზღვევა (3.9 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (3.9 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (1.0 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.5 პროცენტით, რაც -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (-2.4 პროცენტი) ქვეჯგუფზე“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

პარლამენტში დღეს ლევან დავითაშვილს მოუსმენენ

დღეს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს მოუსმენენ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ლევან დავითაშვილს მინისტრის საათის ფორმატში მოუსმენენ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6814 ლარი ეღირება, ევრო – 2.8798 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3684 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6897 ლარი ღირდა, ევრო – 2.8998 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3920 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 3 აპრილს ამოქმედდება.

სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა.  ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

მემორანდუმის მიზანია საჯარო ადმინისტრაციული საქმიანობის ხელშეწყობა, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, რეგულირებას დაქვემდებარებულ სფეროებში სტატისტიკური და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცვლა, კონსულტაციების გაწევა. კერძოდ, საქსტატი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიას უზრუნველყოფს კომისიის ინტერესების სფეროში შემავალი არსებული სტატისტიკური პროდუქტებით, ხოლო კომისია საქსტატს მიაწვდის მისი კომპეტენციის ფარგლებში არსებულ ინფორმაციას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით მემორანდუმის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა:

„დღეს გაფორმდა მემორანდუმი სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და სემეკს შორის, რომლის მიზანიცაა, როგორც სემეკის მხრიდან ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული მონაცემების შესახებ ინფორმაციის მოწოდება, ასევე საქსტატის მიერ სემეკის უზრუნველყოფა დამუშავებული, ახალი სტატისტიკური მონაცემებით“, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.

როგორც სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აღნიშნა, ენერგეტიკის სექტორში არსებული რეფორმების მიმდინარეობის ფონზე მნიშვნელოვანია უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება:

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მიმდინარე პროექტების ეფექტიანი განხორციელებისათვის, მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ახალი, სანდო სტატისტიკური მონაცემების შემუშავებას. შეთანხმების შესაბამისად, სტატისტიკის ეროვნული სამსახური სემეკს დაეხმარება ენერგეტიკული პორტალის შექმნაში, სადაც განთავსდება ენერგეტიკის სექტორის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია. გარდა ამისა, მხარეები შევთანხმდით, რომ  მემორანდუმის ფარგლებში არაერთ სხვა საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მემორანდუმის თანახმად, მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების პროცესის ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროების შესაბამისად გათვალისწინებულია ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა.

ენგურჰესი რამდენიმე დღით გაჩერდება

"სადერივაციო გვირაბის დათვალიერებისა და საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ენგურჰესი 2 აპრილიდან რამდენიმე დღით გაჩერდება, - ამის შესახებ განცხადებას თავად "ენგურჰესი" ავრცელებს.

მათი ცნობით, ჰესის გაჩერება ათ აპრილამდე გაგრძელდება.

"სადერივაციო გვირაბის დაცლა და მისი დეტალური შესწავლა საჭიროა ენგურჰესის რეაბილიტაციის მე-4 ეტაპის ფინალური ფაზის ფარგლებშიც, რათა აუცილებელი სამუშაოები ზუსტად განისაზღვროს.

გვირაბის დათვალიერებისა და შესწავლის შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 10 აპრილამდე გაგრძელდება, ენგურჰესი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. აღნიშნული პროცესი, ელექტრომომარაგების კუთხით, მოსახლეობას დისკომფორტს არ შეუქმნის", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის იანვარში ენგურჰესმა 148 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა და ზრდა წინა წელთან 132%-ია.

ეროვნული ბანკი მომხმარებელს ახალი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელს ახალი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს. 

"ბოლო პერიოდში დაფიქსირდა თაღლითური შემთხვევები, რომლებიც სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (მათ შორის, "AnyDesk") გამოყენებით ხორციელდება. კერძოდ, სხვადასხვა მეთოდით - სარეკლამო რგოლებით, სოციალური ინჟინერიით, თანხის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი საშემოსავლო უკუგების დაპირებით და სხვა მეთოდით - მომხმარებლებს უბიძგებენ კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში, მათ შორის მობილური ტელეფონის აპარატში გადმოწერონ და დააინსტალირონ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა/აპლიკაცია, რომელიც თაღლითებს აღნიშნული მოწყობილობისა თუ სხვადასხვა აპლიკაციების, მათ შორის, მობილური ბანკის, ე.წ. "SMS" შეტყობინებების და ა.შ. დისტანციურად კონტროლისა და მასზე ზეგავლენის საშუალებას მისცემს.

დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, როცა ზემოთქმულის გათვალისწინებით თაღლითებმა შეძლეს მომხმარებლის სახელით სესხის/კრედიტის გააქტიურება, დეპოზიტების ვადამდე შეწყვეტა და თანხების სხვადასხვა ანგარიშებზე გადარიცხვა, მათ შორის, ვირტუალური აქტივების შესაძენად.

საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ/ვირტუალურ სივრცეში გავრცელებული შეთავაზებების მიმართ, ასევე, საკუთარი პერსონალური, მათ შორის, ფინანსური მონაცემების გამჟღავნებისას. პირველ ყოვლისა, მოიძიონ შეთავაზების გამავრცელებელი კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა კომპანიასთან.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - (+995)0322406406", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

საქართველოს ეროვნული ბანკის გაფრთხილებები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ფინანსურ თაღლითობასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ფინანსური განათლების ვებგვერდზე.

პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმენს

პარლამენტი 3 აპრილს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმენს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მიმდინარე კვირას კანონმდებლები დაჩქარებული წესით განიხილავენ პარლამენტის წევრების: ალექსანდრე რაქვიაშვილის, იაგო ხვიჩიას, ჰერმან საბოსა და ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებას. პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიები ვალდებული არ იქნებიან საარჩევნო სია დააკომპლექტონ გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად.

ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და განსაზღვრეს სავალდებულო და წამყვანი კომიტეტები.

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7 პროცენტია.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორებში.

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

28 მარტიდან, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იტყობინება, რომელმაც ექსპლუატაციაში არმყოფი, Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსები შეისყიდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ავტობუსები შატლის ტიპის, განკუთვნილი მხოლოდ ქალაქის ცენტრამდე აეროპორტის მგზავრის გადაყვანისთვის და პირიქით.

"ქუთაისში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი აეროპორტის მგზავრი მარტივად და კომფორტულად გადაადგილდეს ქალაქამდე, აუცილებელი იყო მუნიციპალური ავტობუსების დანიშვნა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ჯ-თი გრუპ“-თან გავაფორმეთ ხელშეკრულება, რის საფუძველზე, დღეიდან, ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, ივლის ჩვენ მიერ დანიშნული ოფიციალური შატლის ტიპის ავტობუსები. ეს არ იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი. იქნება კონკრეტულად აეროპორტიდან ქალაქამდე და პირიქით, განკუთვნილი ტრანსპორტი, რომელსაც აქვს შესაბამისი ბრენდინგი, რომ ჩვენი აეროპორტის მგზავრებმა მარტივად იცნონ", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე იქნება მორგებული და 1 გზის საფასური 5 ლარს შეადგენს. ანგარიშსწორება ნებისმიერი საბანკო ბარათის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ქუთაისის აეროპორტიდან შატლები DMO იმერეთის ოფისის მიმართულებით იმოძრავებენ, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და იქიდან, ისევ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაბრუნდებიან.

თებერვალში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 402 მილიონი ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 2024 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 353.94 მლნ ლარით, ანუ 0.68%-ით გაიზარდა და თებერვლის ბოლოს 52.24 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 402.67 მლნ ლარით, ანუ 1.40%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 48.73 მლნ ლარით, ანუ 0.21%-ით შემცირდა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.64 მლრდ ლარის, რაც წინა თვესთან შედარებით 0.98%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით – 14.46 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის მაჩვენებელს 0.35%-ით აღემატება.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის თებერვლის განმავლობაში 0.82%-ით, ანუ 222.80 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თებერვლის ბოლოსათვის 27.38 მლრდ ლარი შეადგინა. 2024 წლის თებერვლის ბოლოსთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.74 პროცენტი შეადგინა და წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.40 პროცენტული პუნქტით.

რუსეთისთვის ჩამოსხმული ქართული ღვინის პერსპექტივა - ყველაზე დიდი და არასაიმედო ბაზარი ისევ იცვლება

რუსეთი ღვინოზე აქციზს ასამმაგებს. ქართული ღვინის ამ ყველაზე დიდ ბაზარზე მომხდარი ცვლილება, ერთი მხრივ, მოთხოვნის შემცირების მიზეზი ხდება, მეორე მხრივ კი - სტიმული ღვინის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე ყველაზე იაფი და უხარისხო ქართული პროდუქცია იყიდება.

თუ დღეს რუსეთში ყოველ გაყიდულ ერთ ლიტრზე აქციზის გადასახადი 34 რუბლია [თითქმის 1 ლარი], მაისიდან 108 რუბლი [3 ლარი] ხდება. აქციზი ოთხ-ოთხი რუბლით მოიმატებს მომდევნო წლებშიც.

2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის ბაზარი ქართული ღვინისთვის გაიხსნა, ის ამ პროდუქტის მთავარი მომხმარებელი გახდა. ბოლო წლებში, მათ შორის უკრაინის ბაზრის თითქმის დაკარგვის შემდეგ, რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზარდა და 61-65%-ს შორის მერყეობს.

„ეს არის ბაზარი, სადაც ყველაზე კარგად იცნობენ და ადვილად ყიდულობენ ქართულ ღვინოს. წლებია საჭირო, სხვა ბაზრებზე ასეთივე პოპულარული რომ გახდე“, - ამბობს ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი და ამატებს, რომ აქციზის ზრდა რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტს შეამცირებს, - ეს შემცირება „გრანდიოზული“ არ იქნება, მაგრამ [ექსპორტს] უნდა დაეტყოს“.

აქციზი რომ იზრდებოდა, ქართულმა კომპანიებმა 2023 წლის ბოლოს უკვე იცოდნენ და ახლა ქართველი მეღვინეები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ღვინის შეტანა მოასწრონ რუსულ ბაზარზე აქციზის აწევამდე. მათ შორისაა კომპანია „ასკანელიც“, რომელიც წარმოებული ღვინის დიდ ნაწილს, დაახლოებით 70%-ს, რუსეთში ყიდის. სტატია სრულად იხილეთ აქ