პროფესიული განათლების მიღება ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სტუდენტი და როგორ გადავჭრათ დასაქმების პრობლემა

18 Feb 2019 No comment   ავტორი: ლუკა კოპალეიშვილი

საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრი, რომ საქართველოში პრესტიჟულად არ ითვლება პროფესიულ სასწავლებელში სწავლა, სიმართლეს არ შეესაბამება. იყო დრო, როცა პროფესიული განათლება წარუმატებელ სტუდენტებთან ასოცირდებოდა, თუმცა ეს სტერეოტიპი დავიწყებას უნდა მიეცეს. ვინაიდან მომავლის პროფესიები, ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სპეციალობები, როგორიცაა, მაგალითად, ტურიზმის მენეჯერი, მზარეული, ბუღალტერი, სავალი ნაწილების ტექნიკოსი, ელექტრიკოსი, ტანსაცმლის დიზაინერი, საინჟინრო ტექნოლოგიები, ვებ-პროგრამისტი, არქიტექტორ-ტექნიკოსი და სხვა მრავალი პროფესია სწორედ პროფსასწავლებლებში ისწავლება.

„ჰოთნიუსმა“ გაარკვია, რომ ბოლო დროს პროფესიულ სასწავლებლებზე საგრძნობლად გაზრდილილია მოთხოვნა. რასაც ის ფაქტიც მოწმობს, რომ მიდის აქტიური დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტს შესაძლებლობა ჰქონდეს, ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებელში.

პროფესიული განათლება იგივეა, რაც სახელობო განათლება, რომელიც ადამიანს ვაჭრობის, ხელოსნობისა თუ ტექნიკური ტიპის, ასევე სხვადასხვა სფეროში სჭირდება. მაგ: ინჟინერია, არქიტექტურა, მედიცინა, იურისპრუდენცია და აშ.

პროფესიული განათლება გთავაზობთ

  • ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების დაუფლებას უმოკლეს დროში (6-30 თვე); 
  • განათლების მიღებას ნებისმიერ ასაკში, პროფესიული ზრდის შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში;
  • საქართველოს და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებთანშესაბამის კვალიფიკაციას და ამით მთელი სიცოცხლის განმავლობაში შრომით კონკურენტუნარიანობას; 
  • თანამედროვე, ეფექტურ სასწავლო პროგრამებს, სასწავლო მასალებსა და რესურსებს, გადამზადებულ პედაგოგებს, ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლებულ ინფრასტრუქტურას და თანამდეროვე მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას;
  •  პრაქტიკის გავლას სხვადასხვა ტიპის წამყვან ორგანიზაციებში.
  • დახმარებას კარიერული დაგეგმვისას და დასაქმების უკეთეს შესაძლებლობებს; 
  • 100% დაფინანსებას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ დაწესებულებებში. 
  • საერთო საცხოვრებლით სარგებლობას (რამდენიმე პროფესიულ სასწავლებელში).

პროფესიული განათლება ფართო მაშტაბებს მოიცავს და ითვალისწინებს, მოამზადოს კადრი, რომელიც შეძლებს, შრომითი ბაზრის მუდმივ ცვალებადობასთან გამკლავებას.
პროფესიული განათლება საგანმანათლებლო სისტემის განუყოფელი ნაწილია. მისი მიღება შესაძლებელია საშუალო, საშუალოს შემდგომ და უმაღლეს სასწავლებლებში. სტუდენტებს აქვთ უამრავი ხელშემწყობი გარემოება, აიმაღლონ პროფესიული დონე. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ პრაქტიკა სხვადასხვა საწარმოებში, ქარხნებში, ორგანიზაციებში, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მხოლოდ თეორიული ცოდნა არ არის საკმარისი პროფესიის სრულყოფილად ასათვისებლად.

კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იმისა, რომ პროფესიული სასწავლებელი დიდ დახმარებას უწევს სტუდენტს, დასაქმებაა, რაც დღეს საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემაა. სწავლად, ფაქტიურად, სრულიად უსასყიდლოდაა შესაძლებელი, ოღონდ თავისი წესები გააჩნია.

პროფესიული სასწავლებლის დამწყებმა აპლიკანტმა, რომელმაც საგანმანათებლო დაწესებულება შეარჩია, უნდა გაიაროს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული უნარების ტესტი. ტესტირების მიზანია პროფესიულ საგანმანათებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა. ტესტირების შედეგების მიხედვით ჩარიცხვის ბარიერი არ არსებობს. ტესტების ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.

სახელმწიფო დაფინანსებით, სახელმწიფო საგანმანათებლო დაწესებულებებში უფასო განათების მიღების შესაძლებლობა ექნებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც ჩაირიცხებიან კონკურსის საფუძველზე და ტესტირებისას გადალახავენ მინიმალურ ბარიერს. დაფინანსების მიღება შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 19 პროფესიულ და 14 უმაღლეს საგანმანათებლო დაწესებულებებში.

მიღება ხდება შემდეგნაირად - ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს მიიღოს პროფესიულ პროგრამებზე განათლება, ზოგადი განათლების საბაზისო საფეხურის 9 კლასის დასრულების შემდეგ. სტუდენტთა მიღებას საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურის და სპორტის სამინისტრო ყოველწლიურად გაზაფხულზე და შემოდგომაზე აცხადებს. რეგისტრაციის გავლისთვის საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, საქართველოს მაშტაბით არსებული თბილისის, ქუთაისის და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებში, ასევე 70 რესურსცენტრსა და პროფესიულ საგანმანათებლო პროგრამების განმახორციელებელ 33 დაწესებულებაში. ასევე აპლიკანტებს ეძლევათ საშუალება, გაიაროს რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროფესიული საგანმანათლებლო სისტემა სხვადასხვა ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობებსა თუ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებსაც აძლევს საშუალებას, მიიღოს პროფესიული განთლება სასურველი მიმართულებით. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პროფესიული სასწავლებლები აღჭურვილია ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რაც მათ თავისუფლად გადაადგილებაში ეხმარებათ.

პროფესიულ განათლებას საქართველოში დიდი ტრადიცია აქვს. არაერთი ხელობა, რომელიც დღეს პროფესიულ სასწავლებლებში ისწავლება, საქართველოს შორეული წარსულიდან იღებს სათავეს (მაგალითად, მევენახე-მეღვინე, მემცენარე, მელიორატორი, კალატოზი, მეფილე-მომპირკეთებელი, მებათქაშე, მღებავი, ზეინკალი, მძერწავი, დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილის სპეციალისტი, თექის ხელოსანი, მემინანქრე, ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი, მშენებლობის მწარმოებელი, ფარმაცევტის თანაშემწე, სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორი, პარფიუმერული და კოსმეტიკური ნაწარმოების სპეციალისტი, ქვისა და სხვა მასალების დეკორატიული დამუშავების სპეციალისტი და სხვა მრავალი).

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, პროფესიული სასწავლებლებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, მრავალი ინიციატივა ხორციელდება, რომელიც საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ სისტემასთან გათანაბრებას უწყობს ხელს.

 

ფოტოფაქტი

ნიკოლოზს ბასილაშვილი მსოფდლიო რეიტინგში კვლავ მე-16 პოზიციას ინარჩუნებს. ამის შესახებ დღეს ATP გამოქვეყნა რეიტინგი უიმბლდონის შემდეგ, ATP-ის რეიტინგის ტოპ-სამეული ასეთია: 1(1). ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 12 4152(2). ნადალი (ესპანეთი) – 7 9453(3).
12-14 ივლისს ბუდაპეშტში ძიუდოს გრან-პრი გაიმართა სადაც ქართველმა სპორცმენებმა სამი მედლის მოპოვება შეძლეს. ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბრინჯაო მოიპოვა ასევე გელა ზაალიშვილმაც, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უზბეკი
გუშინ საჩოგბურთო სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული ტურნირის დაუვიწყარი ფინალი შედგა. ფინალში თანამედროვე ჩოგბურთის ორი მოქმედი ლეგენდა ნოვაკ ჩოკოვიჩი და როჯერ ფედერერი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაპირისპირება ძალიან დაძაბული აღოჩნდა იგი 4 საათი და 57
პოლონეთში გამართულ მსოფლიო თასზე ქართველმა პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ხეცურიანმა საუკეთესო 8-ში მოსახვედრად დაამარცხა რუსი მოწინააღმდეგე ირინა მიშუროვა ანგარიშით 15:10. 4-ში მოსახვედრად კი იტალიელ პასკუნიო როზას სძლია
საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის B დივიზონში ასპარეზობს. საქართველო 3 ტურის შემდეგ 3 მოგებით პირველ ადგილზეა. მათ გუშინ ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი შვედეთი 73:64 დაამარცხეს და პლეიოფში გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს წინ.
საფრანგეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქალთა შორის ოქსანა კალაშნიკოვამ და ხეორხინა გარსია პერესემა წყვილთა თანრიგში ტურნირი მოიგეს. ფინალში მათ ანა დანილინა (ყაზახეთი) და ევა ვაკანო (ჰოლანდია) დაამარცხეს - 6:3, 6:3 და მთავარი პრიზი მოიპოვეს.
ნიჩბოსნობაში 23-წლამდელთა ჩემპიონატს ჩხეთის ქალაქი რიცშე მასპინძლობს. მიმდინატე ტურნირზე ქართველებმა წარმატებით იასპარეზეს და მედლების მოპოვება შეძლეს. მარიამ ქერდიყაშვილმა 500-ს მეტრიან დისტანციაზე კანოეთი გაცურა და მესამე ადგილზე გავიდა.
7 კაცა ნაკრები საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირში იასპარეზებენ. ტურნირი 13-14 ივლისს კოლომიეში გაიმარტება, სადაც საგზურისთვის 12 გუნდი იბრძოლებს. საქართველოს ჯგუფში: ინგლისის, გერმანიისა და
თელავში მიმდინარეობს საერთაშორისო ტურნირი Alex Metreveli Cup ტურნირზე 30 მდე ქვეყნიდან 100 ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. დღეს , 12 ივლისს ერთეულთა თანრიგის ნახევარფინალური და წყვილთა თანრიგის ფინალური მატჩები გაიმართება. საბა ფურცელაძე ყაზახ
12-14 ივლისს ბუდაბეშტის გრან პრი გაიმართება სადაც 82 ქვეყნის 550 სპორცმენი იღებს მონაწილეობას მათ შორის საქართველოს ნაკრებიც. საქართველოს შემადგენლობა მიმდინარე ტურნირზე შემდეგნაირად გამოიყურება: კაცები:-60: ნოზაძე თემური, პაპინაშვილი ჯაბა;-81:
  • ბასილაშვილი კვლავ მე-16 ჩოგანია
  • ქართველების სამი მედალი ბუდაპეშტიდან
  • უიმბლდონის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა
  • ირმა ხეცურიანმა მსოფლიოს თასზე ბრინჯაო მოიპოვა
  • ქართველი კალათბურთელების მორიგი გამარჯვება
  • კალაშნიკოვამ კარიერაში 30-ე ტიტული მოიგო
  • ყაველაშვილის ოქრო და ქერდიყაშვილის ბრინჯაო ჩეხეთიდან
  • საქართველოს  მორაგბეთა 7 კაცა ნაკრები საფრანგეთში იმყოფება
  • თელავიში საერთაშორისო ტურნირი გადამწყვეტ ფაზაშია
  • დღეს ბუდაპეშტის გრან პრი იწყება

hotnews.ge ყველგან თქვენს გვერდით