... ... hotnews.ge - “„ნაცი“ „ნაცია“, ქალი ქალია და კაცი კაცია - მკვლელები არიან არსით და აზრით“-მდინარაძე

“„ნაცი“ „ნაცია“, ქალი ქალია და კაცი კაცია - მკვლელები არიან არსით და აზრით“-მდინარაძე

რიტმში ჩაჯდა - „ნაცი“ „ნაცია“, ქალი ქალია და კაცი კაცია, მარტივია, შეუძლებელია სხვანაირად ვიფიქროთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს რამდენ ნაწილად გაიყოფა ოპოზიცია, რადგან მდინარაძის შეფასებით, მათ აქვთ საერთო წარსული, საერთო აწმყო და მომავალი „მავნებლური გეგმებით“.

„ექვსი, ცხრა ორმოცდაჩვიდმეტი, რამდენადაც არ უნდა დაიქსაქსონ, „ნაცი“ არის „ნაცი“. საერთო წარსული აქვთ, საერთო აწმყო აქვთ მავნებელი გეგმებით და საერთო მომავალი აქვთ, ასევე, მავნებლური გეგმებით. კლავდნენ, ახლა აბულინგებენ და ფსიქოლოგიურად უნდათ ადამიანების მოკვლა და მომავალშიც თუ ხელისუფლება ექნებათ, ფიზიკურადაც მოკლავენ და ფსიქოლოგიურადაც და სანამ ხელისუფლება არ ექნებათ, ფსიქოლოგიურად ეცდებიან ადამიანების მოკვლას. მკვლელები არიან არსით - ეს ადამიანები არიან მკვლელები, აზრის. QR კოდების აღმნიშვნელი პლაკატების ჩამოხევა დაიწყეს, რომ ხალხს კანონი არ წაეკითხა“,- განაცხადა მდინარაძემ.

YOU MAY LIKE