... ... hotnews.ge - “კანდიდატის სტატუსი ბრძოლით, სიმართლით მოვიპოვეთ, ცოტა გვიან, მაგრამ სამართალი ჩვენთანაც მოდის”-მდინარაძე

“კანდიდატის სტატუსი ბრძოლით, სიმართლით მოვიპოვეთ, ცოტა გვიან, მაგრამ სამართალი ჩვენთანაც მოდის”-მდინარაძე

კი არ ვიფიქრეთ ევროპაზე, არამედ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ბრძოლით, სიმართლით მოვიპოვეთ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ევროპულის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადების კომენტირებისას, იმის შესახებ რომ გამჭვირვალობის კანონპროექტი არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან.

„ჩვენ ბევრი ძალიან კრიტიკული შენიშვნა მოგვისმენია წინა წლებშიც. 27 ელჩის დემარში გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, რომ „ევროინტეგრაციის გზაზე თქვენ პოლიტპატიმარი გყავთ, კვდება ეს პოლიტპატიმარი კვდება, რომ შეუძლებელია, პოლიტპატიმარი კვდებოდეს და ევროპაზე იფიქროს ქვეყანამ“. კი არ ვიფიქრეთ ევროპაზე, არამედ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ბრძოლით, სიმართლით მოვიპოვეთ. ცოტა გვიან, მაგრამ სამართალი ჩვენთანაც მოდის. ძალიან საინტერესო ქვეყანა ვართ გეოპოლიტიკურად და ბევრი კუთხით. ბევრი მიმართულებით ჩვენთვის გაცილებით რთულად ხდება ყველაფერი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვაღწევთ მიზანს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

YOU MAY LIKE