... ... hotnews.ge - რუსთაველზე მორიგი აქცია დღეს, 19:00 საათზე გაიმართება

რუსთაველზე მორიგი აქცია დღეს, 19:00 საათზე გაიმართება

"ჟუჟუნა წვიმამ ჩვენი ერთობის ველი დანამა," - რუსული კანონის საწინააღმდეგო მორიგი აქცია, რუსთაველის გამზირზე, დღეს, 5 მაისს, 19:00 საათზე ისევ გაიმართება. 

მოქალაქეები საპროტესტო აქციებს არ წყვეტენ - ისინი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ამბობენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და არა რუსეთში.

შეგახსენებთ, რომ აღდგომის ღამეს ახალგაზრდები რუსთაველზე ქაშვეთის ეკლესიაში შეხვდნენ და დღესასწაული ერთად აღნიშნეს. 

YOU MAY LIKE