... ... hotnews.ge - "არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი..." - სალომე ზურაბიშვილი ოკუპანტებზე

"არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი..." - სალომე ზურაბიშვილი ოკუპანტებზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, რამაზ ბეღელურის, გატაცებას ეხმაურება:

"ეგრეთწოდებული ერთორწმუნე და ვითომცა ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან, და არ იციან - არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწების შორის….და ამ ყველაფრის მიუხედავად, ვიღაცეებს მეგობრები და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ!"

შეგახსენებთ, რომ ბეღელური 29 აპრილს გაიტაცეს. ის უკანონო პატიმრობაში მეხუთედ იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ბეღელური ოკუპანტებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, გარდაცვლილი ძმის საფლავს აწესრიგებდა.

 

 

YOU MAY LIKE