... ... hotnews.ge - ბოლნისის მუნიციპალიტეტში 34 წლის კაცის ცხედარი იპოვეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 34 წლის კაცის ცხედარი იპოვეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში 34 წლის კაცი გაურკვეველმა პირებმა რამდენიმე დღის წინ სახლიდან გაიტაცეს. თანასოფლელებმა მისი ცხედარი ტყეში, ნაწამები იპოვეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თუმცა, საქმეზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

ადგილობრივები "მთავარ არხთან" ყვებიან, რომ ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მათი თქმით, დაღუპული ისაუ ჰუსეინოვია, რომელიც შშმ პირი იყო.

"ეს ბიჭი შშმ პირი იყო, ვერ ლაპარაკობდა, ძალიან წყნარი, უვნებელი იყო...საწყალი ბიჭი წამებით მოკლეს. კბილები დაუმტვრიეს, ყელი გამოჭრეს და ფეხები დაუმტვრიეს...სოფლიდან ძალიან შორს, სადღაც ტყეში წაიყვანეს და იქ მოკლეს წამებით. პოლიცია დადის და ეძებს დამნაშავეებს," - ამბობენ ადგილობრივები.

წყარო: მთავარი არხი

YOU MAY LIKE