... ... hotnews.ge - პირს, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით, მოქალაქეებს ემუქრებოდა, პატიმრობა შეეფარდა

პირს, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით, მოქალაქეებს ემუქრებოდა, პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება ბრალდებულს, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით, მოქალაქეებს ემუქრებოდა და თანხას სთხოვდა.

"საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით 100 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

YOU MAY LIKE