... ... hotnews.ge - ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი წლის ბავშვი ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი წლის ბავშვი ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ხოლო ოთხი დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 4 წლის ბავშვი, რომელიც ტაქსიში დედასთან ერთად იმყოფებოდა.

YOU MAY LIKE