... ... hotnews.ge - სვანეთში მდინარე ნაკრაში დაკარგული ერთ-ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს

სვანეთში მდინარე ნაკრაში დაკარგული ერთ-ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს

სვანეთში მაშველებმა მდინარე ნაკრაში დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს, ინფორმაცია ამის შესახებ ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ.

ცნობილია, რომ მაშველებმა, სამ-დღიანი ძებნის შემდეგ, სკოლის მოსწავლის ცხედარი მდინარე ენგურთან იპოვეს.

ამ დრომდე გრძელდება ორი დაკარგული მოზარდის სამძებრო სამუშაოები.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2 მაისს, სოფელ ნაკრასთან მოხდა. სკოლის მოსწავლეები ჭუბერიდან ბრუნდებოდნენ. სამივე დაკარგული ერთმანეთის ნათესავია.

სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს ენგურშიც, რომელსაც მდინარე ნაკრა უერთდება. ორივე მდინარე ადიდებულია, რაც სკოლის მოსწავლეების სამძებრო სამუშაოებს ართულებს.  

სვანეთში, მდინარეში ნაკრასში სამი არასრულწლოვანი გადავარდა

 

 
 

YOU MAY LIKE