... ... hotnews.ge - ძიუდო - ლაშა ბექაური მადრიდის ღია პირველობის ჩემპიონია

ძიუდო - ლაშა ბექაური მადრიდის ღია პირველობის ჩემპიონია

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ლაშა ბექაური (90კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში ფრანგ ლივოლსს ულამაზესი გდებით სძლია.

რაც შეეხება ვლადიმერ ახალკაცს, 81კგ წონით კატეგორიაში ის ფინალში ფრანგ არეგბასთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ მადრიდში ასპარეზობს ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერიც (+100), რომელიც ფინალშია გასული.

YOU MAY LIKE