... ... hotnews.ge - დღეს, 9 ივნისს საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს მონტენეგროსთან ჩაატარებს

დღეს, 9 ივნისს საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს მონტენეგროსთან ჩაატარებს

დღეს, 9 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი პოდგორიცას სტადიონზე გაიმართება.

ჩვენმა გუნდმა ავსტრიაში საწვრთნელი შეკრება დაასრულა, 8 ივნისს გაინბერგში ივარჯიშა და მონტენეგროში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატამდე ერთადერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

მონტენეგროსა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ასე გამოიყურება:

ამხანაგური მატჩი 9 ივნისი: მონტენეგრო – საქართველო 22:45

ევრო 2024

18 ივნისი: თურქეთი – საქართველო 20:00

22 ივნისი: საქართველო – ჩეხეთი 17:00

26 ივნისი: საქართველო – პორტუგალია 23:00

YOU MAY LIKE