... ... hotnews.ge - სპორტი

რას წერს BBC საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე

საქართველო ისტორიაში შევიდა უმსხვილეს ტურნირზე პირველად გასვლით, საქართველომ ევრო 2024-ის პლეი-ოფში საბერძნეთი პენალტების სერიით დაამარცხა, - ამ სათაურით სტატიას თბილისში გუშინ გამართულ ისტორიულ საფეხბურთო მატჩს BBC-ი უძღვნის და აღნიშნავს, რომ გადამწყვეტი 11-მეტრიანი ბერძნების კარში ცვლილებაზე შესულმა ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა.

„პენალტების სერიაში მოპოვებული გამარჯვება თბილისში ზეიმის მიზეზი გახდა“, - აღნიშნავს გამოცემის სპორტული განყოფილება და იმასაც წერს, რომ ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში საქართველო თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის გუნდებთან ერთად იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

“ამას ახლა გავამხელ, ბიჭს ველოდები” - ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ბიჭის მშობლები გახდებიან- სასიხარულო ამბავი კვარაცხელიამ ცოტა ხნის წინ თავად გააჟღერა. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა. 

ვილი სანიოლმა ​დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებული ხვიჩა კვარაცხელია შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად დააყენა. ბერძნებმა ხვიჩა კვარაცხელიას მარწუხებში მოქცევა და მაღალი პრესინგით თამაში სცადეს. ასეთი თამაშის სტილი ბერძნებისთვის დამახასიათებელია. სწორედ ასეთი თამაშით მოიგეს 2004 წელს ევროპის ჩემპიონატი.

მეორე დამატებულ წუთზე ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა და მოედანი დატოვა, მაგრამ გუნდის განწყობა ისევ საბრძოლო იყო. გიორგი წიტაიშვილმა შესანიშნავი დრიბლინგით სცადა დაცვის გარღვევა და საჯარიმოში შევარდნილმა კარში დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეღობა და ხიფათი განმუხტა. ბოლო წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ სცადა გოლის გატანა, ისევ ააცილა და პენალტების სერია დაინიშნა.

გიორგი მამარდაშვილმა ერთი მოიგერია, ერთიც ბერძნებმა ააცილეს და ისტორია დაიწერა – საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა!

საბერძნეთი დამარცხებულია - საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს!

საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეა - ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში ეროვნულმა საფეხბურთო გუნდმა საბერძნეთი დაამარცხა. 

ისტორიული შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართა.

ეროვნულმა ნაკრებმა, საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა.

შეგახსენებთ, ბერძენ მეტოქეებთან გამართულ მატჩამდე, ნახევარფინალში "ჯვაროსნებმა" ლუქსემბურგის ნაკრებს 2:0 სძლიეს, ხოლო საბერძნეთმა ყაზახეთს 5:0 მოუგო.

 

დაპირისპირება სტადიონზე - პირველი ტაიმი ფეხბურთელებს შორის დაძაბულობით დასრულდა

საქართველო საბერძნეთს შორის პირველი ტაიმი დასრულდა. 

პირველი ტაიმის დასასრულს სტადიონზე ფეხბურთელებს შორის მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. 

წითელი ბარათი მიიღო ლორიამ.

საბერძნეთის ნაკრებთან საქართველოს შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრებს მასპინძლობს. შეხვედრა „დინამო არენზე“ 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველ არხზე, საქართველოს რადიოსა და PLAYER.1TV.GE-ზე შემოგთავაზებთ.

მთავარმა მწვრთნელებმა ამ მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობები დაასახელეს:

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, დვალი, კაკაბაძე, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ზივზივაძე.

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ციმიკასი, ჰაძიდიაკოსი, მავროპანოსი, ბალდოკი, მანტალოსი, კურბელისი, ბაკასეტასი, პელკასი, იოანიდისი, მასურასი.

ისტორიული მატჩის მოლოდინში - საქართველოს ნაკრები დღეს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება

ისტორიული მატჩი "დინამო არენაზე" - რამდენიმე საათში ქართული ფეხბურთის ისტორიაში გადამწყვეტი თამაში იწყება. ევრო 2024-ის  ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენს ქვეყნას   ისტორიაში პირველად - ევროპის ჩემპიონატზე გამზავრების შანსი ექნება. ეროვნული ნაკრები გულშემატკივარს „დინამო არენაზე„ ზუსტად 9 საათზე ელოდება, თუმცა ქომაგები და ფეხბურთის გულშემატკივრები მსვლელობას  სტადიონისკენ  6 საათზე დაიწყებენ.

დღეს დინამო არენაზე სრული ანშლანგი იქნება. მათთვის კი ვინც სტადიონზე შესვლა ვერ მოხერხა, ისტორიული მატჩის ყურების შესაძლებლობა რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანზე  კოკა-კოლას  მიერ ორგანიზებულ ფანსივრცეში ექნება.

საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დამატებით 2300 ბილეთი იყიდება - ნახეთ, ვინ შეძლებს შეძენას

საბერძნეთის ფეხბურთის ასოციაციამ განაცხადა, რომ ბერძენი ქომაგებისთვის გამოყოფილია 2,300 ადგილი იმისთვის, რომ თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველო-საბერძნეთის მატჩს დაესწრონ.

როგორც უკვე ცნობილია, მატჩი გაიმართება 26 მარტს, საბერძნეთის დროით 19:00 საათზე, ბერძნებისთვის ბილეთის საფასური მხოლოდ და მხოლოდ 7 ევროს შეადგენს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ელ. ფოსტაზე, This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it., მოთხოვნის გაგზავნით, სადაც საჭიროა ლათინური ასოებით სახელისა და გვარის, ასევე პასპორტის ნომრისა და პასპორტის/პირადობის მოწმობის ნომრის მითითება.

აღნიშნულ ელ. ფოსტაზე მოსულ საპასუხო შეტყობინებაში მითითებული იქნება გადახდის მეთოდი და ზუსტი მითითებები.

მერაბ დვალიშვილმა აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა მიიღო.

33 წლის სპორტსმენმა ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"თითქმის უკვე 12 წელია, რაც ამერიკაში ვცხოვრობ. დღეს ოფიციალურად მომანიჭეს ამერიკის მოქალაქეობა. არ იყო ადვილი თავის დამკვიდრება ამ ქვეყანაში, მაგრამ შრომითა და მოთმინებით ყველა დაბრკოლება გადავლახე და ბევრი რამ ვისწავლე," - წერს დვალიშვილი.

საქართველო-საბერძნეთის მატჩზე ყველა ბილეთი გაყიდულია

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრსსამსახური ავრცელებს.

ბილეთების გაყიდვა 23 მარტს დილის 12:00 საათიდან დაიწყო და ხუთ საათში ყველა ბილეთები გაიყიდა. ბილეთების გაყიდვა საბერძნეთშიც დაიწყო – თბილისში პლეი ოფის ფინალში თავის ნაკრებს ბერძენი ქომაგებიც გაამხნევებენ, მაგრამ რამდენი ბილეთი გაიყიდა, ეს არ დაკონკრეტებულა.

ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების შეხვედრა 26 მარტს „დინამო არენაზე“ გაიმართება, მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია

ლაშა შავდათუაშვილი თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის გამარჯვებულია.

ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე კარენ გალსტიანი 32 წამში იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკაიტე ვაზარით დაამარცხა და კარიერაში გრანდ სლემის ტურნირებზე ოქროს მედალს პირველად დაეუფლა.

2023 წელს თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლებს ბექაური, სულამანიძე და ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვიცე-ჩემპიონები სარდალაშვილი და მაისურაძე გახდნენ, მესამე ადგილზე კი შავდათუაშვილი გავიდა.

შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის ნახევარფინალშია

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით გამოვიდა, რომელთაგან მედლებისთვის ბრძოლას მხოლოდ ორი ძიუდოისტი აგრძელებს.

ტურნირის ნახევარფინალში იჭიდავებს ლაშა შავდათუაშვილი (73კგ). ქართველმა მეოთხედფინალში სამხრეთკორეელი კანგი იპონით დაამარცხა და ფინალში გასასვლელად ისრაელის წარმომადგენელ ბუტბულს დაუპირისპირდება. გოჩილაიძემ კი მეოთხედფინალში საგი მუკისთან წააგო და რეპეშაჟიდან ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკაიტე ვაზარით დაამარცხა და კარიერაში გრანდ სლემის ტურნირებზე ოქროს მედალს პირველად დაეუფლა.

შეჯიბრების ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 23 და 24 მარტს 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

2023 წელს თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლებს ბექაური, სულამანიძე და ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვიცე-ჩემპიონები სარდალაშვილი და მაისურაძე გახდნენ, მესამე ადგილზე კი შავდათუაშვილი გავიდა.

სრული ინფორმაცია მათთვის, ვისაც საქართველო-საბერძნეთის მატჩზე, ბილეთების ყიდვა სურს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩს 26 მარტს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში, TKT.GE-ზე გაიყიდება. ბილეთების რეალიზაცია დღეს, 12:00 საათზე დაიწყება.

თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების შეძენისას, თითოეული ბილეთისთვის უნდა მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია - ბილეთის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვანის შემთხვევაში - მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია).

საქართველო - საბერძნეთის მატჩი 26 მარტს, დინამო არენაზე გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი უცვლელია და კვლავ 10, 20, 30 და 50 ლარს შეადგენს.

ინფორმაცია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის: ეტლით მოსარგებლე პირს შეუძლია ერთი ბილეთის მოთხოვნა, რომელიც სტადიონის ტერიტორიაზე თანმხლებ პირთან ერთად შესვლის უფლებას აძლევს. მატჩის ბილეთებს 24 საათის განმავლობაში მიიღებთ მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით. გაითვალისწინეთ, რომ ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. ბილეთების მისაღებად This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.ზე გამოაგზავნეთ პირადობის მოწმობის და შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი.