... ... hotnews.ge - დღეიდან დიდი მარხვა დაიწყო

დღეიდან დიდი მარხვა დაიწყო

18 მარტიდან მართლმადიდებელი მორწმუნე მრევლისთვის დიდი მარხვა დაიწყო. 

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ვინც მარხვას ინახავს, სასურველია, მარხვის პერიოდში ყოველ კვირას ეზიაროს. ამისთვის საჭიროა დავესწროთ ლოცვას შაბათ საღამოს, ვთქვათ აღსარება, წავიკითხოთ ზიარების ლოცვები და კვირის წირვაზე უზმოდ მივიდეთ; ვინც შაბათს, ან კვირას ვერ ეზიარა, ოთხშაბათს და პარასკევს ტარდება წირვა პირველშეწირულთა ძღვენთა, როდესაც მორწმუნეთა ზიარება ხდება შაბათის ან კვირის წირვიდან გადანახული წმიდა ნაწილებით.

მეორე, მესამე და მეოთხე შაბათი დიდმარხვისა, აგრეთვე „ხორციელის“ შაბათი არის მიცვალებულთა მოხსენიების დღეები; ეკლესიებში გაშლილია მაგიდები საკურთხისათვის და წირვის შემდეგ სრულდება საზოგადო პანაშვიდი.

მარხვის შენახვა არა არის სავალდებულო 12 წლის ასაკამდე ბავშვებისთის.

დიდი მარხვის პერიოდში ეკლესიებში სრულდება ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ „შვიდჯერ ზეთისცხება“, როგორც მას დღეს უწოდებენ.

სხვადასხვა ეკლესიებში ზეთის კურთხევა დიდი მარხვის სხვადსხვა კვირაში სრულდება, რაც საშუალებას აძლევს მორწმუნეს გამორიცხოს შემთხვევითი, დამაბრკოლებელი მიზეზი და არ დააკლდეს ამ დიდი მადლის მომნიჭებელ საიდუმლოს.

წელს, ბრწყინვალე აღდგომას მართლმადიდებელი ეკლესია 5 მაისს დღესასწაულობს.

იხ. კალენდარი

 

YOU MAY LIKE