... ... hotnews.ge - ბათუმის სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა

ბათუმის სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა

ბათუმში, კერძო სკოლა "პროგრესში" ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. ტერიტორია კინოლოგებმა და სამართალდამცველებმა შეამოწმეს. სასწავლო პროცესი სკოლაში ხვალიდან განახლდება. იქამდე კი შენობიდან მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა.

ცრუ შეტყობინება სკოლაში ასაფეთქებლის არსებობაზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით შევიდა. ავტორი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის.

შეგახსენებთ, ცრუ შეტყობინება ასაფეთქებელზე შევიდა ამავე სკოლის ქუთაისის ფილიალშიც.

YOU MAY LIKE