... ... hotnews.ge - ვახშამს სტრატოსფეროში სთავაზობენ

ვახშამს სტრატოსფეროში სთავაზობენ

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მდებარე რესტორან Alchemist-ის შეფ-მზარეული, რასმუს მუნკი თანამშრომლობს კოსმოსური მოგზაურობის სააგენტო Space VIP-თან და კომპანია Space Perspective-თან, რათა 2025 წლისთვის უნიკალური, „სტრატოსფერული ვახშამი“ მოაწყოს. ხელმისაწვდიმი იქნება მხოლოდ ერთი, ექვსკაციანი სუფრა. ფრენა ექვს საათს გაგრძელდება. სტუმრები ზღის დონიდან 30.5 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდებიან კოსმოსური ხომალდით „ნეპტუნი“, რომელიც Space Perspective-ის საკუთრებაა. ხომალდის კაფსულა ადის „კოსმოსური ბურთის“ და არა რაკეტის მეშვეობით. სტუმრებს, რომელთაც სპეციალურად მოდის სახლი Ogier-ი გამოაწყობს ინდივიდუალური შეკვეთით შეკერილ სამოსში, შეუძლიათ შეფ-მზარეულის კოსმოსური კერძებით ისიამოვნონ, თან მზის ამოსვლითაც დატკბნენ. ამ უნიკალური ვახშმის ღირებულება, ერთ ადამიანზე 495 ათას დოლარს შეადგენს. ღონისძიებიდან მირებული შემოსავალი კი გადაირიცხება კოსმოსური პრემიის ფონდში, რომელიც მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში გენდერული თანასწორობის დანერგვით არის დაკავებული.

YOU MAY LIKE