... ... hotnews.ge - ბრმებს თვალს აუხელენ

ბრმებს თვალს აუხელენ

ამერიკელი მეწარმე და პლანეტის უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი აცხადებს, რომ მისი ნეიროტექნოლოგიური კომპანია Neuralink მუშაობს Blindsight-ის იმპლანტზე, რომელიც ბრმებს დანახვის საშუალებას მისცემს. აღსანიშნავია, რომ ეს იმპლანტი უკვე გამოცდილია მაიმუნებზე. თავდაპირველად მხედველობა დაბალი იქნება, თუმცა საბოლოოდ,  შესაძლოა, გადააჭარბოს ადამიანის ჩვეულებრივ მხედველობას. ერთ-ერთი პრეზენტაციისას, მასკმა ისიც თქვა, რომ მის კომპანიაში სწამთ, თვალს ისეთებსაც აუხელენ, რომლებსაც ეს ბედნიერება არასდროს ჰქონიათ. Neuralink-ი მილიარდერმა 2016 წლის ზაფხულში შექმნა.კომპანია ჩიპების შემუშავებით არის დაკავებული, რომელიც პერსპექტივაში, ადამიანის თავის ტვინში უნდა ჩაინერგოს. მასკი მიიჩნევს, რომ ასეთი ნეიროინტერფეისი ადამიანს კიბორგად გადააქცევს და ხელოვნურ ინტელექტს გაუწევს წინააღმდეგობას.

YOU MAY LIKE