... ... hotnews.ge - კოსმოსში ხის თანამგზავრს გააგზავნიან

კოსმოსში ხის თანამგზავრს გააგზავნიან

იაპონია მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც კოსმოსში ხისგან დამზადებულ თანამგზავრს გააგზავნის. The Guardian-ის მონაცემებით, მაგნოლიის ხისგან დამზადებული ზონდის გაშვება წელსაა დაგეგმილი. როგორც ავტორები აცხადებენ, ყველა თანამგზავრი, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში ბრუნდება, იწვის და ალუმინის ოქსიდის უმცირეს ნაწლაკებს წარმოქმნის, რაც შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში, ატმოსფეროს ზედა ფენებში დაცურავს. ამას პლანეტის ეკოლოგიისთვის ზიანი მოაქვს. კოსმოსურ სადგურზე ტესტირების დროს, მაგნოლიამ საუკეთესო შედეგები აჩვენა. ხის თანამგზავრის ამოცანაა, შეამოწმოს, შეიძლება თუ არა კოსმოსში, ბიოხრწნადი მასალები მეტალის ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივად გამოიყენონ.

YOU MAY LIKE