... ... hotnews.ge - ქალმა ყოფილ შეყვარებულს ერთ დღეში 100-ჯერ 12 სხვადასხვა ნორმიდან დაურეკა - მისი საქმე სასამართლომ განიხილა

ქალმა ყოფილ შეყვარებულს ერთ დღეში 100-ჯერ 12 სხვადასხვა ნორმიდან დაურეკა - მისი საქმე სასამართლომ განიხილა

დიდ ბრიტანეთში სასამართლო პროცესი გაიმართა ქალის მიმართ, რომელიც ყოფილ შეყვარებულთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგაც მას ზარებით და მესიჯებით ატერორებდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

მანჩესტერში მცხოვრებმა ესპანელმა ემილიო აგუერომ საჩივარი შეიტანა 29 წლის ჰოუპ შიკის წინააღმდეგ, რომელთანაც ის ადრე რომანტიკულ ურთიერთობაში იყო. კაცმა თქვა, რომ შიკთან დაშორების შემდეგ ქალი მას ყოველ დღე ასობით მესიჯს უგზავნიდა და ურეკავდა.

ერთ დღეს ბრიტანელმა ქალბატონმა ყოფილ ბოიფრენდს 12 სხვადასხვა ნომრიდან 100-ჯერ დაურეკა და ურთიერთობის განახლება მოსთხოვა.  

აგუერო პოლიციას დაუკავშირდა და სამართალდამცველებს უთხრა, რომ ის მუდმივ შიშში ცხოვრობდა ყოფილი შეყვარებულის  ხრიკების გამო. კერძოდ, სახლიდან გასვლის ეშინია. თუ სადმე მაინც დასჭირდება, უკანა კარს ხმარობს, რომ ქუჩაში შიკის არ გადაეყაროს.

სასამართლოზე ქალმა დანაშაული სრულად აღიარა. მას სასამართლომ ერთწლიანი პირობითი თავისუფლების აღკვეთა და სავალდებულო ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნა. გარდა ამისა, შიკის აგუეროსთან ერთი წლით ყოველგვარი კონტაქტი აეკრძალა.

YOU MAY LIKE