კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დააჯილდოვა და ახალი სპეცტექნიკა დაათვალიერა

„თბილსერვის ჯგუფის“ პროფესიულ დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე კომპანიის თანამშრომლებს შეხვდა და მადლობის სიგელები გადასცა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დაჯილდოების ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია.

კახა კალაძემ თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების, მათ შორის, შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფის საკითხს.

თბილისის მერის თქმით, ქალაქს ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპისა და წარმოების 104 ახალი სპეცმანქანა შეემატა, აქედან 23 ერთეული მიმდინარე წელს იქნა შემოყვანილი.

„მადლობა, მინდა, გითხრათ თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რასაც აკეთებთ დედაქალაქისთვის. 20 სექტემბერს 16 წელი გავიდა, რაც „თბილსერვის ჯგუფი“ დაარსდა. ჩვენი ქალაქი რომ ასეთი სუფთა, მოწესრიგებული და განათებულია, თქვენი დამსახურებაა. ჩვენი მხრივ, ვცდილობთ, ხელი შეგიწყოთ, შეგიმსუბუქოთ მუშაობა ტექნიკით, აღჭურვილობით. ბოლო ორი წლის განმავლობაში 104 ერთეული ტექნიკა შევისყიდეთ. განვაგრძობთ შესყიდვებს იმისთვის, რომ „თბილსერვის ჯგუფი“ იყოს აღჭურვილი. წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სიგელები გადაეცა დასუფთავების დეპარტამენტის, გარე განათების, სანიაღვრე ქსელების, საგზაო მონიშვნებისა და სხვა სამსახურების 101 თანამშრომელს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ხვალ 11:00 საათიდან 23 სექტემბრის 15:00 საათამდე თბილისის ნაწილს წყალი არ ექნება - GWP

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, ხვალ, 22 სექტემბერს, წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებენ.

კომპანია ამბობს, რომ გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 22 სექტემბერს დილის 11:00 საათიდან 23 სექტემბრის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბის რაიონში:

წერეთლის გამზირს, მირცხულავას, წყალტუბოს, სამტრედიის, სტანისლავსკის, ბაქრაძის, გოგოლაურის, ვანის, კედიას, კერესელიძის, გვეტაძის, ფიფიების, ევდოშვილის, ყიფიანის, ფოთის, გორის, ბათუმის, ბაგრატიონის, ქუთაისის, მეტრეველის, ქურდიანის, ცაბაძის, კოსმონავტების, სანაპიროს, აგლაძის, დგებუაძის, ხოშარაულის, გუდაუთის, გაფრინდაულის, იშხნელების, მაიაკოვსკის, ერისთავის, ზუგდიდის, სოხუმის, იამანიძის და მექანიზაციის ქუჩებს. თევდორე მღვდელის ქუჩა N13-57 და N16-48, რობაქიძის ქუჩა N7, მარშალ გელოვანის ქუჩა N35,52
სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ქუჩების ჩამონათვალი

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს:

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV, V კვარტლების, მხატვრების დასახლების, მარგიანის, ნუცუბიძის, ავთო ვარაზის, ქანთარიას, გაბუნიების, ინტენსიფიკაციის და პაბლო პიკასოს ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუცბიძის პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის უნივერსიტეტის, მეფე მირიანის (ნაწილობრივ), პეტრე იბერის, ვეფხისტყაოსნის, არქანჯელო  ლამბერტის, დანიბეგაშვილის, ხატაეთის და კრისტიან სტივენის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდსის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის, ქიქოძის, გიგა ლორთქიფანიძის, ლერმონტოვის, მაჩაბელის, იაშვილის და ლერმონტოვის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის და დაბა ბეთანიის მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის ხევის დასახლების, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), კურნატოვის, კამალოვის, კახიანის, სამღერეთის, გულრიფშის, ქართველიშვილის, მანაგაძის, მესხიშვილის, სართანიას, თამარაშვილის, კალიუჟინის, ჟღენტის, კაჭრეთის, ზედაუბნის, კოდალოს, მაღაროს, ეკლესიის, დობროლუბოვის და ენისელის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გობრონიძის და მარატ ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, გორგასალის, გულიას, ბადაგის, ორთაჭალის, ხეივნის, ვერცხლის, ჟორდანიას, გიორგი ნიკოლაძის, უსახელოურის, წითლანაძის და ახალი რეხის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), იან პრიბილის, დოდაშვილის, სახალხოს და ჩკალოვის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მასივის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-2  I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I, II, III, IIIა, IV მიკრორიონების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს (ნაწილობრივ), ოჯალეშის, კოტეტიშვილის, იმედა კახნიაშვილის, ვიქტორ კუპრაძის, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის, რომანოზ ხომლელის, ლადო კოტეტიშვილის, ნიკოლოზ ლანდიას, მიხეილ გახოკიძის, ნაზი შამანაურის, სადგერის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, დვალის, ჯავახეთის, აკაკი ჩხენკელის, ილია სუხიშვილის, მაისურაძის, თრიალეთის, რწმენის, სესილია თაყაიშვილის და ზაჰესის ქუჩების  მოსახლეობას.   

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვებისთვის ჯარიმების გაზრდას.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობები დიდ პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში.

„წინა მთავრობის სხდომაზე ვისაუბრე უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებთან დაკავშირებით და მაშინ ვთქვი, რომ კიდევ უფრო მეტი პრევენციისთვის ჯარიმების გაზრდის ინიციატივით მივმართავდით პარლამენტს. არის შემთხვევები, როცა კონკრეტული პირები იღებენ მშენებლობის ნებართვას, იწყებენ მშენებლობას, თუმცა შემდგომ გარკვეული მიზეზების გამო ვერ აგრძელებენ სამშენებლო პროცესს. ასეთი ობიექტები იერსახის თვალსაზრისითაც ძალიან ცუდია და ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვისაც დიდ დისკომფორტს წარმოადგენს. შესაბამისად, გვინდა, რომ ეს ყველაფერი დავარეგულიროთ, მოვაწესრიგოთ. კონსერვაციას აქვს თავისი წესები“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ წარმოადგინა ისეთი მშენებლობების ფოტომასალა, სადაც კონსერვაციის წესები ნაწილობრივ ან საერთოდ არაა დაცული.

მისივე თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების გამკაცრებას. კერძოდ, I და II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას ჯარიმა 5 000 ლარის ნაცვლად, იქნება 15 000 ლარი; III და IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას ჯარიმა 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 100 000 ლარი.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებითაც საჭიროა სანქციების გამკაცრება. შესაბამისად, მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვებისთვის ჯარიმების გაზრდას – I და II კლასის შემთხვევაში 3-ჯერ, ხოლო III და IV კლასის შემთხვევაში 5-ჯერ. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით: კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მშენებლობის ექვს თვეზე მეტი ვადით კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება: – I და II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას ჯარიმა 5 000 ლარის ნაცვლად, იქნება 15 000 ლარი; – III და IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას ჯარიმა 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 100 000 ლარი. ჩვენ ამ კანონპროექტსაც გადავუგზავნით პარლამენტს და დიდი იმედი გვაქვს, ისინი აღნიშნულ ინიციატივას მხარს დაუჭერენ. პროექტის მიზანი, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უკანონო მშენებლობების მაქსიმალურად აღკვეთა, ხელის შეშლა და მისი სახით, ერთგვარი პრევენციული მექანიზმის შემოღებაა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

 

„თბილისობა“ 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს გაიმართება

სახალხო დღესასწაული „თბილისობა 2023“, 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს გაიმართება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიება გაიმართება, 30 სექტემბერს, 20:00 საათზე კი თბილისის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოებენ.

„ტრადიციულად, წელსაც დედაქალაქი „თბილისობას“ აღნიშნავს. 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში, აბანოთუბანში და ორბელიანის მოედანზე, 12:00-დან 22:00 საათამდე სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიება გაიმართება. 30 სექტემბერს, 20:00 საათზე კი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია, რომლის ოფიციალური ნაწილის დასრულებისთანავე დაიწყება საზეიმო კონცერტი. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტი საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას „თბილისობის“ პროგრამასთან დაკავშირებით.

„რამდენიმე დღეში თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს გავაცნობთ უფრო დეტალურ ორდღიან პროგრამას, სად რა კონცერტი გაიმართება. ბევრ სტუმარს ველოდებით. ვიცი, რომ ბევრი თბილისელი და ასევე, რეგიონებში მცხოვრებლები ელოდებიან „თბილისობის“ დღესასწაულს. წელსაც გვექნება შესაძლებლობა, ერთად ვიზეიმოთ ჩვენი ქალაქის დღე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამა ფართოვდება

თბილისის მერიის „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამა ფართოვდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„გაცნობებთ, რომ თბილისის მერიის „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამა ფართოვდება. პროგრამის ფარგლებში, ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს, სოციალური სტატუსის მიუხედავად, 100%-ით დაუფინანსდება.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, აღნიშნულ ცვლილებამდე, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე პირებს 80%-ით უფინანსებდა, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, სრულად, 100%-ით.

მერიამ ეს გადაწყვეტილება გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პირთა და მათი ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით მიიღო, რადგან დარჩენილი 20% მათთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ტვირთი იყო. თბილისის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამა 2021 წელს დაიწყო და თავდაპირველად ორი სახეობის ძვირადღირებული მედიკამენტი ფინანსდებოდა. 2022 წელს კი, მედიკამენტებს თავის ტვინის ან/და ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსება დაემატა.

პროგრამის მოსარგებლეები 15-დან 60 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები არიან და ერთი მოქალაქის მედიკამენტების და მაღალტექნოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად, წელიწადში 25 ათას ლარამდე თანხა არის გათვალისწინებული. პროგრამის ბიუჯეტი 2 676 500 ლარს შეადგენს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - იხილეთ მისამართები

 20 სექტემბერს თბილისში შუქი ისევ ჩაქრება - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს:

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვას, ზარზმის და ჭელიძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ხიზანიშვილის, კალოუბნის, პატარა ვაკის, ქველის, კეცხოველის, იაკობიძის,  მუხის, ჯაბიძის, ტაბატაძის, წყაროთუბნის, კერესელიძის, შულენბურგის, ხევძმარის, ანდრონიკაშვილის, ძმები ხერხეულძეების, ვეკუას, ლიბანის, ხორავას, სალხინოს, გაგრის, ღამბაშიძის, აბაშვილის, მოსულიშვილის და იაკობის ქუჩების მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 09:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, IX, X, Xა კვარტლების, თემქის დასახლების IV კვარტლის (ნაწილობრივ), მეტროს სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ხევძმარის ქუჩის მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ნინო აბაშიძე-ორბელიანის, დავარის, თინათინის, ავთანდილის, ერედვის, ფატმანის, ვეფხისტყაოსნის, ჭელიძის, ასმათის, ტარიელის და რამაზის ქუჩების მოსახლეობას.    

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს  I, II, III მიკრორაიონების, მხატვრების დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), ჟღენტის, პაოლო პიკასოს, მარგიანის და გოძიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ), ჯანელიძის, გეთიას და იყალთოელის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, ვარკეთილის III მასივის, მეტრო „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, აეროდრომის დასახლების, სამგორი-2 დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორიის, ჯავახეთის, ბზითაგორის, ხომლელის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.  20 სექტემბერს თბილისში შუქი ისევ ჩაქრება - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს:

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვას, ზარზმის და ჭელიძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ხიზანიშვილის, კალოუბნის, პატარა ვაკის, ქველის, კეცხოველის, იაკობიძის,  მუხის, ჯაბიძის, ტაბატაძის, წყაროთუბნის, კერესელიძის, შულენბურგის, ხევძმარის, ანდრონიკაშვილის, ძმები ხერხეულძეების, ვეკუას, ლიბანის, ხორავას, სალხინოს, გაგრის, ღამბაშიძის, აბაშვილის, მოსულიშვილის და იაკობის ქუჩების მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 09:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, IX, X, Xა კვარტლების, თემქის დასახლების IV კვარტლის (ნაწილობრივ), მეტროს სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ხევძმარის ქუჩის მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ნინო აბაშიძე-ორბელიანის, დავარის, თინათინის, ავთანდილის, ერედვის, ფატმანის, ვეფხისტყაოსნის, ჭელიძის, ასმათის, ტარიელის და რამაზის ქუჩების მოსახლეობას.    

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს  I, II, III მიკრორაიონების, მხატვრების დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), ჟღენტის, პაოლო პიკასოს, მარგიანის და გოძიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ), ჯანელიძის, გეთიას და იყალთოელის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, ვარკეთილის III მასივის, მეტრო „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, აეროდრომის დასახლების, სამგორი-2 დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორიის, ჯავახეთის, ბზითაგორის, ხომლელის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.  

ვარკეთილი 3-ში, ჩხენკელის ქუჩის l შესახვევში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო

ვარკეთილი 3-ში,  ჩხენკელის  ქუჩის  l შესახვევში,  საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო.

პროექტის ფარგლებში,  1 800 კვ. მ ფართობის  ასფალტის საფარი დაიგო.  პროექტისთვის რაიონის  ბიუჯეტიდან  147  987 ლარი გამოიყო.
სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა გარკვეული პერიოდულობით შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდობზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობა გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოების გამო 20 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით 23:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

„შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის
ქუჩების გამოყენებით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - მისამართები

თბილისის ნაწილს დღეს, 18 სექტემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ნინო რამიშვილის, ფალიაშვილის და მოსაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), მეუნარგიას, ვეშაპურის, ზაქრაძის, გრომოვის, ზედაზნის, ჯავის, რიონჰესის, იმერეთის და ბენდელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კოჯრის, სოფელი კიკეთის, სოფელი დიდებას და სოფელი ბეთანიას მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბადაგის, გულუას, უსახელოურის, დიდი ხეივნის, საბატონოს და წითლანაძის ქუჩების    მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის და ჟღენტის ქუჩის მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კახა კალაძემ N130 ბაგა-ბაღის ახალი შენობა დაათვალიერა და პატარებს სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა

თბილისის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან კახაბერ გულედანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გოგი ჩიქოვანთან ერთად, სამგორის თბილისის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან კახაბერ გულედანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გოგი ჩიქოვანთან ერთად, სამგორის რაიონში, N130 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი სააღმზრდელო წელი დაიწყო

დღეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი სააღმზრდელო წელი დაიწყო.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მას სამი ახალი საბავშვო ბაღით ხვდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ბაღების მშენებლობის პარალელურად, ზაფხულში 100-ზე მეტ საბავშვო ბაღში ჩატარდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები, რათა ახალი სააღმზრდელო წლიდან პატარებს კიდევ უფრო კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო დახვდეთ.

MegaNews

Surround yourself with angels. In life there will be road blocks but we will over come it. You see that bamboo behind me though, you see that bamboo? Ain’t nothin’ like bamboo. Bless up. They never said winning was easy. Some people can’t handle success, I can. You do know, you do know that they don’t want you to have lunch. I’m keeping it real with you, so what you going do is have lunch. You see that bamboo?