notnews ganivi3 

    რომელი ვაქცინა დაამტკიცა ბრიტანეთმა

    რომელი ვაქცინა დაამტკიცა ბრიტანეთმა

    ბრიტანეთმა ოქსფორდის მეცნიერების მიერ შექმნილი და კომპანია ასტრაზენეკას გამოშვებული ვაქცინა დაამტკიცა.

    დამტკიცება ნიშნავს, რომ ვაქცინა უსაფრთხოც არის და ეფექტიანიც.

    დიდ ბრიტანეთს 100 მილიონი დოზა უკვე შეკვეთილი აქვს, რაც 50 მილიონი ადამიანის ასაცრელად იქნება საკმარისი.ასტრაზენეკას ვაქცინა 2020 წლის პირველ თვეებში შექმნა. პირველი საცდელი დოზები აპრილში გაკეთდა და მას შემდეგ დამტკიცებამდე კიდევ არაერთი ეტაპი გაიარა.კომპანიის წარმომადგებლების თქმით, ეს ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგაც იმუშვებს.ასტრაზენეკას ვაქცინა შედარებით იაფია, ამასთან, შენახვისთვის განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება.

    ასტრაზენეკას გარდა, კორონავირუსის წინააღმდეგ ფაიზერის და მოდერნას ვაქცინებიც არის დამტკიცებული.

    ავტორი

    ანუკი გაგულიძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.