ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს: საბა გოგშელიძეს, საბა ჩხარტიშვილსა და ირაკლი წაქაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლავრენტი მაღლაკელიძემ ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებუბლების მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის 1000-1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული 8 პირიდან სამს ძალადობას, ასევე სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან, დანარჩენებს კი - ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას.