მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით მარნეულში ადგილობრივებმა სამი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი 23 წლის მამაკაცი, მისი 21 წლის მეუღლე და მცირეწლოვანი შვილია. ცხედრებს ამ დროისთვის რუსთავში ექსპერტიზა უტარდება.
ოჯახი საკმაოდ შეჭირვებულად ცხოვრობდნენ და ამ სახლში დროიებით იყვნენ შესახლებული. საცხოვრებელ ბინაში არ იყო დამონტაჟებული გაზი და ისინი თბებოდნენ დენის გამათბობლით, ამიტომ გაზით გარდაცვალება მეზობლებმა გამორიცხეს. ამ დროისთვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.
შსს-მ გამოძიება დაიწყო 240 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.