notnews ganivi3 

    სკანდალი: ხორავას ქუჩის მკვლელობისა და კალანდიას საქმის ერთ-ერთ მოწმეს ჩვენება პროკურორმა დაუწერა?

    სკანდალი: ხორავას ქუჩის მკვლელობისა და კალანდიას საქმის ერთ-ერთ მოწმეს ჩვენება პროკურორმა დაუწერა?
    ავტორი / კრიმინალი

    დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გაიმართა. „ჰოთნიუსი“ მიხეილ კალანდიას ადვოკატ ზურაბ თოდუას ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე უნდა დაკითხულიყო ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძე, თუმცა ბარბაქაძემ და მისმა ადვოკატმა, ავადმყოფობის გამო, მისი დაკითხვის გადადება მოითხოვეს. გუგა ბარბაქაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე და კალანდიას საქმეში ბრალდების მხარის მთავარი მოწმეა.

    კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა:  „დღეს მოიყვანეს ბრალდების ძირითადი მოწმე გუგა ბარბაქაძე, მაგრამ მისმა ადვოკატმა ითხოვა მასთან კონსულტაცია და ერთი წუთის შემდეგ ადვოკატმა და ბრალდებულმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ავადმყოფობის გამო მოეთხოვათ სხდომის გადადება გამოჯანმრთელებამდე. ჩემი ღრმა რწმენით, რადგანაც საქმეში მისი ავადმყოფობის შესახებ დოკუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, ბარბაქაძეს ძალიან უჭირს, მოიტანოს სასამართლომდე ის დავალებები და ის ჩვენება, რაც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეშვეობით მისთვის იქნა გადაცემული და რასაც იტყუება საპარლამენტო კომისიაზე, ანუ ზღაპარი, რომელიც შეთხზულია დაინტერესებული პირის მიერ და აქედან გამომდინარე, დასჭირდა დამატებითი დრო ტრენინგისთვის, რომ კიდევ ერთხელ გადაიმეოროს განვლილი მასალა.

    რაც დღემდე მას ჩვენებები აქვს მიცემული, არის ცალმხრივად იმ ნაწილში, რომ მისთვის აქამდე არავის შეუსრულებია ოპონენტის როლი. მით უფრო, რომ აქვს გამოცდილება, ერთ-ერთ ფარულ ჩანაწერში ამბობს, რომ კითხულობდა იმ ტექსტს, რომელიც მას, თურმე, გამომძიებელმა დაუწერა.


    ეს არის მოწმე, რომელიც აშკარად ურთიერთწინააღმდეგობრივ ჩვენებს იძლევა და შესაძლოა, სანამცვლოდ რაიმე შეპირებას აქვს ადგილი ძალოვანებისგან.

    კალანდიას მიმართ მას აქვს ნათქვამი საპარლამენტო კომისიაზე, რომ მიხიელ კალანდია რაღაც საგანს ურტყამდაო, მაგრამ ეს რაღაც საგანი რა და როგორ არის, ამას არ ამბობს. სინამდვილეში კალანდიას არაფერი ხელში არ ეჭირა, მაგრამ ეს იმისთვის სჭირდებათ, რომ შეპირება ზაზა სარალიძისადმი, რასაც ჰქონდა ადგილი, რომ კალანდიას დააკავებდნენ და ამის შედეგად სუბელიანი იმ კადრებს გამოაქვეყნებდა, ამისთვის სამართლებრივი საფუძველი შეექმნათ, ამ და კიდევ ერთ მოწმეს ასეთი ბუნდოვანი ჩვენება აქვს მიცემული, რომ რაღაც საგანი ეჭირა ხელში.“


    კალანდიას საქქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვა, 11 საათზე განახლდება. 

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.