„რეგულირება არის გარანტია და საფუძველი ხარისხიანი ჯანდაცვის მიწოდებისთვის“-თამარ გაბუნია

სალიცენზიო პირობები, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს გარკვეულ მოთხოვნებს კლინიკებთან მიმართებაში, იგივე შეეხება ნებართვებს. გარდა ამისა, არის კიდევ მთელი რიგი დამატებითი მოთხოვნები, რაც არის პირობა სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება არც შესრულდეს, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, რეგულირება არის გარანტია და საფუძველი ხარისხიანი ჯანდაცვის მიწოდებისთვის და ასევე, საყოველთაო ჯანდაცვის პრინციპის აღსრულების ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული და მთავარი ბერკეტია.

„სიმარტივისთვის, ისევ ინფექციის კონტროლზე რომ გავაკეთოთ აქცენტი, რამდენად პრობლემური შეიძლება იყოს საავადმყოფოს შიდა ინფექციის გავრცელება მთელი რიგი მძიმე გამოსავლების გამოწვევის კუთხით. ეს თუ დაირღვა, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე დროული რეაგირება. ახალი კანონ- პროექტი ამისთვის ითვალისწინებს რამდენიმე ბერკეტს. ჯარიმები, რაც დღეს მოქმედებს იმდენად მინიმალური ოდენობის არის, რომ მას პრევენციული ძალა არ აქვს. ხშირ შემთხვევაში კლინიკას ურჩევნია ჯარიმა გადაიხადოს, ვიდრე ინვესტიცია განახორციელოს ინფრასტრუქტურაში ან ინფექციის კონტროლის პირობები გააუმჯობესოს და ამით შექმნას უკეთესი გარემო პაციენტის უსაფრთხოებისთვის. ჯარიმა, რომელიც ახლა დაწესდა არის გარკვეულწილად თითქმის გაორმაგებული ოდენობა დღეს არსებული ჯარიმების და ასევე, უკვე დგინდება კონკრეტული ზედა ზღვარი ჯარიმისთვის და არ ტოვებს ის ღია სივრცეს, რომ ეს იყოს დავუშვათ 100 ლარიდან 10000 ლარამდე და შემდეგ გარკვეული ვარირების შესაძლებლობა ჰქონდეს ამ ფარგლებში შემფასებელს, ან გადაწყვეტილების მიმღებს. ეს არის კონკრეტული და ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც უნდა ამოქმედდეს ამ კანონ-პროექტით, ეს არის ლიცენზიის და ნებართვის მოქმედების შეჩერება, დროებითი შეჩერება. დღევანდელი კანონმდებლობა ლიცენზიის და ნებართვის გაუქმებას ითვალისწინებს, მაგრამ არ არის შეჩერების მექანიზმი. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჯარიმა რამდენჯერმე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკა აგრძელებს საქმიანობას, თუმცა რისკის შემცველი გარემოებები კლინიკის ოპერირების პროცესში ისე რჩება და ქმედითი ბერკეტი რეგულირების სააგენტოს, რომ შეაჩეროს ლიცენზიის და ნებართვის მოქმედება, არ აქვს. კანონ-პროექტი ამასაც ითვალისწინებს და ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთი დამხმარე მექანიზმი იქნება იმისთვის, რომ პაციენტის უსაფრთხოება გაიზარდოს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

MegaNews

Surround yourself with angels. In life there will be road blocks but we will over come it. You see that bamboo behind me though, you see that bamboo? Ain’t nothin’ like bamboo. Bless up. They never said winning was easy. Some people can’t handle success, I can. You do know, you do know that they don’t want you to have lunch. I’m keeping it real with you, so what you going do is have lunch. You see that bamboo?