notnews ganivi3 

    იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდგინდა

    იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდგინდა

    სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, უკრაინის ყოფილ პრემიერ - მინისტრს და პარტია „ბატკივშინას“ თავმჯდომარეს იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდგინდა.  ვირუსით დაინფიცირდნენ მისი ოჯახის წევრებიც - ქალიშვილი ევგენია ტიმოშენკო და მეუღლე არტურ ჩიჩოტკინი. სად და რა ვითარებაში მოხდა პოლიტიკოსის დაინფიცირება, ამ დროისთვის უცნობია. ასევე, არ ვრცელდება ინფორმაცია, როგორია ტიმოშენკოსა და მისი ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და სად გადიან მკურნალობას.

     დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინაში ლაბორატორიულად დადასტურებულია დაინფიცირების 104 958 შემთხვევა, მათგან 2271 გარდაიცვალა, ხოლო 52 235 გამოჯანმრთელდა.

    ავტორი

    რუსა ხავთასი

    რუსა ხავთასი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.