notnews ganivi3 

    „კორუმპირებული,“ - ბენსუდა სანქცირებულია

    „კორუმპირებული,“ - ბენსუდა სანქცირებულია

    ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა, რომელიც 2020 წლის სექტემბერში აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაშია, კიდევ ერთხელ გახდა ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირების სამიზნე - ბენსუდა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო "ტვიტერზე" აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, მოიხსენია, როგორც "კორუმპირებული, პოლიტიზებული და არაკომპეტენტური" .

    შეგახსენებთ, აშშ-მა ბენსუდას სანქციები მას შემდეგ დაუწესა, რაც ჰააგის სასამართლომ 2003 წელს ავღანეთში თითქოსდა ჩადენილი დანაშაულების გამო სისხლისსამართლებრივი დევნის დადგენილება გამოიტანა ამერიკელი ჯარისკაცების მიმართ.

    მაიკ პომპეოს გამოცემული ბრძანების მიხედვით, ავღანეთში მებრძოლი ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, ჰააგის სასამართლოს პროკურორს ფატუ ბენსუდას ფინანსური სანქციები ეკისრება და ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება.

    შეერთებული შტატები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუსს არ აღიარებს და ამ წესდებით გამოძიებულ საქმეებს არალეგიტიმურად ცნობს.

    ფატუ ბენსუდა სისხლის სამართლის სხვა საქმეებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულს უკვე 4 წელია იძიებს.

    2016 წლის 27 იანვარს, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) წინასასამართლო პალატამ მიიჩნია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, მიმდინარეობისას და შემდეგ, შესაძლოა, მომხდარიყო ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები, რის შემდეგაც პროკურორ ბენსუდას ნება დაერთო, გამოძიება დაეწყო. ჰააგის სასამართლომ შესაძლო დანაშაულთა შესასწავლად 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდი განსაზღვრა.

    პროკურორი საქართველოში მოწმეების გამოსაკითხად არაერთხელ იმყოფებოდა. აგვისტოს ომის პროკურორი არაერთხელ შეხვდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რომელიც ჰააგის სასამართლოში საქართველოს მხარეს წარმოადგენს.160-გვერდიან დოკუმენტში აღწერილია
    ქართულ, რუსულ და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მხარეებთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაულები, თუმცა, ოპოზიცია და თვითონ გამოძიების პროცესთან დაკავშირებულ პირთა ნაწილი ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს არ იცავს და პირიქით, ქართველი ჯარისკაცების გასამტყუნებლად მუშაობს.

    ქართველი სამხედროების სიმართლის დასამტკიცებლად 2020 წლის აგვისტოში ჰააგის სასამართლოს დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნა წარუდგინა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.

    მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დავალებით, თეა წულუკიანისა და სუსის უშუალო მონაწილეობით, წლებია, ცდილობს 2008 წლის ომში დამნაშავეებად ქართველი ჯარისკაცები გამოიყვანოს.

    ავტორი

    HOTnews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.