notnews ganivi3 

    sareklamo adgili tetri2

     

    აშშ-ის სანქციებს რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს - „შეწყვიტონ სანქციებით უაზრო თამაშები“

    აშშ-ის სანქციებს რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს -  „შეწყვიტონ სანქციებით უაზრო თამაშები“

    რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უპასუხოდ არ დარჩება.

    „როგორც ადრე, ანტირუსული გამოხტომა უპასუხოდ არ დარჩება. ამავე დროს, მოვუწოდებთ ამერიკელ პოლიტიკოსებს, შეწყვიტონ სანქციებით უაზრო თამაშები, რომელთა შედეგები ნულის ტოლია, დაბრუნდნენ საღი აზრის პოზიციებზე“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    რუსეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების ახალი პორცია გაკვირვებას იწვევს, რადგან „შავ სიაში“ მოხვდნენ ასევე ტაივანის მოქალაქე, სეიშელის კუნძულებსა და ჩეხეთში რეგისტრირებული კომერციული ორგანიზაციები, საჰაერო და საზღვაო ხომალდები.

    „რამ აიძულა ვაშინგტონელ ბიუროკრატებს მათი ერთ სიაში გაერთიანება, რა კავშირი აქვთ თვითმფრინავებსა და თბომავლებს ამერიკულ არჩევნებში ჩარევასთან“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საქმეზე რუსეთის 2 მოქალაქესა და 3 კომპანიას სანქციები დაუწესა. უწყების ცნობით, დენის კუზმინი და იგორ ნესტეროვი ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის „ინტერნეტ-გამოძიების სააგენტოსთან“ არიან დაკავშირებულები. აკრძალვები ასევე გავრცელდება ერთ გემსა და 3 თვითმფრინავზე, რომლებიც ამ კომპანიების საკუთრებაა.

     

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    დატოვეთ კომენტარი

    Please publish modules in offcanvas position.