notnews ganivi3 

    რიზეს და ართვინის რაიონებში წყალდიდობის გამო სოფლები გარესამყაროსაა მოწყვეტილი

    რიზეს და ართვინის რაიონებში წყალდიდობის გამო სოფლები გარესამყაროსაა მოწყვეტილი

    რიზეს და ართვინის რაიონებში ძლიერი წვიმისგან გამოწვეული წყალდიდობის გამო სოფლები გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც გზების ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა. რიზეს რაიონში მაშველებმა ცხრა ადამიანი გადაარჩინეს და ორი სოფლის ევაკუაცია განახორციელეს. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულ ორ ადამიანს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიამ ასევე დააზარალა ქალაქ ვიწეს რაიონიც. წყალდიდობის გამო შავი ზღვის სანაპირო ავტომაგისტრალზე მოძრაობისას მგზავრებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. სინოპტიკოსები ძლიერ წვიმას 23 ივლისამდე ელოდებიან.

    ავტორი

    Hotnews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.