notnews ganivi3 

    თურქეთში კვლავ წყალდიდობას ებრძვიან, არიან გარდაცვლილები

    თურქეთში კვლავ  წყალდიდობას ებრძვიან, არიან გარდაცვლილები

    წყალდიდობაა თურქეთის შავი ზღვის რეგიონში - ძლიერი წვიმის შედეგად ართვინის პროვინციაში მდინარე ადიდდა, დაიტბორა სოფლები. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ასობით ადამიანი. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 10 000-ზე მეტი აბონენტი.

    სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ასობით ადამიანი. ბოლო მონაცემებით, რიზეს პროვინციაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულია 6 ადამიანი. არიან დაკარგულებიც.

    წყალდიდობამ ზიანი მიაყენა ქალაქ არდაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და ინფრასტრუქტურას. სტიქიის ზონაში გზების ნაწილი დაინგრა ან საერთოდ ჩაიკეტა. შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა.

    მაშველებმა სტიქიის ზონიდან ათობით ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ზოგიერთ ადგილზე წყლის დონე 2 მეტრს აღწევს. წყალდიდობის გამო შავი ზღვის სანაპირო ავტომაგისტრალზე მოძრაობისას მგზავრებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

    სინოპტიკოსების ცნობით, თურქეთში ძლიერი წვიმები კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

    ავტორი

    ანუკი გაგულიძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.