notnews ganivi3 

    sareklamo adgili tetri2

     

    „ოცნების“ „ტროიკა“, რომელმაც ივანიშვილი სკანდალში გახვია - „შუშის სასახლეში“ გამართული საიდუმლო სერობის სკანდალური კულუარები

    „ოცნების“ „ტროიკა“, რომელმაც ივანიშვილი სკანდალში გახვია - „შუშის სასახლეში“ გამართული საიდუმლო სერობის სკანდალური კულუარები

    „ოცნება“ ცაიტნოტშია, ანუ მნიშვნელობა არ აქვს, პლებისტიცი დაინიშნება თუ არა, ფაქტი ისაა, რომ მმართველი გუნდი არსებული პოლიტიკური კრიზისიდან მძიმედ ან საერთოდ ვერ გამოძვრება. რატომ ჩაიგდო „ოცნებამ“ თავი ამ გამოუვალ მდგომარეობაში? - ამ კითხვაზე სხვადასხვა პასუხი არსებობს, თუმცა წყარო „ჰოთნისს“ სკანდალური კულუარების შესახებ უყვება და ეუბნება, რომ ყველაფერი ის, რაც ხდება, სამი ადამიანის - ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძისა და არჩილ თალაკვაძის კისერზეა.

    მოკლედ, კულუარული ამბავი ასეთია: „ოცნების“ ზემოხსენებული „ტროიკა“ კარგად ხვდება, რომ თუ 2020-ში არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ისინი საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდებიან და, შესაბამისად, დიდ ფინანსურ თუ პოლიტიკურ გავლენებსაც დაკარგავს. ამიტომ, როგორც წყარო გვეუბნება, იწყება გამოსავალის ძებნა. ჰოდა, კობახიძეს, გარე კონსულტანტების დახმარებით, უჩნდება იდეა, რომ მაჟორიტარების საშუალებით პროპორციული სისტემის დაპირება ჩავარდეს.

    ამის შემდეგ კი, როგორც „ჰოთნიუსს“ უყვებიან, მოვლენები ასე ვითარდება: „ტროიკა“, ანუ კობახიძე-თალაკვაძე-მდინარაძე „შუშის სასახლეში“ მიდიან და ბიძინა ივანიშვილს მწუხარე სახით ეუბნებიან, რომ ასე და ასეა საქმე, ჩვენი რეიტინგი თანდათან ქვემოთ ეცემა და ამ ვითარებაში არჩევნებს პირწმინდად წავაგებთ. ამიტომ, აუცილებელია, პროპორციულის დაპირება ჩავაგდოთო. ივანიშვილი კითხულობს - კი, მაგრამ საჯაროდ ვთქვი, რომ პროპორციულზე გადავდივართ და ეს რომ ჩავარდეს, ოპოზიცია „მეორედ მოსვლას“ მოაწყობსო. კობახიძე „ბოსს“ პასუხობს, თურმე, ოპოზიციასთან (იგულისხმება „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“) ყველაფერი „მოყომარებულია“, ბევრი-ბევრი ორი-სამი აქცია გამართონ ზრდილობისთვის და მერე დაშოშმინდებიანო.

    თუ ასეა, მაშინ გააკეთეთ, რაც გინდათო, - „დაბროს“ აძლევს ივანიშვილი.

    „შუშის სასახლიდან“ „ტროიკა“ გახარებული ბრუნდება და იწყება მაჟორიტარების დამუშავება. ამასობაში კენჭისყრის დროც მოდის. ჰოდა, კანონპროექტი ვარდება. თავიდან ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მაგრამ მოულოდნელად არენაზე „ლეიბორისტები“ და ბურჯანაძის გუნდი ჩნდება და სიტუაციაც იჭრება.

    ამის შემდეგ ივანიშვილი ზემოხსენებულ „ტროიკას“ თავისთან იბარებს და ეუბნება, როგორც არიეთ ვითარება, ისე დაალაგეთო. „ტროიკა“ მხრებს იჩეჩავს, ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ დალაგებას ვერ ვახერხებთო. ვერ ახერხებთ და თქვენი დანახვაც არ მინდაო, პასუხობს, თურმე, ივანიშვილი თალაკვაძე-მდინარაძე-კობახიძეს.

    „ეს არის მთელი ამ ამბის ალია-ბალია“, - ეუბნება „ჰოთნიუსს“ კარგად ინფორმირებული წყარო, რომელიც იმ მინიშნებასაც აკეთებს, რომ იმ ამბებით, რაც ახლა ხდება, ივანიშვილზე შური, შესაძლოა, ეკლესიამაც იძია, თუმცა ამ თემის განვრცობისგან, ამ ეტაპზე, თავს იკავებს. 

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    დატოვეთ კომენტარი

    Please publish modules in offcanvas position.