notnews ganivi3 

    „17 იანვარს დიდი ბომბი აფეთქდება“ - ქართული პოლიტიკური ელიტა შავი პარასკევის მოლოდინში

    „17 იანვარს დიდი ბომბი აფეთქდება“ - ქართული პოლიტიკური ელიტა შავი პარასკევის მოლოდინში

    ერთი კვირის შემდეგ, კერძოდ, 17 იანვარს, პარასკევს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ამის თაობაზე დღევანდელ ბიუროზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

    „ჩვენ ვემზადებით საგაზაფხულო სესიისთვის. ამავე დროს, 17 იანვარს ვგეგმავთ რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის ჩატარებას, რისთვისაც საქართველოს პრეზიდენტს მივმართავთ“, - თქვა თალაკვაძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რატომ გახდა აუცილებელი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა.

    „ჰოთნიუსი“ ამის გარკვევას უმრავლესობის წევრებთან შეეცადა, თუმცა არც ერთმა მათგანმა ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. კულუარებში კი ამბობენ, რომ 17 იანვრის სხდომა სკანდალის გარეშე არ ჩაივლის. უფრო მეტიც, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, არსებობს იმის ალბათობა, რომ 17 იანვარს უმრავლესობა რამდენიმე წევრმა ხმაურით დატოვოს.

    „ზუსტად არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ მერწმუნეთ, მომავალი პარასკევი ქართული პოლიტიკის დღის წესრიგს მნიშვნელოვანდ შეცვლის“, - ეუბნება „ჰოთნიუსს“ კონფიდენტი. 

    მოკლედ, „შავ პარასკევამდე“ ზუსტად ერთი კვირა რჩება. 

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.