notnews ganivi3 

    ვახტანგ გომელაური საქართველოში აშშ-ს ახლადდანიშნულ ელჩს კელი დეგნანს შეხვდა

    ვახტანგ გომელაური საქართველოში აშშ-ს ახლადდანიშნულ ელჩს კელი დეგნანს შეხვდა

    შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩთან, კელი დეგნანთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა.

    შეხვედრაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის, დანაშაულის პრევენციისა და საზღვრის დაცვის სფეროებში ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას.

    მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრეს, რომლებიც აშშ-ის უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს. ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის მთავრობას მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.

    შინაგან საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების და სამართალდაცვით სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

    „შეხვედრა შედგა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, ქალბატონ კელისთან, რომელიც ჩამობრძანდა სულ რამდენიმე დღეა საქართველოში. მას მივულოცე თანამდებობაზე დანიშვნა, წარმატებები ვუსურვეთ. ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე საკითხზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურები, რეფორმები - თუ რა რეფორმები გატარდა, მომავალში რას ვგეგმავთ, რა რეფორმების გატარებას. ასევე, ვისაუბრეთ ჩვენს თანამშრომლობაზე ამერიკულ ოფისებთან, რომ გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა.

    შევეხეთ ჩვენთვის მტკივნეულ საკითხს, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა, დაკარგული ტერიტორიები, თუ რა მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, რა მდგომარეობაა და როგორ ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზთან. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი“, - განაცხადა ელჩთან შეხვედრის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

    „შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა, სადაც საშუალება მოგვეცა, უსაფრთხოების და მრავალი სხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განგვეხილა საქართველოსა და აშშ-ს შორის, რომლებიც უკვე წლებია, არსებობს.

    განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საკითხია სასაზღვრო მიმართულებით მუშაობა.

    ბოლო რამდენიმე წელიწადში აშშ-მ 600 მილიონ დოლარამდე გამოყო საქართველოს სასაზღვრო სექტორის აღჭურვისა და კადრების გადამზადებაში შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობისთვის. საქართველო ყურადღებას ამახვილებს საზღვაო და სახმელეთო საზღვრების დაცვაზე. აშშ კვლავ მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს, დაეხმარება საზღვრის დაცვის გაძლიერებას და ამ მიმართულებით შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებაში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.