notnews ganivi3 

    HotNews

    HotNews

    მომღერალ სოფო ნიჟარაძეს გოგონა შეეძინა. სოფომ აშშ-ში იმშობიარა და შვილს, გავრცელებული ინფორმაციით, ალის-მარია დაარქვა.


    ჟურნალისტი და ანლიტიკოსი გოჩა მირცხულავა მეუფე იაკობს სოციალური ქსელით მიმართავს:

    „თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფე იაკობ,

    ბოლო წლების განმავლობაში, თუ თავადვე სწორად გაანალიზებთ სხვადასხვა პროცესში თქვენს ჩართულობას, საკუთარ თავთან მოგიწევთ იმის აღიარება, რომ არაერთხელ ძალიან ცუდად, პირველ რიგში, ეკლესიისთვის დამაზიანებლად, იქნა თქვენი პერსონა გამოყენებული. რატომ აღმოჩნდით 2013 წლის 17 მაისის მთავარი სახე ეკლესიის მხრიდან? რატომ გაეხვიეთ ციანიდის სკანდალში? რატომ მიხვედით იმაზე ახლოს, ხელისუფლებასთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან, ვიდრე ეს ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტერესებს სჭირდებოდა? რატომ და რა უფლებით ერევით საერო ხელისუფლების საქმიანობაში და უწყობთ მას ობსტრუქციას? რა როლი გაქვთ ეკლესიის ქონების მართლზომიერი განკარგვის საქმეში? კითხვები საკმაოდ ბევრი შეიძლება დაისვას, მაგრამ ამაზე პასუხი ალბათ პირველ რიგში თქვენ უნდა გასცეთ, არა ჩემთვის ან სხვისთვის, არა რომელიმე ავტორიტეტის სასარგებლოდ ან საზიანოდ, არამედ საკუთარი თავისთვის და ქრისტესთვის,

    ახლაც, თქვენ, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს ეს საეკლესიო პირისთვის, თქვენი ხარსისხის მქონდე ღვთისმსახურისთვის, სრულიად მიუღებელი ფორმით გამოხატავთ აზრს კონკრეტული მეუფის მიმართ, რომლის წინაშე, როგორც თქვენი მაკურთხებლის მიმართ განსაკუთრებული მოწიწება გმართებთ. გმართებთ იმის მიუხედავად, მოგწონთ მისი ქცევა, სიტყვა, აზრი თუ არა.

    ახლა, მორიგჯერ გითრევენ თამაშში, რომელშიც თქვენი როლი „პატრიარქის შეურაცხმყოფელი“ მეუფის განკვეთაში პირველი ვიოლინოს შესრულებაა. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეტყობა ამჯერადაც ბოლომდე ვერ ხერხდება იმის გააზრება, რომ ისევ გიყენებენ და თქვენს სულს და გონებას შხამით ავსებენ.

    მეუფეო, ძალიან დელიკატურად მიგანიშნებთ: სინოდის რამდენ წევრს აქვს უფლება - აი, თქვენ რომ იცით - კაცური უფლება, ან მორალური უფლება, ან ზნეობრივი უფლება (აქ ადამიანები ურევენ და მაინც და მაინც ჰომოსექსუალიზმზე იწყებენ ფიქრს, თუმცა ამ კატეგორიას განეკუთვნება თუნაც სიძვა, მრუშობა - თუ თქვენი გაგებით ეს კაცური პონტია და მერე რა ეპისკოპოსებს საყვარელები თუ ჰყავთ?) მეუფის განკვეთას დაუჭიროს მხარი? რამდენს აქვს უფლება მეუფე პეტრე ეკლესიიდან გააძევოს და თქვენ, ბოლო წლების საეკლესიო სკანდალების მთავარი ფიგურანტი ეკლესიის წიაღში დაგტოვონ იმის გამო, რომ „თქვენი ეშინიათ“ და კომპრომატებს ფლობთ საკუთარ საძმოზე? თქვენ რამდენად გაქვთ მორალური უფლება თავად დააყენოთ ეს საკითხი, როდესაც თქვენი ლექსიკა და გამოხატვა სიძულვილის, ძველბიჭობის გარდა არც არაფერს შეიცვას? მაგრამ ეს ბოლო რიტირიკული კითხვაა, ვიცი არ გაღელვებთ დიდად.

    ახლა რაც გაღელვეთ იმაზე მიგანიშნებთ. იცით, მეუფის შესაძლო განკვეთით რას გააკეთებთ? მტკიცებულებების გარეშე დაატასტურებთ მის ბრალდებას და ამით უდიდეს ჩრდილს მიაყენებთ კათალიკოს-პატრიარქს. ამაზე გიფიქრით? გიფიქრიათ იმაზე, რომ საჯაროდ როცა დააშანტაჟეთ უკვე თქვენი „საძმო“, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ პატრიარქისთვის შუბლში საკონტროლო ტყვიის დახლის ტოლფასია? არა, ვერ იფიქრებდით იმიტომ, რომ გგონიათ, გსურთ (თუნდაც გულწრფელად და უანგაროდ) ისე გამოჩნდეს, რომ პატრიარქს იცავთ. არადა, სულ საპირისპიროს აკეთებთ. ყოველი თქვენი ნაბიჯით ასუსტებთ ეკლესიას და ჩრდილს აყენებთ მას. თქვენ არ ხართ 31 ოქტომბრის სინოდის სხდომის პროცესების პროვოკატორი? როგორც ირკვევა, ჰქონდა მეუფე პეტრეს თქვეთან კონკრეტულ თემაზე საუბარი და რა გააკეთეთ, იმის ნაცვლად, რომ მოვლენები სხვა კონტექტში გადაგეყვანათ? პატარა ბავშვივით აჯავრებდით მას, გამოგყავდათ მწყობრიდან და პროვოცირებდით სხვადასხვა ცილიწამებებით! რატომ, ვისი თამაშო ითამაშეთ? პეტრემ უფრო დიდი ზიანი მიაყენა ამით პატრიარქს თუ თქვენ? სინოდზე რისთვის მოიხადეთ ბოდიში? ეს რომელი „გაგებაა“ - თუნდაც თქვენეული - საჯაროდ დასდოთ ბრალი ხელისუფლებას, მისი დისკრედიტირება მოახდინოთ და მერე კურდღელივით (თქვენი გაგების ტერმინია) აღსარებები აბაროთ? რატომ არ მიხვედით პროკურატურაში თუ რამე მტკიცებულებები გქონდათ? და თუ არ მიხვედითერთი ჩვეულებრივი ცილისმწამებელი ხართ და აქ აღსარება არაფერ შიაშია. განცხადება საერო სივრცეში იყო გაკეთებული და თქვენი მონანიება რა, ინდულგენციაა? ვინ მოგცათ უფლება სახელმწიფოს ინტერესებს დაუპირისპირდეთ, ხელისუფლების (მნიშვნელობა არ აქვს ვინაა ხელისუფლებაში) შერყევაში მიიღოთ მონაწილეობა, ისაუბროთ შანტაჟის ენით, განსაზღვროთ ვინ იქნება ქვეყნის პრემიერი და ვინ არა? ჰო, ამას სამომავლოდაც აპირებთ, ხართ შემჩნეული პოლიტიკური ძალებისთვის საჯარო მესიჯების განზავნაში, ჩვენც შეგვიძლია ქვეტექსტების ამოკითხვა თქვენს ქადადებებში. ვინ მოგცათ ობსტრუქციის მოწყობის უფლება სახელმწიფოსთვის? და ბოლოს, ვინ მოგცათ უფლება თქვენი გაუაზრებელი, უარაპატიოტული და ქრისტეს სწავლებას აცდენილი ქმედებებით დააზიანოთ ეკლესია?

    ზემოთ აღვიშნე, რომ გიყენებენ, არ გჯერათ? მაშინ აბა, თავად დაფიქრდით ეკლესიის „პროდასავლური“ ღირებულებების მებარახტე მეუფევ, თითოეულ თქვენს ქმედებას ეკლესიის წიაღში რომელი ძალების გაძლიერება მოჰყვა. დაფიქრდით, როგორ გამოგიყენეს ისე, რომ საბოლოოდ ქორეპისკოპოსობა დაკარგეთ (ამას გარიგების სუნიც უდის), ხოლო ეკლესიას რეალურად რომელი ძალაც მართავს თავადაც იცით. დაფიქრდით იმაზე, რომ პეტრეს განკვეთის წინადადების დაყენებით რა ზიანს აყენებთ მის უწმინდესობას და უფრო მეტიც, ვის უხსნით გზას საპატრიარქო ტახტისკენ. იცით, აღარ მომერიდება, რადგან დაწერილი მაქვს და ისევ გავიმეორებ, თქვენ და მეუფე შიოც, დიახ მოსაყდრეზე ვსაუბროთ, ერთი ჯოხის ორი ბოლო ხართ. უბრალოდ ის თქვენზე ჭკვიანია და საკმაოდ ეფექტურად გიყენებთ. არა, ადრეც დავწერე, რომ ნამდვილად არ მიმაჩნია, თითქოს თქვენ რუსული ინტერესების პირდაპირი რეალიზატორი იყოთ ეკლესიაში ან სახელმწიფოში. უბრალოდ, თქვენ საკმაოდ ეფექტური ინსტრუმენტი ხართ იმ ადამიანების ხელში, ვისაც ეს ინტერესები აქვთ და ვერ ფიქროთ ამაზე. ვერ ხდებით, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და რაოდენ დიდი (თუმცა ამაზე დიდი არც მგონია რამე იყოს) უბედურებაც უნდა გახლდეთ ეს პროცესები თავად თქვენი პერსონისთვის. უბედურებაა გინდოდეს კარგი და მუდმივად ცუდს აკეთებდე, ცუდს ძერწავდე. უბედურებაა ადამიანის გულწრფელობა იმის წინააღმდეგ იყოს მიმართული, რისი სიკეთეც სურს. არა და, მჯერა, რომ არც ეკლესიის შეგნებული დაზიანება გინდათ, არც პატრიარქისთვის ჩრდილის მიყენება, მაგრამ მუდამ ასე გამოგდით! ჰო, მესმის და ვიცი, რომ არ დამეთანხმებით, ისიც ვიცი, რომ გაბრაზდებით. მაგრამ გაბრაზება და გულზვიდობა არც კარგი მსაჯულია და არც კარგი მოკარნახე. დაფიქრდით მეუფეო, საკმარისია ის ზიანი რაც მიაყენეთ მის უწმინდესობას, თუნდაც მეუფე პეტრეს პროვოცირებით და ეკლესიას - ყველა იმ საკითხით, რომელშიც თქვენ რომ გეგონათ კარგს საქმეს უკეთებდით - ცუდი აღმოჩნდა. დაფიქრდით მეუფეო, ამ წუთას ვინ გიყენებთ და ვინ ავსებს თქვენს გონებას ბოღმით, შორისძიებით. დაფიქრდით, მეუფეო, და სული დაიმშვიდეთ.

    უფალი გფარავდეთ.“

    თბილისის ყოფილი მერი, პრეზიდენტის მიერ ახლახან შეწყალებული გიგი უგულავა თბილისის რომელიმე რაიონის მაჟორიტარობას არ გეგმავს. ამის შესახებ უგულავამ მედიას თავად განუცხადა.

    „ერთი რამ შემიძლია ვთქვა, მე თბილისის მაჟორიტარებში არ ვიქნები და სხვა დანარჩენი უკვე კონსულტაციით გადაწყდება. მას შემდეგ, რაც ჩვენ შევჯერდებით თბილისში, აუცილებელია, კვლავ გავაგრძელოთ კონსულტაციები და შევჯერდეთ, მინიმუმ, დიდ ქალაქებზე, როგორიც არის - რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი და ა.შ. პრინციპულად მიგვაჩნია, დაფიქსირდეს, რომ ქალაქების ხმა მოქმედი ხელისუფლებისთვის და ქალაქების უარი მოქმედი ხელისუფლებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, ძირითად ქალაქებში დაფიქსირდეს, მათ შორის მაჟორიტარულ ნაწილში „ქართული ოცნების“ მარცხი და ეს კოორდინაცითაა შესაძლებელი. იმდენად, რამდენად იცით, რომ მაგალითად, რუსთავსა და თელავში წინა არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ორივე ტური წააგო. ამიტომ, ჩვენი ტაქტიკა არის ასეთი, არჩევნებს ივანიშვილი ვერ მოიპარავს, თუ ოპოზიციას პირველ ტურში 7-8 გამარჯვებული მაჟორიტარი ეყოლება. ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანია სწორედ ახლა შეთანხმება, რომელიც თავისთავად გულისხმობს როგორც მეორე საფეხურს, მეორე ტურში თანამშრომლობას და მეტიც, ახლა შეთანხმება ნიშნავს იმასაც, რომ ის პარტიები, ვინც საერთო მაჟორიტარებზე ვთანხმდებით, ივანიშვილის წინააღმდეგ მზად ვართ, კოალიცია გავაკეთოთ იმისთვის, რომ არჩევნების გზით ივანიშვილი ხელისუფლებიდან გავისტუმროთ. თბილისში კენჭს არ ვიყრი, ეს შემიძლია ვთქვა და დანარჩენი კონსულტაციის საგანია“, - განაცხადა უგულავამ.

    ვარკეთილში ერთ-ერთ კორპუსში, პირი, რომელსაც რეგისტრირებული იარაღი აქვს, საცხოვრებელ სახლში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისვრის.

    წინასაწარი ინფორმაციით, კაცი ნასვამ მდგომარეობაშია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მასთან მიმდინარეობს მოლაპრაკება. კორპუსი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

    წყარო: „იმედი“

    გიორგი ახვლედიანმა ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვა - ამის შესახებ ახველდიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა“. 
    შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ, ტვ „პირველმა“ იმ ექსპერტებისა და ე.წ. გარე სპიკერების სია გაასაჯაროვა, რომლებიც გარკვეულ თანხებს „ოცნებიდან“ იღებენ. ამ სიაში მოხსენიებული იყო გიორგი ახვლედიანიც, რომელიც „ოცნებასთან“ კავშირს უარყოფდა.  ამასთან, დღეს გამართულ ბრიფინგზე ახვლედიანმა განაცხადა, რომ პარტიის დატოვების მიზეზი სწორედ ეს სკანდალი გახდა.

    გიორგი ახვლედიანი პოლიტიკაში მოსვლამდე ჟურნალისტი იყო. 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ კი, „ქდმ“-ს წევრი გახდა და სწორედ ამ პარტიის სიით შევიდა 2008 წლის პარლამენტში. 

    პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და სოციალურ ქსელშიწ წერს:

    „ზოგიერთის“ პოლიტფორმულა: ესე იგი, თაღლითები აარჩევინონ (იძულებითი მოცემულობით, შექმნილი ვითარებით) ხალხს და მერე, საკანონმდებლო ორგანოში თაღლითებს აარჩევინონ პრემიერი, ხალხის ჩართულობის და კვლევა - პრაიმერის გარეშე !!!!!!! არ გამოვა 30 წლიან წრეზე ტრიალი! კარში გოლი გავა ამჯერად, ოღონდ საქართველოს- ხალხის სასარგებლოდ! ცხადია, „პენალტის დარტყმის“ კუთხეს წინასწარ არ შეგატყობინებთ!“ 

    ამერიკელი მილიარდერი და კომპანია „მაიქროსოფთის“ დამფუძნებელი ბილ გეითსი კაცობრიობის მიკროჩიპირების თაობაზე მის შესახებ "გავრცელებულ შეთქმულების თეორიას“ უარყოფს. ამის შესახებ გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერი“ წერს.

    საქმე ეხება საზოგადოების ნაწილში გავრცელებულ თეორიებს, რომლის თანახმადაც თითქოსდა, ბილ გეითსი კორონავირუსის ვაქცინის გამოყენებით, კაცობრიობის ჩიპირებას აპირებს.

    ბილ გეითსის თქმით, მისთვის ძნელია ამ გამონაგონის უარყოფა, რადგან ისინი „ასეთი სულელურია“.

    მედიასაშუალების ცნობით, მილიარდერმა უარყო უსაფუძვლო თეორიები მისი ბოროტული გეგმების შესახებ.

    „არასოდეს მიმიღია მონაწილეობა არაფერში, რაც მიკროჩიპებთან არის დაკავშირებული. ძალიან ძნელია ასეთი ისტორიების უარყოფა, რადგან ისინი უკიდურესად სულელურია, ან უცნაური“ , - განაცხადა ბილ გეითსმა გამოცემის ჟურნალისტებთან საუბარში.

    წყარო: ipn

    „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მაჟორიტარებზე ოპოზიციის შეთანხმებას სოციალური ქსელით ეხმიანება:

    „შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით, თბილისში. „გირჩიდან“ მე განვიხილებოდი, როგორც შესაძლო მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში.,

    მე უარს ვამბობ ამ შესაძლებლობაზე, რაც ნიშნავს, რომ „გირჩი“ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით.

    ლოგიკურად, შეთანხმება საერთო კანდიდატებზე თბილისის დარჩენილ 6 ოლქში, ახლა უფრო მარტივი იქნება.

    რაც შეეხება ერთიანი ოპოზიციური კანდიდატების ან მეორე ტურში გასული (იქ, სადაც ერთიან კანდიდატზე შეჯერება ვერ მოხდება) კანდიდატების მხარდაჭერას სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან:

    წამგებიანი ილუზიის შექმნაა იმის მტკიცება, რომ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების ხმები უბრალოდ დაჯამდება თუ სხვადასხვა პარტიების ლიდერები საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდებენ ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერისკენ

    სინამდვილეში მნიშვნელოვანია, რომ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებად ისეთი ადამიანები დასახელდნენ ვისაც მეტი შანსი აქვს მიიღოს სხვადასხვა ტიპის ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ხმები

    კონკრეტულად გირჩის ამომრჩევლის ხმები წავა იმ კანდიდატებისკენ ვინც საჯაროდ დაადასტურებს რომ მხარს დაუჭერს იმ ხედვებს რომელთა განსახორციელებლადაც გირჩი აპირებს პარლამენტში ბრძოლას:

    - სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების მოქალაქეებისთვის დაბრუნება
    - ერთი გადასახადის დატოვება და მთავრობის ზომის შემცირება 15%-მდე
    - სასამართლოს სისტემის რეფორმა ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად
    - სახელმწიფო რეგულაციებისგან თავისუფალი კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტების შექმნის შესაძლებლობის დაშვება
    - რაიონული პოლიციის უფროსების (შერიფების) არჩევითობა

    ოპოზიციის ყველა მაჟორიტარულ კანდიდატს, ვისაც ამის სურვილი ექნება, გირჩი მისცემს შესაძლებლობას ესაუბროს ამ და ჩვენი სხვა ხედვების თაობაზე ჩვენს ამომრჩეველს, რათა მათ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება მხარდაჭერის თაობაზე

    meanwhile, ჩვენ ვიწყებთ ჩვენს კამპანიას“

     

    გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელშიწ წერს:

    „ახლა გავიგე, რომ მაჟორიტარებზე გადაწყვეტილების მიმღებთა შორის ვანო მერაბიშვილიც ყოფილა! როდის დაბრუნდა ენმ-ში და რა პოზიციაზე?! პარტიული ამბები ნაკლებად მაინტერესებს - ჩემი პროგნოზი სწორია თუ არა, იმას ვამოწმებ!“

    “CNN-ს კი არა ოქროს ლოდებს მოითხოვს ბოკერია, ტორტი ხომ არ უნდა სადღესასწაულო?”- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წვერმა ადა მარშანიამ  საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

    “ჩემ კოლეგას ბატონ მერაბ ქარაიას მინდა მივმართო. ბატონო მერაბ თქვენ პათოსს ვიზიარებ და ვეთანხმები მაგრამ თქვენ ხელში არ არის ბოკერიას დასჯა? თუ დასასჯელია? მიიღეთ პატრიოტების რეზოლუცია. შეილება თქვენ პირადად  მხარი დაუჭირეთ ამ რეზოლუციას. იცით თქვენ,  თუ არ იცით გეუბნებით. მეორეჯერ არის შეტანილი ეს რეზოლუცია და იმოქმედეთ თქვენს კოლეგებში დიად უმრავლესობაში მიიღოს ეს რეზოლუცია.  რეზოლუციას რომელიც არ არის ჩვენი პარტიის ვიწრო ხედვა და არარის პარტიის კაპრიზი ეს ჩვენი მოთხოვნა ნახევარი მილიონი ხელმოწერით არის გამაგრებული. მივმართავ ხელისუფლებას აბუნტდით! გაუბრაზდით დაემუქრეთ ბოლობოლო რომ დატოვებთ უმრავლესობას რომელიც ასე უმსგავსოდ იქცევა.

    ნაციონალური მოძრაობის ზრახვებია ფასეული? იცით, რატო ლამობენ პოლიტიკაში ყოფნას? თქვენ ხელს აფარებთ, არ დასაჯეთ დღემდე CNN-ს კი არა ოქროს ლოდებს მოითხოვს ბატონი უგულავა. ტორტი ხომ არ უნდა სადღესასწაულო? “- განაცხადა ადა მარშანიამ.

    Please publish modules in offcanvas position.