notnews ganivi3 

    თათია გოჩაძე

    ინციდენტი მოხდა მარტვილის ეპარქიაში, სადაც აივანი ჩაიმტვრა და მეორე სართულიდან ჟურნალისტები და ოპერატორები გადაცვივდნენ. ტვ „მთავარის“ ჟურნალისტი ყვება, რომ ეპარქიაში მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა, მეუფე სტეფანესთან ოთახში დაიძაბა ვითარება, მრევლი შეეცადა, შესულიყვნენ, სადაც ფიზიკური დაპირისპირება იყო. მეუფე სტეფანემ გასცა ბრძანება, მოეშორებოინა მედია ადგილიდან და ამ დაპირისპირების დროს ჩამოინგრა მოაჯირი და მეორე სართულიდან გადმოცვივდნენ ჟურნალისტები, ოპერატორები და ის მოქალაქეები, ვინც აივანზე იდგა“. 

    ცნობისთვის, პროტესტი მოჰყვა მეუფე სტეფანეს მიერ ორი სასულიერო პირის განკვეთას ეპარქიიდან. 

    დღეს, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებული ქალთა გაძლიერების ფორუმი, რომელიც გაიმართა USAID–ის პროგრამის „კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით.

    „ჩვენ ვისწრაფვით ისეთი მსოფლიოსკენ, რომელშიც ჩვენი შვილების ცხოვრებას ვისურვებდით, სადაც ყველა ადამიანს აქვს თანაბარი შესაძლებლობები, თავისი წვლილი შეიტანოს და სარგებელი მიიღოს საზოგადოების წინსვლითა და განვითარებით. შთამბეჭდავია საქართველოს მიღწევები გენდერული თანასწორობის კუთხით; 2010 წელს საქართველომ მიიღო კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, 2019 წელს - კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, 2019 წელს - სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი. ეს ყველაფერი მარტივი არ ყოფილა და ამაში მრავალი მხარის ძალისხმევაა ჩადებული; განსაკუთრებით - სამოქალაქო საზოგადოების. მეამაყება იმის თქმა, რომ ეს მიღწეულია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო მეგობრების დახმარებით. ყველამ ვიცით, რომ გასაკეთებელი მეტია“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

    ქალთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა.

    ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე, სოციალურ ქსელში წერს:

    „მეგობრებო, განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს მივმართავ: ზურა ყიფშიძეს და მის ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება!
    არ დავწერდი 8 მარტს ამ პოსტს მაგრამ ძალიან მცირეა დრო და ვადები მისი პრობლემის გადასაჭრელად.
    სულ რამდენიმე დღეში მის ოჯახს კერძო მევახშე სახლიდან გააძევებს!
    გთხოვთ, ამოვუდგეთ მხარში თუნდაც ამ ამბის სწორად გაშუქებით,რადგან ოჯახის წევრები დარწმუნებით ამბობენ, რომ თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. თვითონ ზურა თავს შეუძლოდ გრძნობს და ოთახიდან აღარ გამოდისო, ამბობს მეუღლე.
    იქნებ შევძლოთ დახმარება! ჟურნალისტებს მრავალი მსგავსი თაღლითობა გამოგვიაშკარავებია და გადაგვირჩენია წესიერი ადამიანები! მე, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე აღარც გადაცემა მაქვს და ვერც სიუჟეტს მივუძღვნი. ამიტომ მხოლოდ ის შემიძლია, რომ კოლეგებს ვთხოვო დახმარება ამ პოსტით! იმედია, შევძლებთ სიმართლის დადგენას და ყიფშიძეების ოჯახის გადარჩენას“.

    თბილისი საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის პირველ ადგილზე მოხვდა - ქალაქების რეიტინგს "ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები" აქვეყნებს.

    რეიტინგი იმ მიმართულებებს მოიცავს, სადაც Covid-19-ის თვალსაზრისით, მოგზაურობა უსაფრთხოა, არ არის კარანტინის საჭიროება და დაცულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.

     

    ქუთაისელმა, თემურ ყურაშვილმა, თანაქალაქელებს ქალთა დღე ასე მიულოცა:

     

     „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი შედგა 20 მარტის აქციაზეც.

    „თუ „ქართული ოცნება“ არ წავა რამე წინადადებით ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, ნიკა მელიას საკითხი ძალიან პრინციპულია, მაშინ 20 მარტს ძალიან დიდ აქციას ვაპირებთ და ეს აქცია იქნება საქართველოს მოქალაქეების პასუხი ხელისუფლებისადმი, რომელიც სრულიად თავგასულია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

    ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდა. ოპოზიციისთვის მთავარ მოთხოვნებად რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება რჩება.

    გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს ხვალ, 9 მარტს 15:00 საათზე, გამოაცხადებს.

    მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე ბიძინა სტურუა, განაჩენს 5 დაკავებულის მიმართ გამოაცხადებს, რომელთაგან ორის მიმართ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს და ამიტომ განაჩენი დახურულ ფორმატში გამოცხადდება. ხვალ გადაწყვეტილების მოსასმენად, მცხეთის სასამართლოში მისვლას გეგმავს გიორგი შაქარაშვილის დედა.

    ცნობისთვის, 2020 წლის 19 ივნისს გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

    "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის, თქმით, ოპოზიცია ერთიანია იმ პოზიციაში, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკებების ჩაშლის საფუძველი არ მიეცეს.

    "პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საშუალება არის ვადამდელი არჩევნები. ამ რეალობაში, რომ ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ დამატებითი მიზეზი მოლაპარაკების ჩაშლისთვის, ყველა პარტია ერთიანია. სასურველია, რომ ღარიბაშვილი არათუ მოლაპარაკების პროცესში, არამედ საერთოდ არ იყოს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ იმ რეალობაში, რომელშიც ვცხოვრობთ აუცილებელია კრიზისიდან გამოსავლის პოვნა. იმ საკითხების გარდა, რომელიც იყო მოლაპარაკების მაგიდასთან, იმ 6 პუნქტის გარდა, სხვა პირობას მოლაპარაკების ჩაშლისთვის არ დავაყენებთ,"- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

    შეგახსენებთ, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ერთიანი სხდომა მიმდინარეობდა. პოლიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბშვილის, მოლაპარაკებების პროცესიდან ჩამოშორების და სხვა კადრით ჩანაცვლების საკითხი განიხილებოდა.

     

     

    „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, არ არის მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიციის შეხედულება, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს მშვიდობიანად და სასურველია, არჩევნების გზით.

    „ეს ხდება კიდევ უფრო ფართო წნევისა და კონსენსუსის საგანი მთლიანად საზოგადოებაში იმის გამო, როგორი საშიშებიც არიან ისინი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. არ ვიზიარებ იმ ემოციურ დამოკიდებულებას, რომელიც აქვს ზოგიერთ ადამიანს, ჩვენ ვესაუბრებოდით თავის დროზე შევარდნაძესა და ასლან აბაშიძეს. ვინც ბოლომდე შეტოპავს ასეთი რეჟიმებიდან, დრამატული ბედი ელოდებათ. ჩვენი ამოცანაა, ნაკლებად შევატოპინოთ და მშვიდობიანად ჩამოსცილდნენ ხელისუფლებას. ჩემთვის არსებითი არის შედეგი, რომელიც არის ამ ხელისუფლების წასვლა. ამ ამოცანისთვის რაც იქნება საჭირო, იმას გავაკეთებთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

    სამთო სათხილამურო კურორტებზე მდებარე საბაგიროები დღეიდან ამუშავდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

    „ადგილზე აუცილებელი იქნება ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვა. სამთო კურორტებზე სასტუმროები 25 თებერვლიდან გაიხსნა, თუმცა შეზღუდვა დღემდე მოქმედებდა საბაგიროებზე.“

    Please publish modules in offcanvas position.