... ... hotnews.ge - ბილეთებზე დაბალი მოთხოვნის გამო ჯენიფერ ლოპესმა ტურნეს რებრენდინგი გაუკეთა

ბილეთებზე დაბალი მოთხოვნის გამო ჯენიფერ ლოპესმა ტურნეს რებრენდინგი გაუკეთა

ამერიკელი ვარსკვლავის, ჯენიფერ ლოპეზის ახალი მუსიკალური ალბომი, “This Is Me… Now” 2024 წლის 16 თებერვალს გამოვიდა. “This Is Me… Now” ლოპეზის რიგით მეცხრე სტუდიური ალბომია, თუმცა პირველი – გასულ ათწლეულში. ბოლო მუსიკალური ალბომი, სახელწოდებით A.K.A. ვარსკვლავმა მსმენელს 2014 წელს წარუდგინა. “This Is Me… Now” ჯენიფერისთვის მუსიკალურ სცენაზე ერთგვარი დაბრუნებაცაა. მიუხედავად ამისა, მსმენელი არტისტის ახალ ნამუშევარს ენთუზიაზმით არ შეხვდა. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს გაყიდვებისა და ჩარტების შედეგები.

Billboard -ის ამერიკულ ჩარტში, “This Is Me… Now” 38-ე ადგილზე დებიუტირდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ლოპეზის სტუდიური ალბომი გამოსვლის პირველ კვირაში, Billboard -ის ამერიკულ ჩარტში, ოცეულშიც ვერ მოხვდა. 

ჯენიფერ ლოპეზის ახალი მუსიკალური ალბომი – “This Is Me… Now”
ახალი ალბომის გამოსვლასთან ერთად, ჯენიფერმა 2024 წლის აგვისტოში მუსიკალური ტურნე, “This Is Me… Now: The Tour” დააანონსა, რომელიც ჯეი ლოსთვის ჩრდილოეთ ამერიკაში პირველი საკონცერტო ტურნეა გასულ ხუთ წელში. Variety -ის და სხვა ამერიკული მედია გამოცემების ინფორმაციით, Ticketmaster-ზე 20-31 აგვისტოს კლივლენდში, ნაშვილში, ატლანტასა და ტამპაში დაგეგმილი კონცერტები გაუქმდა. მიზეზი კი, ბილეთების მიმართ მოთხოვნის ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

გავრცელებულ ინფორმაციის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ვარსკვლავმა ტურის სახელწოდებასა და კონცეფციას რებრენდინგი გაუკეთა და “This Is Me… Live: The Greatest Hits” დაარქვა. რებრენდინგით, ჯენიფერ ლოპეზმა მსმენელს აუწყა, რომ ახალ ტურნეზე თავისი მუსიკალური კატალოგიდან ყველაზე ცნობილი ჰიტებით წარდგება. 

 

PrimeTime

YOU MAY LIKE