notnews ganivi3 

    მთავრობის დადგენილება - რა საქმიანობებია ნებადართული საგანგებო მდგომარეობის დროს

    საქართველოს მთავრობა აქვეყნებს დადგენილებას, რომელშიც ჩამოთვლილია ის საქმიანობები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროსაა დაშვებული.

    მთავრობის დადგენილებაში ნათქვამია, რომ  საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

    ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა; ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა; გ) წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა; დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა; ე) კომერციული ბანკების საქმიანობისა; ვ) იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით; ზ) საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა; თ) ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა; ი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა; კ) საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა; ლ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა; მ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა; ნ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა; ო) საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“); პ) კერძო დაცვითი საქმიანობისა; ჟ) საადვოკატო საქმიანობისა; რ) ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა; ს) პრესის ჯიხურებისა.

    შეგახსენებთ, რომ 30 მარტს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობის პირობები გამკაცრდა და უკვე დღეს, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე იკრძალება პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გამოცხადდა - რუსთავი 2

    ავტორი

    თათია გოჩაძე

    თათია გოჩაძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.