notnews ganivi3 

    „ოცნება„ - 38%, „ენმ - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 15% - Edison Research გამოკითხვა

    „ოცნება„ - 38%, „ენმ - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 15% -  Edison Research გამოკითხვა

    გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა, რომლის შედეგებიც ცოპტა ხნის წინ გახდა ცნობილი.  კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.

    კვლევის შედეგებით, პასუხი კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს, შემდეგნაირად გადანაწილდა:

    ქართული ოცნება  - 38%

    არ გადაუწყვეტია ვის მისცემდა ხმას - 23% 

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - 15%

    ევროპული საქართველო - 6%

    გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი  - 4%

    ლეიბორისტული პარტია  - 3%

    ლელო - 3%

    პატრიოტთა ალიანსი - 3%

    გირჩი - 3%

    მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) -  1%

    დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო - 1%

    1%-ზე ნაკლებია შემდეგი პარტიების მაჩვენებელი: გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი), სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია), თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა).

     

    ავტორი

    რუსა ხავთასი

    რუსა ხავთასი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.