პარლამენტში უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა ვინ შეცვლის ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე:
„ შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ამის შესახებ პარტიაში, ჩვენს გუნდში, გადაწყვეტილებები პრაქტიკულად ბოლომდეა მიყვანილი, მიღებულია. ამის შესახებ საზოგადოება გაიგებს რამდენიმე დღეში, იმიტომ რომ, ბუნებრივია, პარტიაში ამ ცვლილებების შესახებ იქნება შესაბამისი პროცედურები, რაც ჩვენი წესდებით არის დადგენილი და აქედან გამომდინარე ინფორმაცია გექნებათ მომდევნო დღეების განმავლობაში“