notnews ganivi3 

    „ემა, სად ხარ, ემა? ალბათ გვარამიას ეკითხება, რა ვქნა ახლა, მიკროფონი დაკვარგეო“ - თეა წულუკიანი (ვიდეო)

    „ემა, სად ხარ, ემა?  ალბათ გვარამიას ეკითხება, რა ვქნა ახლა, მიკროფონი დაკვარგეო“ - თეა წულუკიანი (ვიდეო)

    კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, გუშინ თეატრის სცენაზე ისაუბრა როდის აპირებს „მთავარი არხის“ მიკროფონის დაბრუნებას. მისი თქმით ეს სამ ოქტომბერს დილით იქნება, როდესაც „ესენი  სამუდამოდ ჩაეყრებიან იქ სადაც არის მათი ადგილი“.

    „ემა, სად ხარ, ემა?  ალბათ გვარამიას ეკითხება, რა ვქნა ახლა, მიკროფონი დაკვარგეო. ბიძინა ივანიშვილს, ქართულ ოცნებას გაუმარჯოს და მე ამ მიკროფონს დავაბრუნებ მაშინ, ტყუილად ჰყავთ იქ ვიღაცები გამოძახებული, როცა ესენი სამ ოქტომბერს დილით სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი; როცა დამარცხდება ის ძალა, რომელიც დღემდე ეჭიდავება საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას და მის მომავალს", - განაცხადა თეა წულუკიანმა სცენიდან

     შეგახსნებთ, რომ კულტურის მინისტრმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი გუშინ წაართვა.

     

    ავტორი

    რუსა ხავთასი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.