notnews ganivi3 

    რა პრობლემები გამოიკვეთა ფარმაცევტული ბაზრის კვლევის დროს - პრემიერი საქართველოში მედიკამენტების გაიაფებას აანონსებს

    რა პრობლემები გამოიკვეთა ფარმაცევტული ბაზრის კვლევის დროს - პრემიერი საქართველოში მედიკამენტების გაიაფებას აანონსებს
    ავტორი / ეკონომიკა

    რის საფუძველზე უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მედიკამენტების ფასსა და ხარისხს გააკონტროლებს - ინტერვიუ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარესთან

     საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისინიციატივით,საქართველოში მედიკამენტები უნდა გაიაფდეს. პრემიერის ინიციატივით, უკვე გაიხსნა თურქეთის ბაზარი და ამიერიდან,  საქართველოში მაღალი ხარისხის, მაგრამ დაბალი ფასის მქონე მედიკამენტები შემოვა. რაც მთავარია, მთავრობის ამოცანა უნდა იყოს არა მარტო მედიკამენტების ფასების მონიტორინგი, არამედ, ხარისხის კონტროლიც, რადგან მოსახლეობამ მხოლოდ ხარისხიანი მედიკამენტები მიიღოს. „მოსახლეობას ხარისხიანი მედიკამენტები უნდა მიეწოდოს და ეს არის ჩვენი, ნომერ პირველი მოთხოვნა. ახლა დავიწყებთ აქტიურად მუშაობას, ბატონი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი დაიწყებს ამ თემაზე მუშაობას და უახლოეს რამდენიმე კვირაში გვექნება შედეგები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

    თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნას წინ უძღვოდა კონკურენციისა და თავისუფალი ვაჭრობის სააგენტოს მიერ განხორციელებული ფარმაცევტული ბაზრის კვლევა. კვლევის დასრულების შემდეგ, სააგენტომ პარლამენტს უკვე გადაუგზავნა კიდეც შესაბამისი რეკომენდაციები. 17 იანვრის მთავრობის სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფის შექმნა სურს და შესაბამისი თხოვნით მიმართა, როგორც ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ასევე პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლებსაც. პრემიერის ინიციატივით, პარლამენტმა, სამინისტრომ და მთავრობამ ერთობლივად უნდა იმუშაონ, რადგან შესაბამის კანონებში გარკვეული ცვლილებები განახორციელონ.

    „ვერსია“ დაინტერესდა, რის საფუძველზე უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რა საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გატარდეს მედიკამენტების გასაიაფებლად და რეალურად, რა პრობლემები არსებობს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე? ამ კითხვებს „ვერსიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს კონკურენციისა და თავისუფალი ვაჭრობის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე პასუხობს.

    გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:

    - თქვენც ახსენეთ და რეალურად, პრემიერ-მინისტრის ამ ინიციატივის საფუძველია ფარმაცევტული ბაზრის ის კვლევა, რომელიც სააგენტომ განახორციელა. მართალია, ნაწილობრივ ვისაუბრეთ კიდეც, მაგრამ „ვერსიის“ მკითხველებისთვის განვმარტოთ, რა პრობლემები გამოიკვეთა კვლევისას?

    - სააგენტოს რეკომენდაციების ძირითადი მიზანია, მედიკამენტებზე ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაზრდა ბაზარზე კონკურენციისა და, ზოგადად, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების გზით. ფარმაცევტული ბაზარი მეტად სპეციფიკურია, კერძოდ, ბაზარზე მოთხოვნის განსაზღვრა ხდება რეცეპტის/დანიშნულების გამომწერი პირის დონეზე და მომხმარებელი დღეს არსებული საკანონმდებლო რეგულირების პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას, გააკეთოს რეალური არჩევანი. რეცეპტის დონეზე მედიკამენტის სავაჭრო დასახელების მითითებით, მომხმარებელს ეზღუდება არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რაც ამავდროულად, კონკურენციის შეზღუდვასაც ნიშნავს.

    სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფარმაცევტულ ბაზარზე, იდენტური სამკურნალო ეფექტის მისაღწევად,შეიძლება, სხვადასხვა სავაჭრო დასახელების მედიკამენტი იქნეს გამოყენებული, რომელთა მთავარი აქტიური ნივთიერებაც, ასევე, იდენტური ან ურთიერთაჩამანაცვლებელია.

    რეცეპტის დონეზე, მხოლოდ სავაჭრო დასახელების მითითება იწვევს კონკრეტული ანგარებიანი ურთიერთობის, იგივე, ინტერესთა კონფლიქტის შემცველი ურთიერთობების ჩამოყალიბების შესაძლებლობასაც. შედეგად, მომხმარებელი, შეზღუდული კონკურენციის პირობებში, მედიკამენტებში იხდის გაცილებით მეტს. მნიშვნელოვანი საკითხია, ასევე, მედიკამენტების ხარისხი, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში იმპორტირებულ და წარმოებულ მედიკამენტებთან დაკავშირებით, GMP სტანდარტის ამოქმედებასთან. ამასთან ერთად, საკანონმდებლო დონეზე, დარგის მარეგულირებელს არ გააჩნია ბაზრის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმები.

    ინტერვიუ სრულად წაიკითეთ აქ

    ავტორი

    Hotnews

    Leave a comment

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.