... ... hotnews.ge - პოლიტიკა

როგორია ვეტოს შემდგომი პროცედურები და კანონის განხილვის სავარაუდო კალენდარი - განმარტება

იურისტი ნიკა სიმონიშვილი, განმარტავს, თუ რა არის მოსალოდნელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსულ კანონზე ვეტოს დადების შემდეგ.

კონკრეტულად, სოციალურ ქსელში მან აღწერა, როგორ წარიმართება პროცედურები პარლამენტში და როგორი იქნება კანონის განხილვის სავარაუდო კალენდარი.

  • პრეზიდენტმა ბოლომდე არ გამოიყენა მოტივირებული შენიშვნებისგაკეთებისთვის 2 კვირიანი ვადა და როგორც მოსალოდნელი იყო, აგენტების კანონსუბრუნებს პარლამენტს.
  • ახლა პარლამენტმა მომდევნო პლენარულ სხდომაზე კენჭი უნდა უყაროსპრეზიდენტის ვეტოს გადალახვას, რისთვისაც აქვს საკმარისი ხმები.
  • მომდევნო სასესიო დღეები 28-31 მაისსაა და მანამდე იურიდიული კომიტეტისსხდომაზე უნდა განიხილონ პრეზიდენტის შენიშვნები. ანუ, ყველაზე ადრე კანონის მიღებისკალენდარი ასეთი შეიძლება იყოს.
  • 20-27 მაისის ინტერვალში იურიდიულმა კომიტეტმა შენიშვნები შეიძლებაგანიხილოს.
  • 28-31 მაისის ინტერვალში პლენარულ სხდომაზე ვეტოს გადალახვა. ამის შემდეგსაკანონმდებლო პროცედურები ფაქტობრივად მთავრდება და კანონი საბოლოოდმიღებულია.
  • თუ ვეტო გადაილახება, სამი დღის ვადაში ეგზავნება პრეზიდენტს და 5 დღე აქვსხელმოსაწერად.
  • ამ ვადაში ხელს თუ არ მოაწერს, მისი ამოწურვიდან 5 დღეში პარლამენტისთავმჯდომარეს შეუძლია მოაწეროს ხელი და გამოაქვეყნოს", - წერს სიმონიშვილი სოციალურ ქსელში. 
    იურისტმა ასევე აღნიშნა, რომ ზემოთ აღწერილი პროცედურები ვეტოს დაძლევის ყველაზე მოკლევადიანი სცენარია.
    "ზემოთ რაც დავწერე, ეს ვეტოს გადალახვის ყველაზე მოკლევადიანი სცენარია, თუმცაკანონმდებლობა არ ადგენს მაქსიმალურ ვადებს და ეს შეიძლება გარკვეული პერიოდისშემდეგაც გააკეთოს ოცნებამ, მაგალითად, მომდევნო თვეში/თვეებში, რისიშესაძლებლობაც პროცედურულად არსებობს", - თქვა მან.

 

"არა რუსულ კანონს" - აქცია პარლამენტთან

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან  "არა რუსულ კანონს"  აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ.

მოქალაქეების ნაწილი პარლამენტთან სხვადასხვა ადგილიდან მსვლელობით მივიდა.

დიდი მადლობა პრეზიდენტს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები - მდინარაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში პრეზიდენტის ვეტოს გამოემხაურა:

1. დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები.

(ვეტოს ახალი ნაირსახეობის გამოგონებაზე კი სხვადასხვა თაობის იურისტები დიდი ხნის განმავლობაში იმსჯელებენ)

2. რაც შეეხება ჩვენს კონსტრუქციულ შეთავაზებას, ვეტოს პროცედურაში ჩაერთო უცხოელი პარტნიორები, მან უარით და დესტრუქციით უპასუხა!

3. ნაცების, მდიდარი ენჯეოების და მათი დავალების მიმცემების ყალბი პროექტი გამჭვირვალობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ - "არა რუსულ კანონს" ჩავარდა!

სალომე ზურაბიშვილმა "გამჭირვალობის კანონს" ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო. აღნიშნულის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს დავადე ვეტო „რუსულ კანონს“, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას, ევროპულ სტანდარტებს და ამდენად, წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე. ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად, არის ძალიან მარტივი ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, უკვე ეს მიდგომა არის არასწორი - ირაკლი ღარიბაშვილი

სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, უკვე ეს მიდგომა არის არასწორი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, უკვე ეს მიდგომა არის არასწორი. ერთი მხრივ, ჩვენ ვადასტურებთ და ვამბობთ, რომ გვინდა დისკუსია, განხილვა და მეორე მხრივ, ასეთი მუქარა, შანტაჟი თუ განცხადებები არ არის პროდუქტიული და შედეგის მომტანი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მან მიმართა ჟურნალისტებს, აღნიშნულ საკითხზე ქვეყნისთვის აპოკალიფსურ სურათს ნუ დახატავენ.

„ამიტომ ვთქვი, რომ საჭიროა დისკუსია. ამიტომ თქვა პრემიერმაც, გუნდის ყველა ლიდერისგან მოვისმინე იგივე განცხადებები. პარლამენტის თავმჯდომარემაც, დეპუტატებმაც თქვეს, რომ საჭიროა, ამ პროცესში გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა და რაღაც გამოსავალი ვიპოვოთ“, - დასძინა ღარიბაშვილმა.

4 ივნისს აშშ-ს კონგრესი საქართველოს საკითხს განიხილავს

4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.

ინფორმაციაში წერია, რომ „რუსული სტილის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ამჟამინდელი მიღება მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს და მის რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიც ჩინეთია, დაახლოებას ასახავს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსმენა იქნება, „საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერის“ ფარგლებში და ჩვენებას მისცემენ: „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსი მკვლევარი, ნატალი საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „რენდის კორპორაციის“ უფროსი მკვლევარი, უილიამ კორტნი.

სამი ათწლეულის განმავლობაში არსებული პროდასავლური, დემოკრატიული და ევროატლანტიკური სტრატეგიული პროგრამის შემდეგ, ამ და კრემლის მიერ შთაგონებული სხვა კანონების მიღებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური არჩევანის მიმართ ნდობას აშკარად და უხეშად არღვევს. „ქართული ოცნების“ მთავრობის ამ სტრატეგიულმა ვექტორის ცვლილებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კვირის განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და იგი ქვეყანაში უკვე არსებულ მყიფე პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას არყევს.

აღნიშნული მოსმენის ფარგლებში წამყვანი ექსპერტები საქართველოში განვითარებული მოვლენების, საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტზე მისი გავლენის და აშშ-ის შესაძლო პოლიტიკური პასუხების შესახებ ჩვენებას მისცემენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

bm.ge

ფიზიკური დაპირისპირება უნივერსიტეტთან

ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, სადაც ამ წუთებშიც პრემიერი კობახიძე ლექციას ატარებს. სახის ნიღბებით და განსაკუთრებული აგრესიით 50-მდე ადამიანი ფიზიკურად დაუპირსპირდა იმ სტუდენტებს , ვინც დღეს "რუსული კანონის" გაპროტესტებას თსუ-ს წინ აპირებდა. 

ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ქვემო ქართლის პარტიულ აქტივს შეხვდება

18 მაისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა რუსთავში 13:00 საათზე შედგება.

მათივე ცნობით, შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში შეხვდება

ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას - პრემიერი

ემოციები უმეტესწილად ჩაცხრა. ბევრმა ადამიანმა, რომელიც მანამდე სხვაგვარად ფიქრობდა, უკვე გაიაზრა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სინამდვილეში, სულაც არ არის რუსული. ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

„ენჯეოების“ გამჭვირვალობის გასაპროტესტებლად მოწყობილ ბოლო აქციებზე ძალადობის ხარისხი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, რისთვისაც აქციებში მონაწილე ყველა ჩვენს გულწრფელ თანამოქალაქეს მადლობა მინდა გადავუხადო.

აქციებზე ძალადობას კონკრეტული ორგანიზატორები ჰყავდა. ესენი იყვნენ რადიკალური პარტიები და „ენჯეოები“ და მათთან დაკავშირებული ძალადობრივი დაჯგუფებები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ძალადობაზე უარის თქმა ამ ადამიანების გადაწყვეტილება იყო.

შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ ძალადობის შემცირება იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, რომლებიც აქციებში არა პოლიტიკური მოტივით მონაწილეობდნენ, არამედ რომლებმაც გულწრფელად დაიჯერეს, რომ კანონს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის დაბრკოლება შეიძლებოდა შეექმნა. უნდა ვიფიქროთ, რომ საბოლოოდ, სწორედ მათ შესძინეს აქციებს ქართული კულტურისთვის მისაღები, მშვიდობიანი სახე.

ემოციები უმეტესწილად ჩაცხრა. ბევრმა ადამიანმა, რომელიც მანამდე სხვაგვარად ფიქრობდა, უკვე გაიაზრა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სინამდვილეში, სულაც არ არის რუსული. გარე შანტაჟის მიუხედავად, ბევრმა ისიც გაიაზრა, რომ ეს კანონი არც საქართველოს ევროინტეგრაციას შეაფერხებს.

ბევრი იმასაც გაიხსენებდა, რომ გარედან ზუსტად ასევე გვაშანტაჟებდნენ, როდესაც ჩვენგან სანქციებზე მიერთებას და საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლას, მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას და სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, სასამართლო ხელისუფლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მორღვევას, თითქოსდა მომაკვდავი სააკაშვილის გათავისუფლებას, გვარამიას ციხიდან გაშვებას, კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას ითხოვდნენ. თუმცა, ისიც ყველას ახსოვს, რომ არცერთ ამ შეურაცხმყოფელ მოთხოვნას არ დავთანხმდით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მაინც მივიღეთ. თუ მომავალშიც ასეთივე ღირსებას ვაჩვენებთ, აუცილებლად მივაღწევთ შედეგს ყველა მიმართულებით, მათ შორის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

ყველას ახსოვს, რომ მმართველი გუნდი მთელი ამ დროის განმავლობაში სრულიად ღია იყო დისკუსიისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. ჩვენ ამგვარი ღია დისკუსია იმ ქვეყნების ელჩებსაც შევთავაზეთ, რომლებიც საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკანონმდებლო დებატებში უხეშად ერეოდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, ელჩები საჯარო დისკუსიას გაექცნენ, მათი ქვეყნების წარმომადგენლებმა კი, ზღვის თუ ოკეანის გაღმიდან, კვლავაც არგუმენტებს მოკლებული უხეში განცხადებების კეთება განაგრძეს. ზუსტად ანალოგიურად გაექცნენ ჯანსაღ დისკუსიას რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ კანონის წინააღმდეგ არგუმენტები, სინამდვილეში, არ არსებობს და ჩვენს ოპონენტებს ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, „ენჯეოების“ ფინანსების შესახებ ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობას რამენაირად დაუმალონ.

საქართველოს მომავალი ახალგაზრდებს ეკუთვნის. ჩვენს ქვეყანას ჰყავს სანიმუშო, გამორჩეულად ნათელი და პროგრესული ახალგაზრდობა და ამ ქვეყნის მართვისა და განვითარების საქმე მომავალში სწორედ მათ უნდა გადაიბარონ. ეს ქვეყანა მომავალში ერთად უნდა მართონ ახალგაზრდებმა, რომლებიც დღეს იწონებენ ან აპროტესტებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს. შესაბამისად, ყველა ჯანსაღ ახალგაზრდასთან შეხვედრა და მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა ჩემთვის განსაკუთრებული პატივია. მზად ვარ, მათგან არა მხოლოდ მოვისმინო, არამედ, სათანადო შემთხვევაში, აგრეთვე გავიზიარო შენიშვნები და ახალგაზრდებისგანაც ასეთივე დამოკიდებულებას მოველი. თუ ადამიანი დარწმუნდება, რომ არასწორად ფიქრობდა, აღიარება და პოზიციის შეცვლაც უნდა შეეძლოს, რაც ადამიანის არა სისუსტეზე, არამედ სწორედ ღირსებაზე მეტყველებს.

ვფიქრობ, ჩამცხრალი ემოციების ფონზე, არსებობს უკეთესი შესაძლებლობა იმისა, რომ გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია კანონთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეგიძლიათ დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ.

იმედი მაქვს, ჩვენ კონსტრუქციულობასა და ღიაობაზე ამჯერად მაინც მივიღებთ შესატყვის პასუხს და ელჩებისგან და რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებთ ჯანსაღ დისკუსიაში გამჭვირვალობის კანონის შესახებ“, - წერს კობახიძე.

დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი - მდინარაძე

დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი, - ამის შესახებ Facebook-ზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერს:

„დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ქართული, ეროვნული იდენტობა, რწმენა, კულტურა, ოჯახისა და მშობლების პატივისცემა, ტრადიციული ღირებულებები, მშვიდობა და განვითარება, პროგრესი, ღირსეული ევროპული მომავალი, ქვეყნის გაერთიანება, ფიზიკური და სულიერი გადარჩენა - ამისთვის იყო დღეს სახლიდან გამოსული ერიც და ბერიც!
დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!“

როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, შემიძლია, პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობების, სახელმწიფოს, ეროვნული ინტერესების დაცვისთვის - პრემიერი

როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, შემიძლია, პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობების, სახელმწიფოს, ეროვნული ინტერესების დაცვისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძართან განაცხადა, სადაც შეკრებილ მოქალაქეებს ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს. მოგესალმებით ჩვენი ძვირფასი ქვეყნის, საქართველოს თითოეულ შვილს, ჩვენს ძმებსა და დებს. დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი. ეს არის ოჯახის სიწმინდის დღე, ეს არის ჩვენი ფასეულობების დაცვის დღე, ჩვენი ქვეყნის იდენტობის, მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვის დღე. ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის დღე. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს დღე, რომელიც არის ძალიან ამაღელვებელი თითოეული თქვენგანისთვის, რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის, მისი იდენტობის დაცვა არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას.

„ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანობის მთავარი ფასეულობა არის სიყვარული, სიყვარული ადამიანებს შორის. არიან ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ჩვენ შორის სიყვარულის ჩანაცვლებას სიძულვილით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი ქვეყანა, თითოეული ჩვენი მოქალაქე გაერთიანდეს სიყვარულის გარშემო. ერთიანობა სიყვარულის გარშემო არის ის, რაზეც თითოეული ჩვენგანი უნდა ვზრუნავდეთ. ღმერთმა გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას სიყვარულით. სიყვარულით შეგვიძლია ჩვენ გავერთიანდეთ ასევე ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. გაუმარჯოს ჩვენს ერთიან საქართველოს, რომელიც გაერთიანებულია სწორედ სიყვარულით ადამიანებს შორის. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, შემიძლია, პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობების დაცვისთვის და ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე სასტიკად დარბეული აქციის ანატომია

ბოლო დღეებში ერთობ აქტუალურია ოპოზიციის მიტინგებზე აქტივისტების დაკავება. ზოგადად, 30 წელია, საქართველოში აქციები და აქციების დაშლა არავის უკვირს, მაგრამ ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლაა, აქციისა, რომლის გამოც, ექსპრეზიდენტს ბრალდებაც აქვს წაყენებული. „ვერსია“ გარკვეული შეფასებებისგან, ან პარალელებისგან თავს იკავებს და არქივიდან 7 ნოემბრის აქციის დარბევის პერიპეტიებს კომენტარების გარეშე გთავაზობთ.

 

როგორ მზადდებოდა 7 ნოემბერი

2007 წლის 12 სექტემბერი - შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორი მიხეილ ქარელი, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან დაახლოებული პირია, თანამდებობას ტოვებს. ქარელმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ გორის გამგეობის რამდენიმე მაღალჩინოსანი კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს.

14 სექტემბერი - ოქრუაშვილთან დაახლოებული ორი დეპუტატი - თეო ტლაშაძე და ქეთევან მახარაშვილი მმართველ პარტიას, ესე იგი, ნაცმოძრაობას ტოვებენ.

25 სექტემბერი - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან დიმიტრი ქიტოშვილს, რომელიც, ასევე, ოქრუაშვილის გარემოცვის წევრია, გამოძალვის ბრალდებით აპატიმრებენ. იმავე დღეს, შემოსავლების სამსახური ოქრუაშვილის მეგობრის, ქიბარ ხალვაშის ბიზნესსაქმიანობის შესწავლას იწყებს.

25 სექტემბერსვე, ოქრუაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს, რომელსაც „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ არქმევს. პარალელურად, თავდაცვის ექსმინისტრი, რომელიც არცთუ შორეულ წარსულში, სააკაშვილის კარზე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება, პრეზიდენტს ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმასა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაკვეთაში ადანაშაულებს.

სიმბოლური დამთხვევა - 27 სექტემბერს, ესე იგი, სოხუმის დაცემის დღეს, ქვეყნის თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ფულის გამოძალვის, გათეთრების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით აპატიმრებენ.

28 სექტემბერი - პარლამენტის წინ, ოქრუაშვილის გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნებისა და საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმების მოთხოვნით, ათასობით ადამიანი იკრიბება. სტატია სრულად იხილეთ აქ