... ... hotnews.ge - დაიჯესტი

„წლის საუკეთესო მამაკაცი მსახიობი“ – კილიან მერფის პირველი „ოსკარი“ და მისი პირველი ემოციები

„ოსკარის“ რიგით 96-ე ცერემონია დასრულდა, ცნობილია გამარჯვებულთა სია. როგორც მოსალოდნელი იყო, წლის ფილმი კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“ გახდა, მას საერთო ჯამში 13 ნომინაცია ჰქონდა და 7 ოსკარი მიიღო. მათ შორის საუკეთესო ფილმის, რეჟისორისა და ადაპტირებული სცენარის კატეგორიებში. ჯილდოები გადაეცათ ასევე კილიან მერფისა და რობერტ დაუნი უმცროსს. აღსანიშნავია, რომ ორივე მსახიობისთვის ეს პირველი ოსკარის ჯილდოა.

ცხადია, 47 წლის კილიან მერფი კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოს ელოდა, თუმცა, მისი პირველი რეაქციები მაინც ძალიან ემოციური იყო. დაჯილდოებაზე მას შავი კლასიკური კოსტიუმი ეცვა და ამავე ფერის ბაფთა ეკეთა.

 

მაკრონი უკრაინაში დასავლური ჯარების შესაძლო გაგზავნაზე: რაღაცის არგამორიცხვა არ ნიშნავს ამის გაკეთებას

რაღაცის არგამორიცხვა არ ნიშნავს ამის გაკეთებას, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

27 თებერვალს, მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს.

"დღეს მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა თავდამსხმელის შეჩერებაა. ის, ვინც თავს დაესხა, უნდა დათანხმდეს იარაღის დადებას", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს შეხვდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის შესახებ NBC News-ი იტყობინება.

შეხვედრა ფლორიდაში, ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გაიმართა.

ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო საკითხების ფართო წრე, რომლებიც უნგრეთსა და აშშ-ს ეხება, მათ შორის ძლიერი და დაცული საზღვრების აუცილებლობა ქვეყნების სუვერენიტეტის დასაცავად.

Warner Bros-ი და გრეტა გერვიგი „ბარბი 2“-ის გადაღებას განიხილავენ

Warner Bros-ის ხელმძღვანელი პამელა აბდი აცხადებს, რომ კომპანია მოხარული იქნებოდა ფილმ „ბარბის“ გაგრძელება გადაეღო, ვინაიდან ფილმმა „მსოფლიოში დიდი აუდიტორია მოიპოვა“. ამის შესახებ BBC იტყობინება.

გრეტა გერვიგის მიერ გადაღებული ფილმის შემოსავალმა 1,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რის შედეგადაც „ბარბი“ 2023 წლის ყველაზე წარმატებული ფილმი გახდა.

პამელა აბდის თქმით, ფილმმა უამრავი რეკორდი დაამყარა და ორი მხარე საუბრობს „ბარბის“ შესაძლო გაგრძელებაზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება გრეტა გერვიგმა უნდა მიიღოს.

ათენში განათლების კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული მსვლელობის დროს პოლიციასა და სტუდენტებს შორის შეტაკება მოხდა

ათენში განათლების კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული მსვლელობის დროს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა.

ბერძენმა სტუდენტებმა პოლიციას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს, სამართალდამცველებმა კი ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.

ათასობით სტუდენტი უკვე რამდენიმე კვირაა, აპროტესტებს განათლების ახალ რეფორმას, რომელიც, მათი თქმით, გააუფასურებს საჯარო უნივერსიტეტების ხარისხს და უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს ქვეყანაში ფილიალების გახსნის საშუალებას მისცემს.

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ჰაერიდან მიწოდებისას ერთ-ერთი პარაშუტი არ გაიხსნა - დაიღუპა 5 ადამიანი, 11 კი დაშავდა

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ჰაერიდან მიწოდებას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. ამის შესახებ CBS News-ი „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პარაშუტი არ გაიხსნა, რის გამოც ტვირთი ადამიანებს დაეცა.

8 მარტს აშშ-მა, იორდანიამ, ეგვიპტემ, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა და ბელგიამ თვითმფრინავებიდან ღაზის სექტორის მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდეს. როგორც CBS-ს პენტაგონში განუცხადეს, წინასწარი მონაცემებით, ამერიკული თვითმფრინავი არაა პასუხისმგებელი ადამიანთა დაღუპვაზე, თუმცა გამოძიება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

ინციდენტისგან დისტანცირება მოახდინეს იორდანიის ხელისუფლებაშიც.

აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ რაკეტებზე მორიგი იერიში მიიტანა

აშშ-მა იემენში მოძრაობა „ჰუსიტების“ რაკეტებზე მორიგი იერიში მიიტანა. ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა CENTCOM-ი იტყობინება.

მათი ინფორმაციით, იერიშის სამიზნეს „ჰუსიტების“ გემსაწინააღმდეგო რაკეტები წარმოადგენდა.