... ... hotnews.ge - დედაქალაქი

ხომლელის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა

სამგორის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება. ამჯერად, სამუშაოები ხომლელის ქუჩა  N5-ის მიმდებარედ მიმდინარეობს.  
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 427 კვ. მ ფართობზე დაიგება. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით,  31 183 ლარია გამოყოფილი. 
სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად  ადგილზე გაეცნო.

სამგორში, “ანბანის სკვერში” დედა ენის დღე იზეიმეს

სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, რაიონის მაჟორიტარი რევაზ სოხაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ქეთი ჩარკვიანი  დედა ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.  📖
ღონისძიება ბოგდან ხმელნიცკის N16-ის მიმდებარედ არსებულ „ანბანის“ სკვერში ჩატარდა.  საღამო წმინდა ბარბარეს სახელობის ქვემო ეკლესიის საკვირაო სკოლა „საბუდარამ" გამართა.

 

სამგორში, საქნავთობის დასახლებაში კალათბურთის მოედანი ეწყობა

სამგორის რაიონში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, საქნავთის დასახლებაში, კორპუსი N1-სა და N9-ს შორის ეწყობა კალათბურთის თანამედროვე მოედანი. სამუშაოებისთვის რაიონის ბიუჯეტიდან 157 219 ლარია გამოყოფილი. 
მიმდინარე პროცესს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან და რაიონის მაჟორიტარ რეზი სოხაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

სამგორის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

სამგორის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, სამუშაოები კიდევ ერთ მისამართზე - თრიალეთის ქუჩა N27-ის მიმდებარედ დასრულდა. 
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი და ახალი ბორდიურები 365 კვ.მ ფართობზე კეთილმოეწყო. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 33 763 ლარი გამოიყო. 
დასრულებულ საგზაო სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ აქვს - მისამართები და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს, ზოგიერთს კი დღეს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს GWP ავრცელებს.

  • დიდუბის რაიონი - შოთა იამანიძის ქ.N5-თან სატუმბო სადგურს შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიღება. წყალმომარაგების აღდგენის დროს შეგატყობინებთ მოგვიანებით. წყალმომარაგება შეუწყდება: წერეთლის 8, 10, 12 და ქურდიანის 2,4,6,10,12,14,16,18 ნომრებს.
     
  • ნაძალადევის რაიონი - ეფრემ ზაქარაიას ქ. N 60ა-სთან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 02:40-დან 12:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ეფრემ ზაქარაიას და ლევან თიგიშვილის ქუჩებს.

  • ისნის რაიონი - მარტყოფის ქ. N 25-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 02:50-დან 12:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: მარტყოფის ქუჩას.

  • ვაკის რაიონი - ვაჟა-ფშაველას გამზ. 7 კვ. N1-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით  03:15-დან 14:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ვაჟა-ფშაველას 7 კვარტალს.

  • ვაკის რაიონი - ავთო ვარაზის ქ. N 6-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით  11/04 23:25-დან 12/04 08:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: შალვა ნუცუბიძის პლ., 4 მ/რ და მე-5 მ/რ, ლეო და ნოდარ გაბუნიების,ფერმწერთა, კაპანელის, ავთო ვარაზის, სოფ თხინვალას ქ., ქანთარიას, ჟღენტის N5, . თხინვალას აგარაკებს, ლისის ტბა ზემო ლისი, ქვემო ლისი, ლეო კვაჭაძის, კეჭაყმაძის, შუამინდვრის, წმინდა წყლის ქუჩებს

    წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 12/04/2024 13:00-მდე.

  • სამგორის რაიონი - ლილოს დას. Vკვ, N2-თან ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ტარდება. წყალმომარაგება შეუწყდა: ლილოს დასახლება IV,V კვარტალს.

    წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 14:00-საათამდე.

  • გლდანის რაიონი - დღეს, 12/04 მუხიანი 2-ის დასახლებაში წყლის რეზერვუარზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება, წყალი შეგიწყდებათ 12/04 11:00-დან 13/04 01:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: მუხიანი 2 -ს მთლიანად.

  • საბურთალოს რაიონი - საირმის გორა N122-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 09:50-დან 19:00-საათამდე  წყალმომარაგება შეუწყდება: საირმის გორას.

მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებულ ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო სამუშაოები იგეგმება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, ფერდის გაწმენდის სამუშაოები განხორციელდება, რის გამოც, ორი ღამის განმავლობაში, 11 და 12 აპრილის 00:00-დან 06:00 საათამდე, გვირაბში საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

თბილისის მერია პროგრამის, „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს

თბილისის მერია წარმატებული პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დასაქმებითა და კვალიფიკაციის გაზრდით დაინტერესებული მოქალაქეები შესაბამისი კურსების გავლას ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეძლებენ.

„ქვეყანაში სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით გამოწვევა გვაქვს - არსებობს ბევრი ადამიანი, ვინც ეძებს სამსახურს და არსებობს ბიზნესსექტორი, რომელიც ეძებს კვალიფიციურ კადრებს. ვიწყებთ ჩვენი ერთ-ერთი ძალიან წარმატებული პროგრამის - „ისწავლი და დასაქმდი“ ახალ ეტაპს. 10 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით, დაინტერესებული მოქალაქეები შეძლებენ ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმაზე - www.dasakmdi.ge. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და მათი დასაქმების ხელშეწყობას კერძო სექტორთან თანამშრომლობით. აღნიშნულ კურსებზე ჩვენი თანამოქალაქეების გადამზადებას ყოველგვარი გადასახადების გარეშე ვახდენთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, პროგრამას წელს 15 ახალი მიმართულება დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეების მომზადება/გადამზადება 65 სპეციალობაში იქნება შესაძლებელი. აღნიშნულ კურსებზე სწავლას მუნიციპალიტეტი დააფინანსებს.

„მიმდინარე პროგრამის ფარგლებში მომზადება/გადამზადებას გაივლის 1 000-მდე მოქალაქე. ბოლო წლების განმავლობაში, გადამზადდა 9 000-ზე მეტი მოქალაქე და დასაქმების მაჩვენებელი სწავლის დასრულებისთანავე შეადგენს, დაახლოებით, 70%-ს. ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ ერთი სიახლე გვაქვს - ვისაც სურს ონლაინ კურსებზე სწავლა და ამისთვის ესაჭიროება შესაბამისი ადგილი, მათ მთელი სასწავლო პროგრამის განმავლობაში, უსასყიდლოდ, ახლად რეაბილიტირებული მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების თავისუფალ სამუშაო სივრცეებს ვთავაზობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამშენებლო მოედნიდან წესების დარღვევით ავტომანქანის გამოსვლაზე კონტროლი გამკაცრდება

სამშენებლო მოედნიდან წესების დარღვევით, დაბინძურებული ავტომანქანის გამოსვლაზე კონტროლი გამკაცრდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დადგენილი ჯარიმების მიუხედავად, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები არაკეთილსინდისიერად იქცევიან.

„რამდენიმე წლის წინ, თბილისის მუნიციპალიტეტის წინადადების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სამშენებლო მოედნიდან დაბინძურებული ავტომანქანის გამოსვლა გახდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში - 500, იურიდიული პირის შემთხვევაში - 1 000 ლარის, ხოლო განმეორებითი ქმედების შემთხვევაში - 2 000 ლარის ოდენობით. ეს ცვლილება უკვე რამდენიმე წელია მოქმედია, თუმცა, რეალობას თუ შევხედავთ, ამ მიმართულიბით სერიოზული პრობლემები გვაქვს. ალბათ ძალიან ბევრს შეუნიშნავს დედაქალაქში სამშენებლო ობიექტებიდან გამოსული დიდი სატვირთო მანქანები, რომლებიც აბინძურებენ ქუჩას, გამოაქვთ ტალახი. ეს ყველაფერი შემდეგ მტვრად გადაიქცევა, ამას კი სუნთქავენ ჩვენი შვილები, მოქალაქეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილე კახა გულედანს დაავალა, მკაცრად გაკონტროლდეს სამშენებლო ობიექტებიდან გამოსული ავტომანქანების მდგომარეობა და არცერთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დარჩეს.

„სამშენებლო ობიექტებს აქვთ ვალდებულება, გამოსვლის დროს, ავტომანქანები სამშენებლო მოედანზე ჩამორეცხონ. არ უნდა ფიქსირდებოდეს დიდი მანქანების მიერ ქუჩების დაბინძურების შემთხვევები. ამ მხრივ, უამრავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. ასევე, პრობლემაა ბეტონგადამზიდი მანქანები. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ახლად რეაბილიტირებული ქუჩა ზიანდება. მსგავსი ფაქტი ამასწინათ უნივერსიტეტის ქუჩაზეც მოხდა. ერთმანეთის მხარდაჭერით შეგვიძლია, ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო სუფთა და მოწესრიგებული გავხადოთ, ამ პროცესში კი ყველა ადამიანს მნიშვნელოვანი როლი აკისრია. მინდა, ჩემს მოადგილეს, კახა გულედანს დავავალო, ყურადღება მიაქციოთ აღნიშნულ საკითხს. სასწრაფოდ დაიწყეთ მუშაობა, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ჩამონათვალი

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - 

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის მასივის I, II კვარტლების, შალვა გოგიძის, ნოდარ ბოხუას, ჭიაურელის, მიხეილ ბერძენიშვილის, გიორგი ტერევერკოს, იუნკერ შალვა ერისთავის, ლუბლიანას, ჯორჯ ბალანჩინის, აკაკი ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბელიაშვილის, ბალანჩინის და ბოცვაძის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“, II მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, შეშელიძის, ხევძმარის, გობრონიძის, კორინთას, რამაზ შენგელიას, მარკ ბრონშტეინის, ქერჩის, კარლო მორეტის, გმირ კურსანტთა, ტაბიძის და აკაკი ვასაძის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაშლიჯვრის დასახლების II ზონის, ვაშლიჯვრის დასახლების, მარშალ გელოვანის გამზირის, გოძიაშვილის, ირაკლი ფარჯიანის, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, გელოვანის, თოფურიძე ვალენტინის, გაბაშვილის, მაჭავარიანის, მუხრანის და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი ლისის, სოფელი თხინვალას, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ავთო ვარაზის და ფერმწერთა ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ელიზბარ მინდელის, ზურაბ ანჯაფარიძის, ანა პოლიტკოვსკაიას, შავგულიძის და ერმილე ბედიას ქუჩების   მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ცაცხვების დასახლების, ნუცუბიძის, ნიკოლოზ დგებუაძის, ივანე გვარამაძის, მზია ერისთავის, ლეო კვაჭაძის და ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, სულხან ცინცაძის, ბახტრიონის და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილურიძის, სვერის, ავთანდილ ღოღობერიძის, ეკა ბეჟანიშვილის, ქართლის, ლომთათიძის, ქსოვრელის, თმოგვის, დიდი ჯიხაიშის, დაისის, ზედაზენის, იმერეთის, კოკინაკის, ჯავის და მუხრანის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის და წიწამურის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევსურეთის ქუჩის მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოჭორმის და დოლაბაურის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პირველი ხეივნის, დიდი ხეივნის, ბადაგის, ვლადიმერ წითლანაძის და საბატონოს ქუჩების მოსახლეობას.   

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ აქვს - ჩამონათვალი და აღდგენის დრო

​​​​​​თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

  • ნაძალადევის რაიონში, 09/04 16:00-დან 10/04 07:30-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: გურამიშვილის გამზირის N1- N 27(კენტები), N2- N30(ლუწები), ც. დადიანის გამზ. N 34-ის კორპუსებს, N13- 323(კენტები), N 18- N 160(ლუწები), ხევისუბნის, ზვარეთის, იფნევის, ჟველაურის, ედისის, სვირის, არალეთი, გოგაშენის, ბჟოლეთის, ახალდაბის, თორნიკე ერისთავის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ვახტანგ ნინუას, გიორგი ნათაძის, ბაგინეთის, წიწამურის, ზესტაფონის, ცისარტყელას, ხრესილის, დავით ჭიჭინაძის, შალვა კოხრეიძის, კავთისხევის, მახინჯაურის, რკინიგზის,ეროსი მანჯგალაძის, მერაბ ქავთარაძის, ინწკირველის, ნოე ჩხიკვაძის, ნიკოლოზ კახიანის, სელიმ ხიმშიაშვილის, ლიკანის, ნოვოროსიისკის, აკაკი სურგულაძის, სუმბათაშვილ-იუჟინის, ხევსურეთის, ქართველიშვილის, ასკურავას, საყვირის, ლომთათიძის, ჭოპორტის, ურიდიას (ჩოდრიშვილი), მიქატაძის, ჭილაიას, მახალდიანის, საჭილაოს, გომბორის, წიკლაურის, ჯანელიძის, ლეჩხუმის, ღრმაღელის, კნოლევის, სვანეთის, გვაზაურის, ზედაზენის, ბენდელიანის, ცინცაძის, ქსოვრელი, რიონის, რიონჰესის, ლალიონის, ვეშაპურის, ხუდადოვის ქ. N2-50 (ლუწები) და დეპოს ქუჩებს. აღნიშნულ გამორთვას დაემატა: დადიანის 12, 14, 16, კვერნაულის ქუჩა , ალექსანდრე ქუთათელაძე, , სააკაძის ქუჩა.

  • სამგორის რაიონში, 08/04 17:00-დან 09/04 03:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ნინა ხუბულავას, ქებურიას დასახლებას (ქვემო ალექსეევკის დასახლებას) და იგოთის ქუჩას, ,იაკობ ხვედელიანის ქუჩას. წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 22:00-მდე. წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 10/04/2024 08:00-საათამდე.

  • ვაკის რაიონი, 09/04 20:00-დან 10/04 08:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: კაკლების დასახლებას მთლიანად( მიხეილ ქორქია, გაზდელიანის, მაჩაბლის, ნუშის ბაღების, ბათიაშვილის, იმედაძის, კაკლების ქუჩას თავისი შესახვევებით, თბილისის, მშვიდობისა და უჩანეიშვილს 41-69-30-68, ნაძვები.

  • გლდანის რაიონში, 09/04 23:30-დან 10/04 09:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: სოფელ გლდანში-26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას, დ.თავდადებულის ჰერეთის და აფხაზეთი ქუჩებს; გაზის დასახლებას.

  • ისნის რაიონში, 09/04 23:40-დან 10/04 09:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: მეტრომშენის დასახლებაში-ტვიშის, ხომერიკის(მიქელაძე), მესხეთის, კაკაბეთის, ტოლენჯის, წალენჯიხის, ყვარლის, რატილის, კალანდაძის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, 13 იანვრის, შერვაშიძის, აფანასიევის, ონიანისა, გეზათის, რომან გვენცაძის, ბათლომეო ხუციშვილის ქუჩებს და ბუშის 5 ჩიხს, გუჯარეთის N15, თამაზ პაპიაშვილის, ხათუნა ჭიჭინაძის, ვიქტორ ნანეიშვილის, მელაანის (ჩიხებით და შესახვევებით), საბანაკოს დასახლებას.

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდა - მისამართები და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდა

საბურთალოს რაიონი, მეფე მირიანის ქ. N 101 ის მიმდებარედ სატუმბო სადგურს შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება. წყალმომარაგების აღდგენის დროს შეგატყობინებთ მოგვიანებით. წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს:
სოფ დიღომში ფრედერიკ მონპერეს, ბარონ  დებაის, მაქს ტილკეს, იაკობ რაინეგსის, ჰაინრიხ კლაპროთის, ოსკარ შმერლინგის, ჰენრიკ პრინევსკის და ბერტა ფონ ზუტნერის ქუჩებს.

მთაწმინდის რაიონი, სოფ. ტაბახმელა, გუმბათების წყაროს ქ. N 20ა წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით  12:30-დან 21:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ტაბახმელაში: გუმბათების წყაროს და  დიდგორის ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონი, 07/04/2024 09:00-მდე. წყალი შეუწყდათ ავარიულად ღრმაღელის სათავე ნაგებობაზე დაზიანების გამო. წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს:
უიარაღოს, ნოსტეს, კახიანის, ძმობის, მუშათას, წრომის, კელაპტრიშვილის, ასკურავას, სტურუას, კისისხევის, წაღვერის, კაჭრეთის, კონდოლის (ლევან თიგიშვილის), მაღაროს, კოდალოს, ლოტკინის ხევი, ენისელის, მესხის, ღუდუშაურის, მიტინგის და ქართლელიშვილის, ურიდიას (ყოფილი ჩოდრიშვილის), რევაზ ინანიშვილის, ხეხილ-სანერგე მეურნეობას (ივერთუბანს) სრულად, მახათას აღმართს და რეხის ქუჩას, ხუდადოვის ქ. N173 N1,2,3,4,5,6 კორპუსებს, მახათას სამხედრო ნაწილს.

საბურთალოს რაიონი, მარშალ გელოვანის გამზ. N 22 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით  06/04 17:20-დან 07/04 06:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
მარშალ გელოვანის N1 ( m კვადრატის დასახლებას)

საბურთალოს რაიონი, შერმადინის და როსტევანის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით  17:30-დან  07/04 09:00-საათამდე   წყალმომარაგება შეუწყდება:
სოფელ დიღომში შერმადინის, ხატაეთის და ნესტან დარეჯანის ქუჩებს.

გლდანის რაიონი, მუხიანის დას. 2 მკ-რ, N 19 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 06/04 18:00-დან 07/04 03:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
მუხიანის დას. 2 მკ-რ 19 და 20 ნომრებს.

ნაძალადევის რაიონი, წყალი შეწყდა ავარიულად მუხრანის ქუჩაზე სატუმბო სადგურში დაზიანების გამო. წყალმომარაგება აღდგება 07/04 09:00 საათზე. წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს:
გეგუთის, სვირის, კიშინოვის, ზეკარის, ასურეთის, კურსების, დარკვეთის, ლუბოვსკის, მირზაანის, სანავარდოს, იაკინთე ლისაშვილის, ბუგეულის, წერონისის, სილიბისტრო თოდრიას, მაჩხაანის, დომენტი ჟღენტის, ბახმაროს, გომარეთის, ახტალის, რაჭის, ლოტკინის მთის, სამრეღეთის, ეფრემ ზაქარაიას, ხერთვისის, გორდის, ლაითურის, კლდეკარის, ნაქალაქევის, ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, თმოგვის, ქართლის, დაისის, ღრმაღელის, კონსტანტინე ილურიძის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, მოლოკოვის, გრუზინსკის, ბენდელიანის, ზედაზენის, თბილისის ზღვის მიმდებარედ კადეტთა კორპუსს და შსს-ს სპეცდანიშნულების სამსახურს, უცნობ გმირთა, ლტოლვილთა დასახლებას, ბეშენოვას, ვანათის, გარეჯის შესახვევებით, ახალ მოწამეთა, კეხვის, ზედამზის, იოსელიანის, სუვოროვის, თიანეთის, ტიბაანის, მაჩხაანის, მუხრანს შესახვევებით და ჩიხებით, გლინკას, გარეჯელის, ნიკოლოზ შენგელაიას, ნაგომარის რატევანის, ბოგვის, რეხის ქუჩებს თავისი შესახვევებით, ლამისყანა, სამღერეთი, ქსოვრელი, გვაზაური და კნოლევის ქუჩებს.

სანზონისა და ჩუღურეთის ნაწილს გაზი არ აქვს - აღდგენის დრო

"თბილისი ენერჯის" ცნობით, სანზონისა და ჩუღურეთის რაიონში 420 აბონენტს გაზი არ მიეწოდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 15:00 საათზე აღდგება.